27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

მინისტრის მოადგილე სტუდენტებს შეხვდა – „ერთად განვსაზღვროთ ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტებისა და მთლიანად უმაღლესი განათლების წინაშე“

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სტუდენტური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც, პანდემიის დროსა და მის შემდგომ პერიოდში, სამინისტროს მხრიდან სტუდენტთა მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

 

ნუნუ მიცკევიჩი: პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან სამინისტრომ განსაზღვრა ყველა ის საჭიროება, რომელიც სტუდენტების წინაშე წარმოიშვა. რეალურად იცით, რომ ეს გახლდათ გამოწვევა როგორც განათლების სისტემის, ასევე მთელი საზოგადოების წინაშე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პირველი დღიდან თანამშრომლობს თითოეულ უნივერსიტეტთან. მინისტრის ინიციატივით გაიმართა რექტორთა საბჭო, სადაც განისაზღვრა ის გადავადების სქემები და გრაფიკები, რომლებიც ინდივიდუალურ დონეზე ითვალისწინებდა საჭიროებებს და გაზაფხულის სემესტრში ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იყო უნივერსიტეტების მხრიდან – როგორც მოგეხსენებათ, მოხერხდა სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადავადება.

სამინისტროში მუშაობს სოციალური პროგრამები და დღეს არის მოწყვლადი ჯგუფების 13 კატეგორია განსაზღვრული, რომელთათვის გათვალისწინებულია სწავლის საფასურის სრული, 100%-იანი სასწავლო გრანტის შესაბამისი დაფინანსება. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ პრემიერის ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც ეხება სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდას.

ჩვენი მხრიდან იქნება გათვალისწინებული ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტების წინაშე და რაც შეიძლება მომავალში წარმოიშვას, პანდემიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის გარკვეული შეღავათების გაწევას, დახმარებასა და მათ თანადგომას სახელმწიფოს მხრიდან.

განათლების სამინისტრო გახსნილია ყველასთვის და მზად ვართ, რომ სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტებისა და მთლიანად უმაღლესი განათლების წინაშე,განაცხადა მინისტრის მოადგილემ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები