22 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

მინ­და მშობ­ლი­ურ სკო­ლას და­ვეხ­მა­რო წინ­ს­ვ­ლა­ში – მას­წავ­ლე­ბე­ლი ურა­ვი­დან

spot_img

ურა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა – უმე­ტე­სო­ბის­თ­ვის, რა­ჭის მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სკო­ლის და­სა­ხე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მიღ­მა ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს ინა­ხავს, ისე რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი მთის სკო­ლა, თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი­თა და მიღ­წე­ვე­ბით, სო­ფე­ლი კი, მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სტა­ტუ­სის მქო­ნე, პრობ­ლე­მე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი საცხოვ­რე­ბე­ლი, სა­დაც კარ­გად ნაც­ნობ გა­მოწ­ვე­ვებ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის დროს რომ გვახ­სენ­დე­ბა და ისიც მცი­რე დრო­ით.

ურა­ვი, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, ბევ­რის­თ­ვის ცნო­ბი­ლი იყო და­რიშ­ხა­ნის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხ­ნით, რო­მე­ლიც უკ­ვე წლე­ბია აღარ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, თუმ­ცა, და­ტო­ვე­ბუ­ლი „მძი­მე კვა­ლით“ არც თუ ისე მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­ნა­ხა­ვია. მძი­მე რე­ა­ლო­ბის სუ­რათს ქმნის მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ნა­ხევ­რად ჩა­მოშ­ლი­ლი ნაც­რის­ფე­რი შე­ნო­ბე­ბი. სო­ფელ­ში პირ­ვე­ლად მოხ­ვედ­რი­ლის­თ­ვის ეს ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზარ­დამ­ცე­მი სა­ნა­ხა­ვია და ამის შემ­ხედ­ვა­რე, კი­დევ უფ­რო რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნი, რომ აქ ადა­მი­ა­ნე­ბი კი­დევ ინარ­ჩუ­ნე­ბენ საცხოვ­რისს, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ტა­ნას ცდი­ლო­ბენ და მე­ტიც, შე­მორ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მელ­თა რიცხ­ვი წლი­დან წლამ­დე მცირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თ­ვის, რომ სო­ფელს იერ-სა­ხე შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს. ერთ დროს მრა­ვალ­რიცხო­ვან სო­ფელ­ში დღეს 160 ოჯა­ხი ცხოვ­რობს, ზამ­თარ­ში კი, რო­გორც ჩვე­ნი ბევ­რი სოფ­ლის­თ­ვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, უმე­ტე­სად, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან/კე­რას ამაგ­რე­ბენ, ახალ­გაზ­რ­დე­ბი ქა­ლაქ­ში აგ­რ­ძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას. მი­ზე­ზი, რო­გორც გითხა­რით, დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი სოფ­ლის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მძი­მე პი­რო­ბე­ბია. თუმ­ცა, სო­ფელ­ში ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა, ერ­თა­დერთ თუ არა, ერთ-ერთ იმე­დის მომ­ცემ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ად რჩე­ბა, სა­დაც მცი­რე­რიცხო­ვან კლა­სებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბას ადევ­ნე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი, თა­ვი­ან­თი მიღ­წე­ვე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბის ქვე­შაც კი ექ­ცე­ვი­ან. ამის დას­ტუ­რია 2023 წელს ერთ-ერთ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა, და იმის ჩვე­ნე­ბა, რომ ეს ქვე­ყა­ნა მარ­თ­ლაც მა­თია!

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის კამ­პა­ნი­ის „ეს ქვე­ყა­ნა შე­ნია“ ფარ­გ­ლებ­ში გა­მარ­თულ იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის კონ­კურ­ს­ში ურა­ვის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა, რე­გი­ო­ნის კი­დევ ერთ სკო­ლას­თან ერ­თად, გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვეს. კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წი­ნა წლებ­ში, კონ­კურ­ს­ში,  არც ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სკო­ლა არ ჰყო­ლი­ათ რა­ჭი­დან, გა­სულ წელს კი ისე მოხ­და, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­კონ­კურ­სო გა­ნაცხა­დი სწო­რედ ამ რე­გი­ო­ნი­დან შე­ვი­და. შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა და, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ორი სკო­ლა გახ­და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი. ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ურა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის პრო­ექ­ტი (მოს­წავ­ლე­ე­ბი: ლი­ზი ჩი­ტი­ძე, გვან­ცა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ჯე­ლა­ძე და ლა­ზა­რე ჩა­ლა­ძე; კუ­რა­ტო­რი – პე­და­გო­გი ლა­ნა ჯე­ლა­ძე), ჟი­უ­რიმ რე­ლი­გი­უ­რი ტო­ლე­რან­ტო­ბის თე­მი­თა და ორი­გი­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მით გა­მო­არ­ჩია.

პრო­ექ­ტის კუ­რა­ტო­რი პე­და­გო­გი ლა­ნა ჯე­ლა­ძე გვიყ­ვე­ბა, რო­ცა X-XI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­აც­ნო, მათ მზა­ო­ბა გა­მოთ­ქ­ვეს ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის კამ­პა­ნი­ის „ეს ქვე­ყა­ნა შე­ნი­ას“ ფარ­გ­ლებ­ში გა­მარ­თულ კონ­კურ­ს­ში. „დავ­გეგ­მეთ შეხ­ვედ­რა, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მოთ­ქ­ვეს იდე­ე­ბი, თუ რა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა გა­მოგ­ვე­ხა­ტა ჩვე­ნი სათ­ქ­მე­ლი. კონ­კურ­სის თე­მა იყო – „სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პაა!“ შე­ვარ­ჩი­ეთ რე­ლი­გი­უ­რი ტო­ლე­რან­ტო­ბის სა­კითხი. მო­ვაწყ­ვეთ შეხ­ვე­დრა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, სა­დაც ვი­სა­უბ­რეთ რე­ლი­გი­უ­რი ტო­ლე­რან­ტო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და მის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პაა და ჩვენ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი, ტო­ლე­რან­ტე­ბი ვართ, შეგ­ვიძ­ლია ვი­მე­გობ­როთ ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან, გა­ნურ­ჩევ­ლად რა­სი­სა, ეთ­ნო­სი­სა, მრწამ­სი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა, რომ ტო­ლე­რან­ტო­ბის მა­გა­ლი­თებს მო­ი­ცავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­სუ­ლიც და აწ­მ­ყოც. მო­ვიყ­ვა­ნეთ უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ი­დან. მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვი წარ­მო­იდ­გი­ნეს სხვა­დას­ხ­ვა აღ­მ­სა­რებ­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად და ხე­ლებ­ზე და­ი­ხა­ტეს რე­ლი­გი­ის ნიშ­ნე­ბი, შემ­დეგ, მშვი­დო­ბის ნიშ­ნად, შეკ­რეს მე­გობ­რუ­ლი წრე. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვი­ღეთ, მო­ვამ­ზა­დეთ მოკ­ლე ვი­დე­ორ­გო­ლი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში გან­ვა­თავ­სეთ, სხვა­დას­ხ­ვა პლატ­ფორ­მა­ზე. ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში, ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ნა­ხა ვი­დე­ორ­გო­ლი და დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნი იყო ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ტო­ლე­რან­ტო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ჩვე­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს მშვი­დო­ბი­სათ­ვის, რის­თ­ვი­საც იბ­რ­ძ­ვი­ან ევ­რო­პა­ში შექ­მ­ნი­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი 23 დე­კემ­ბერს გა­მო­აცხა­დეს, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში. ჩვენს სი­ხა­რულს საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, რო­დე­საც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს შო­რის დაგ­ვა­სა­ხე­ლეს.

ამ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჩემ­თ­ვის და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის დი­დი მო­ტი­ვა­ცი­ის მომ­ცე­მია, რომ შემ­დ­გომ­შიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თოთ მსგავ­სი სა­ხის კონ­კურ­სებ­სა თუ პრო­ექ­ტებ­ში. ასე­თი კონ­კურ­სე­ბით ხდე­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ზრდა, აქ­ტი­ვიზ­მის ხელ­შეწყო­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა, ჩა­ერ­თონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბი­სას“. ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლი­სა და მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის მონ­დო­მე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, საკ­მა­რი­სი არ არის სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად, თუმ­ცა, ლა­ნა ამ­ბობს, რომ: „მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი პრობ­ლე­მი­სა, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას ნამ­დ­ვი­ლად აქვს სწავ­ლი­სად­მი ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია, ყო­ველ­თ­ვის დი­დი ინ­ტე­რე­სით და ენ­თუ­ზი­აზ­მით ერ­თ­ვე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­კურ­სებ­სა თუ პრო­ექ­ტებ­ში, სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ვცდი­ლობ, ბევ­რ­გან ჩა­ერ­თონ, იყ­ვ­ნენ აქ­ტი­უ­რე­ბი, შე­ეძ­ლოთ პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნა და მი­სი გა­დაჭ­რის შე­საძ­ლო გზე­ბის ძი­ე­ბა. არ მინ­და, ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი ერ­თ­მა­ნეთს ჰგავ­დეს და იყოს მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი, ამი­ტომ ვცდი­ლობ, ის­ტო­რი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქოს გაკ­ვე­თი­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნო, რა­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ. რა რე­სურ­სიც გაგ­ვაჩ­ნია სკო­ლა­ში, ყვე­ლა­ფერს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყე­ნებ, რომ ყო­ველ გაკ­ვე­თილ­ზე და­სა­ხულ მი­ზანს მი­ვაღ­წიო“.

სოფ­ლის სკო­ლის თან­მ­დე­ვი პრობ­ლე­მე­ბი, რა თქმა უნ­და, საქ­მეს არ­თუ­ლებს. ლა­ნა ამ­ბობს, რომ ურა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა მარ­თ­ლაც რთუ­ლია: „13 მოს­წავ­ლე გვყავს სკო­ლა­ში. წელს, XII კლას­ში, არც ერ­თი მოს­წავ­ლე არ ირიცხე­ბა. არც პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბი გვყავს. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც არის ის, რომ სო­ფელ­ში არ გვაქვს ინ­ტერ­ნე­ტი. დღემ­დე მო­ბი­ლუ­რის ინ­ტერ­ნე­ტით ვსარ­გებ­ლობთ, ისიც ზო­გან იჭერს და ზო­გან – არა. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა სწო­რედ უინ­ტერ­ნე­ტო­ბის გა­მო ვერ ვერ­თ­ვე­ბით სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გებ­სა თუ ვე­ბი­ნა­რებ­ში. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და სას­კო­ლო კვე­ბის არარ­სე­ბო­ბა არა მხო­ლოდ მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის სკო­ლე­ბის, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ასე­ვე,პრობ­ლე­მაა სკო­ლა­ში რე­სურ­სე­ბის სიმ­ცი­რე. სრულ­ყო­ფი­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია კლა­სებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არ­სე­ბო­ბა. ვი­სურ­ვებ­დი, ყვე­ლა კლა­სი იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი პრო­ექ­ტო­რი­თა და მო­ნი­ტო­რე­ბით, ასეთ გა­რე­მო­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი უფ­რო აღ­წევს და­სა­ხულ მი­ზანს, მოს­წავ­ლე­ე­ბი მეტ მონ­დო­მე­ბას და მზა­ო­ბას გა­მოთ­ქ­ვა­მენ სწავ­ლი­სად­მი. ასე­ვე, პრობ­ლე­მაა კად­რე­ბის სიმ­ცი­რე, მა­ღალ­მ­თი­ან სო­ფელ­ში არა­ვის უნ­და მოს­ვ­ლა და მუ­შო­ბის დაწყე­ბა“.

სოფ­ლის მაცხოვ­რებ­ლე­ბის­თ­ვის კი ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა უმუ­შევ­რო­ბა და გზე­ბის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა. ამის გარ­და, „სო­ფელ­ში არ გვაქვს გა­ზი, არ არის მა­ღა­ზია, აფ­თი­ა­ქი, ინ­ტერ­ნე­ტი, არც რა­ი­მე გა­სარ­თო­ბი/გან­სატ­ვირ­თი ად­გი­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, –  გვიყ­ვე­ბა ლა­ნა, – მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ურავ­ში ქი­მი­უ­რი ქარ­ხა­ნა იყო, რომ­ლის ნან­გ­რე­ვე­ბი (რომ­ლე­ბიც არ­ც­თუ ისე ცო­ტაა) დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი და ამა­ხინ­ჯებს სოფ­ლის იერ-სა­ხეს“.

ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე ისე­თი­ვე ერ­თ­ფე­რო­ვა­ნია, რო­გორც იქ მცხოვ­რე­ბი და­ნარ­ჩე­ნი ახალ­გარ­ზ­დე­ბის, ქა­ლა­ქის სკო­ლი­სა და სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ტ­რას­ტი კი თვალ­ში­სა­ცე­მია.

ერთ რი­გით დღეს ასე აღ­წერს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი: „დი­ლით მივ­დი­ვარ სკო­ლა­ში, ვა­ტა­რებ გაკ­ვე­თი­ლებს, სა­ღა­მოს­კენ ვბრუნ­დე­ბი სახ­ლ­ში. ვცდი­ლობ, პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლა არ შევ­წყ­ვი­ტო და, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, სა­ღა­მო­ო­ბით ვერ­თ­ვე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გ­სა თუ ვე­ბი­ნარ­ში. ახალ­გაზ­რ­დე­ბი სო­ფელ­ში ძა­ლი­ან ცო­ტა ვართ, ყვე­ლა წა­სუ­ლია ან სას­წავ­ლებ­ლად, ან სა­მუ­შა­ოდ და უკან დაბ­რუ­ნე­ბას ცო­ტა თუ ახერ­ხებს.

ვფიქ­რობ, ქა­ლა­ქის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, უამ­რა­ვი წრე არ­სე­ბობს, რა­საც სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან“. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამ მკვეთ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბი­სა, ლა­ნა არ ეთან­ხ­მე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ქა­ლა­ქის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნონ, სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით. ამ­ბობს, რომ უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა არ არის მთა­ვა­რი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ფაქ­ტო­რი. „ვერ და­ვე­თან­ხ­მე­ბი იმ მო­საზ­რე­ბას, რომ ქა­ლა­ქის მოს­წავ­ლე­ე­ბი უკე­თეს შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ, თუნ­დაც ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი გა­მოდ­გე­ბა ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად. ცნო­ბი­ლია, რომ რა­ჭის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ყო­ველ წელს, 70 და 100%-იანი გრან­ტე­ბით ირიცხე­ბი­ან უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლე­ბენ ევ­რო­პის სხვა­დახ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“.

ლა­ნა ჯე­ლა­ძე მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად იმას ასა­ხე­ლებს, რომ ის ამ­ჟა­მად სკო­ლას სჭირ­დე­ბა, რად­გან მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის სკო­ლებ­ში უფ­რო მე­ტი გა­მოწ­ვე­ვაა და ახალ­გაზ­რ­დებს მე­ტი მხარ­და­ჭე­რა და გვერ­დ­ში დგო­მა სჭირ­დე­ბათ. „ჩემ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტია, მშობ­ლი­ურ სკო­ლას და­ვეხ­მა­რო წინ­ს­ვ­ლა­ში“. ამი­ტომ, ახ­ლა, მი­სი ყუ­რადღე­ბა მხო­ლოდ სკო­ლა­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებს ეთ­მო­ბა. „ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვას­რუ­ლე, ის­ტო­რი­ის გან­ხ­რით, ბა­კა­ლავ­რი და მა­გის­ტ­რა­ტუ­რა. მე­სა­მე წე­ლია, რაც სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი. უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი კი მქონ­და ის­ტო­რი­ა­ში, მაგ­რამ წელს, ივ­ლის­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გა­მოც­დაც ჩა­ვა­ბა­რე და უკ­ვე მის სწავ­ლე­ბა­საც შე­ვუ­დე­ქი. მი­მაჩ­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მი, მე­გობ­რუ­ლი, ემ­პა­თი­ის მქო­ნე, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ავ­ტო­რი­ტე­ტი, ამას­თა­ნა­ვე, მა­თი მე­გო­ბა­რი და თა­ნას­წო­რი. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მაა აუცი­ლე­ბე­ლი თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­მა თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ში და­ფა­რუ­ლი ნი­ჭი უნ­და აღ­მო­ა­ჩი­ნოს და მის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყოს ხე­ლი, რაც არ­ც­თუ ისე მარ­ტი­ვია.

დღეს მსოფ­ლიო დგას გა­ნათ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, რად­გან აუცი­ლე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ისე და­გეგ­მ­ვა, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მარ­თ­ვა, რომ უზ­რუნ­ველ­ყოს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად მომ­ზა­დე­ბა XXI სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თ­ვის. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ეპო­ქაა, შე­სა­ბა­მი­სად, სწრა­ფად ცვა­ლე­ბად, მულ­ტი­კულ­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ში, მო­მა­ვალ თა­ო­ბებს სჭირ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნის, უნა­რე­ბის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რა­თა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი. მოს­წავ­ლე­ებს უნ­და ვას­წავ­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ად­გე­ბათ. ხში­რად ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ სწავ­ლის­თ­ვის და არ იცი­ან შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა რა­ში და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ, სწო­რედ ეს უნ­და და­ვა­ნა­ხოთ მათ, რა­საც ვას­წავ­ლით რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რის­თ­ვის სჭირ­დე­ბათ მათ ეს ყვე­ლა­ფე­რი“.

ინ­ტერ­ვი­უს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­მენ­ტი შო­ვის ტრა­გე­დი­ის გახ­სე­ნე­ბა იყო, არა­და, ამის გა­რე­შე ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბელ­თან სა­უ­ბარს ვერ და­ვას­რუ­ლებ­დი. 3 აგ­ვის­ტოს მთე­ლი ქვეყ­ნის ყუ­რადღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა ლა­ნას ოჯა­ხი და ჩვე­ნი დრო­ის გმი­რის, და­ვით ჯე­ლა­ძი­სა და პა­ტა­რა მა­შოს ენით აღუ­წე­რე­ლი ამ­ბა­ვი… რო­გო­რია შო­ვის ტრა­გე­დი­ის შემ­დ­გო­მი ცხოვ­რე­ბა?… „ძა­ლი­ან რთუ­ლია, უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რ­ძე­ლო ცხოვ­რე­ბა, – ამ­ბობს ლა­ნა, – დღემ­დე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მძი­მედ ვართ, დღე არ გა­ვა, რომ ის სა­ში­ნე­ლი წუ­თე­ბი არ გა­მახ­სენ­დეს, თით­ქ­მის ყო­ველ ღა­მე მე­სიზ­მ­რე­ბა ის ტრა­გი­კუ­ლი დღე, 3 აგ­ვის­ტო. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, მაგ­რამ უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დ­ში დგო­მა მაძ­ლი­ე­რებს მეც და ჩემს ოჯახ­საც“.

ურა­ვის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თან სა­უ­ბა­რი და­ვას­რუ­ლე კითხ­ვით – რო­გო­რი უნ­და იყოს 21-ე სა­უ­კუ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი? ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის პა­სუ­ხი აქაც ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და: „ვთვლი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მას­წავ­ლებ­ლის მი­ზა­ნი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უნ­და იყოს მოს­წავ­ლის გლო­ბა­ლურ მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა XXI სა­უ­კუ­ნის­თ­ვის სა­ჭი­რო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი: კრი­ტი­კუ­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, ემ­პა­თი­ის უნა­რი, სო­ლი­და­რო­ბის გან­ცდა, იქ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე“.

ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი ურა­ვი­დან სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­თ­ვის იმის გა­სა­აზ­რებ­ლად, თუ რა­ტომ უნ­და მო­ვი­ზი­დოთ ლა­ნას­ნა­ი­რი ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბი სკო­ლა­ში და რა­ტომ უნ­და შე­ვუწყოთ ხე­ლი მათ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას სკო­ლებ­ში – ყვე­ლა­ზე კარ­გად სწო­რედ ამ თა­ო­ბას აქვს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი, რომ „ეს ქვე­ყა­ნა ჩვე­ნია!“

ურავის საჯარო სკოლა

 

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები