16 მაისი, ორშაბათი, 2022

მინ­და შევ­ქ­მ­ნა გლო­ბა­ლუ­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ხალ­ხის ცხოვ­რე­ბას უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლის

spot_img
რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია არ­ჩილ ჭე­იშ­ვი­ლი — ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის „Palatine Analytics” დი­რექ­ტო­რი
— გზა ოც­ნე­ბი­დან ჰარ­ვარ­დამ­დე
— დაწყე­ბით კლა­სებ­ში ზოგს უნ­და, კოს­მო­ნავ­ტი გახ­დეს, ზოგს — მე­ხან­ძ­რე, ზოგს — ექი­მი, ზოგ­საც — პო­ლი­ცი­ე­ლი. მე მხო­ლოდ ერ­თი რამ მა­ინ­ტე­რე­სებ­და: ბიზ­ნე­სი, ბიზ­ნე­სი, ბიზ­ნე­სი! ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ვოც­ნე­ბობ­დი, შე­მექ­მ­ნა მას­შ­ტა­ბუ­რი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლი­და ხალ­ხის ცხოვ­რე­ბას. ბავ­შ­ვო­ბი­დან ვხე­დავ­დი, რომ ქვე­ყა­ნა­ში დი­დი პრობ­ლე­მე­ბი იყო, რო­მელ­თა გა­დაჭ­რაც ჩემს მიზ­ნად და პი­რად გა­მოწ­ვე­ვად მი­მაჩ­ნ­და. ვი­ცო­დი, ამის­თ­ვის კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა დამ­ჭირ­დე­ბო­და. სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას, „ჰარ­ვარ­დი“ მხო­ლოდ კი­ნო­ში მქონ­და გა­გო­ნი­ლი. იმ დროს, ერ­თა­დერ­თი, რაც მას­თან მა­კავ­ში­რებ­და, იყო დი­დი ოც­ნე­ბა.
ჰარ­ვარ­დ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად და­მეხ­მა­რა ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ე­ბი და კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბი. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ვი­ყა­ვი კლა­სის პრე­ზი­დენ­ტი და რამ­დე­ნი­მე სპორ­ტუ­ლი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი. ვცდი­ლობ­დი ყვე­ლაფ­რის ეფექ­ტუ­რად კე­თე­ბას, ანუ გან­მე­ვი­თა­რე­ბი­ნა უნარ-ჩვე­ვე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი მი­მე­ღო, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლებ დრო­ში. ასე­ვე, ვი­ყა­ვი სხვა­დას­ხ­ვა სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და ამე­რი­კის ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლა მქონ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მეხ­მა­რა, რომ ჰარ­ვარ­დ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა — მო­ვი­პო­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით, 300 000-დო­ლა­რი­ა­ნი სტი­პენ­დია. პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ბი­ჭი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ჰარ­ვარ­დის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე, ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსწავ­ლობ­დი.
პირ­ვე­ლად, ჰარ­ვარ­დ­ში კა­რიბ­ჭი­დან შე­ვე­დი, სა­დაც ეწე­რა: „შე­დი, რომ სიბ­რ­ძ­ნე­ში გა­ი­ზარ­დო“. ამ დღი­დან არ გამ­ნე­ლე­ბია სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, მი­მე­ღო კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და ჩა­მო­მე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რა­თა მემ­სა­ხუ­რა ხალ­ხის­თ­ვის და ჩე­მი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თ­ვის. ჰარ­ვარ­დ­ში, თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტი, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს სწავ­ლობს: რა სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი აქვს და რა აინ­ტე­რე­სებს. ჰარ­ვა­დი არის ად­გი­ლი, სა­დაც ღრმა ურ­თი­ერ­თო­ბებს ავი­თა­რებ შე­ნი თა­ო­ბის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან, ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან — დაწყე­ბუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მსოფ­ლიო დო­ნის ფი­ზი­კო­სე­ბით. ჰარ­ვარ­დი გაძ­ლევს ყვე­ლა იმ რე­სურსს, რაც გჭირ­დე­ბა შე­ნი ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლის­თ­ვის.
— რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ
— იმის­თ­ვის რომ ჰარ­ვარ­დ­ში ჩა­ა­ბა­რო, სა­ჭი­როა, ან რა­ღაც კონ­კ­რე­ტულ სფე­რო­ში იყო მსოფ­ლიო დო­ნის ექ­ს­პერ­ტი, ან ბევრ სფე­რო­ში იყო ნი­ჭი­ე­რი. ჩა­ბა­რე­ბის დროს მთა­ვა­რია, ნათ­ლად, ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში წარ­მო­ა­ჩი­ნო, რა­ტომ უნ­და მი­გი­ღოს ჰარ­ვარ­დ­მა. მა­გა­ლი­თად, მე უნ­და მი­მი­ღოს ჰარ­ვარ­დ­მა იმი­ტომ, რომ ვარ მსოფ­ლიო დო­ნის მა­თე­მა­ტი­კო­სი. ამის შემ­დ­გომ, აპ­ლი­კა­ცი­ის ყვე­ლა ნა­წი­ლი (პერ­სო­ნა­ლუ­რი ესე, ინ­ტერ­ვიუ, რე­ზი­უ­მე, სა­რე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლე­ბი) უნ­და ამ­ყა­რებ­დეს ამ მთა­ვარ მი­ზეზს.
სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ვეხ­მა­რე­ბი, რომ ჩა­ა­ბა­რონ თა­ვი­ანთ სა­ოც­ნე­ბო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ვუ­ზი­ა­რებ იმ ში­და და და­ხუ­რულ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა­ზეც რთუ­ლია გქონ­დეს წვდო­მა, თუ ჰარ­ვარ­დ­ში არ გის­წავ­ლია.
— არ­ჩილ, ჰარ­ვარ­დ­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მი სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყა­ვი, მათ შო­რის ერთ-ერ­თის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ასე­ვე იყა­ვი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი და დი­დი სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „Harvard College Entrep­reneurship Forum“ წევ­რი. კერ­ძოდ, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ჰარ­ვარ­დის სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­დით?
— ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა პირ­ვე­ლი კურ­სი­დან მინ­დო­და. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მი კურ­სე­ლე­ბი ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ის გარ­შე­მო შე­მეკ­რი­ბა და და­მე­არ­სე­ბი­ნა სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. გუნ­დი შევ­ქ­მე­ნი და და­ვა­ფუძ­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც „ევ­რო­პუ­ლი ბიზ­ნეს ჯგუ­ფი“ ჰქვია. ამ­ჟა­მად, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი ჯგუ­ფია ჰარ­ვარ­დ­ში. მი­სი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია ევ­რო­პის მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რე­ბის ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ასე­ვე, ვი­ყა­ვი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი და ძვე­ლი — „ჰარ­ვარ­დის მე­წარ­მე­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის“ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და პრე­ზი­დენ­ტი.
— რო­გორც ვი­ცი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­იწყე რამ­დე­ნი­მე მცი­რე ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა. რა იყო შე­ნი პირ­ვე­ლი ბიზ­ნე­სი და რო­გორ გან­ვი­თარ­და?
— ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო პო­კე­მო­ნე­ბით თა­მა­ში, რომ­ლის შე­ძე­ნაც, ჩვენს მე­ზობ­ლად, მა­ღა­ზი­ა­ში შეგ­ვეძ­ლო. ერთ დღე­საც, მა­ღა­ზია და­იწ­ვა და და­ი­კე­ტა. ჩე­მი მე­გობ­რის ცნო­ბით, მო­შო­რე­ბით, სხვა უბ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში იყი­დე­ბო­და ჩვე­ნი გა­სარ­თო­ბი. მახ­სოვს, მა­ღა­ზი­ა­ში რამ­დე­ნი პო­კე­მო­ნიც იყო, ყვე­ლა ვი­ყი­დე და შემ­დეგ ერთ კვი­რა­ში გავ­ყი­დე ორ­მაგ ფა­სად, რა თქმა უნ­და, ჩემს სა­მე­ზობ­ლო­ში. ამ დროს 8 წლის ვი­ყა­ვი, სწო­რედ ამ ასაკ­ში ვის­წავ­ლე ეკო­ნო­მი­კის და ფი­ნან­სე­ბის ორი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი: მოთხოვ­ნა-მი­წო­დე­ბა და არ­ბიტ­რა­ჟი.
— სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ინ­ვეს­ტი­რე­ბა 14 წლი­დან და­იწყე და წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წიე?
— დი­ახ, სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ვაჭ­რო­ბა 14 წლის ასაკ­ში და­ვიწყე. ეს იყო 2007 წელს, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა იყო. ამ წელს, ჩემ­მა ფი­ნან­სურ­მა პორ­ტ­ფელ­მა ძა­ლი­ან დი­დი მო­გე­ბა ნა­ხა, თუმ­ცა 2008 წელს, მო­გე­ბე­ბი ფი­ნან­სურ­მა კრი­ზის­მა დაჩ­რ­დი­ლა. ვის­წავ­ლე, რომ არას­დ­როს უნ­და იყო ზედ­მე­ტად თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი, უნ­და აკონ­ტ­რო­ლო ემო­ცი­ე­ბი და აუცი­ლე­ბე­ლია, იცო­დე, რა არ იცი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ფონ­დო ბირ­ჟის შე­სა­ხებ სხვე­ბის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გქონ­დეს და ეს მო­საზ­რე­ბე­ბი ყო­ველ­თ­ვის, რაც შე­იძ­ლე­ბა ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან გა­მოს­ცა­დო.
— მე­სა­მე კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­იწყე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდ ჰეჯ-ფონ­დ­ში „Bridgewater Associates“, სა­დაც ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და თა­ნამ­შ­რო­მე­ლი იყა­ვი და სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­დი. რო­გორ აკე­თებს ფულს ჰეჯ-ფონ­დი, რა­ტომ არის ის დღეს ასე პო­პუ­ლა­რუ­ლი, ძი­რი­თა­დად, ვის ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ამ ტი­პის ფონ­დე­ბი, არის თუ არა ტი­პი­ურ ჰეჯ-ფონ­დებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა ხალ­ხის ფარ­თო მა­სე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი თუ მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნალ ინ­ვეს­ტო­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან?
— ინ­ვეს­ტი­რე­ბამ ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა იმი­ტომ, რომ ბა­ზა­რი სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ლი­მი­ტი არ აქვს. ამი­ტომ, ჰარ­ვარ­დის მე­სა­მე კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდ და ბევ­რი რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ჰეჯ-ფონ­დ­ში „Bridgewater Associates“. კომ­პა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და თა­ნამ­შ­რო­მე­ლი და სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი. Bridgewater ცნო­ბი­ლია არა მარ­ტო ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბით, არა­მედ მუ­შა­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რი­თაც. პირ­ველ რიგ­ში, ეს გუ­ლის­ხ­მობს უკი­დუ­რეს გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბას და სურ­ვილს, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სად­გე­ნად.
— მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბოს­ტონ­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია „Palatine Analytics“ და­ა­ფუძ­ნე. შენ ამ­ბობ, რომ კომ­პა­ნია მო­მავ­ლის თა­ო­ბის ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს ავი­თა­რებს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებს სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დენ და რო­მელ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობთ, უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბე ამ კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ?
— ამ ეტაპ­ზე, ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია „პა­ლა­ტა­ი­ნის“ გან­ვი­თა­რე­ბი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ბოს­ტონ­ში, ჩემს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც Google-სა და Facebook-ში მუ­შა­ობ­დ­ნენ, და­ვა­არ­სე და ამ­ჟა­მად ვუძღ­ვე­ბი, რო­გორც კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი. დი­ახ, ჩვე­ნი კომ­პა­ნია მო­მავ­ლის თა­ო­ბის ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს ავი­თა­რებს. პროგ­რა­მის მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თ­მა­ნეთს აფა­სე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა უნა­რის მი­ხედ­ვით. ვი­ყე­ნებთ ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს, რომ და­ვეხ­მა­როთ ჩვენს მომ­ხ­მა­რებ­ლებს სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გა­გე­ბა­ში. პლატ­ფორ­მა ეხ­მა­რე­ბა არა მარ­ტო თა­ნამ­შ­რომ­ლებს, თა­ვი­ან­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, არა­მედ დამ­საქ­მებ­ლებ­საც, ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბის შე­დე­გად, მე­ტად ობი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღონ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ.
— არ­ჩილ, რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი?
— მინ­და შევ­ქ­მ­ნა გლო­ბა­ლუ­რი, მას­შ­ტა­ბუ­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ხალ­ხის ცხოვ­რე­ბას უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლის.
ესაუბრა მაკა ყიფიანი

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები