16 მაისი, ორშაბათი, 2022

მინ­და მეც მათ რი­გებ­ში ვი­ყო, ვინც ხვა­ლინ­დელ უკე­თეს დღეს ქმნის – ლე­ვან ყა­უ­ლაშ­ვი­ლი

spot_img

 

ლე­ვან ყა­უ­ლაშ­ვი­ლი – გუ­რამ თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი

 

 

 

– რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს დღე­ვან­დე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს

– ალ­ბათ, არას­წო­რი იქ­ნე­ბა იმ გა­რე­მოს კრი­ტი­კა, სა­დაც ვსწავ­ლობ­დი და ცოდ­ნას პირ­ვე­ლად ვე­ზი­ა­რე, მაგ­რამ არ თქმაც არ ეგე­ბის, ამი­ტომ, შე­ვეც­დე­ბი დღე­ვან­დე­ლი სკო­ლის ზო­გად ფონ­ზე ვი­სა­უბ­რო, რაც, თა­ვის მხრივ, სრუ­ლი­ა­დაც არ იქ­ნე­ბა ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლის შე­სა­ხებ და არც სა­ყო­ველ­თაო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. ვეც­დე­ბი, სტუ­დენ­ტის თვა­ლით შე­გა­ხე­დოთ იმ გა­რე­მოს, რო­მელ­მაც ჩემ­ში აზ­როვ­ნე­ბის პირ­ვე­ლი სი­მე­ბი შე­არ­ხია… გა­მი­მარ­თ­ლა, ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გე­ბი მყავ­დ­ნენ, რო­მელ­თაც არა მარ­ტო სა­გა­ნი, არა­მედ ცხოვ­რე­ბა მას­წავ­ლეს… არა­სო­დეს მთხოვ­დ­ნენ და­ზე­პი­რე­ბას, მით უმე­ტეს — მო­ყო­ლას, ჩვენ­თან სწავ­ლე­ბა მსჯე­ლო­ბა-ანა­ლი­ზის მე­თოდ­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ალ­ბათ ამი­ტო­მაც იყო, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, რო­გორც ფარ­თო ტექ­ს­ტე­ბის წე­რით (იქაც გა­მი­მარ­თ­ლა და მა­ღალ­ზ­ნე­ობ­რივ, სუ­ლი­ერ მიდ­გო­მებს ვე­ზი­ა­რე ფი­ლო­სო­ფი­ის ლექ­ცი­ე­ბით), ისე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბი­თა და ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბით.

დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა, სამ­წუ­ხა­როდ, ნა­წილ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, ის გა­რე­მოა, სა­დაც მოს­წავ­ლეს წას­ვ­ლა ეზა­რე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ იღებს და ცოდ­ნა­საც — მეტ-ნაკ­ლე­ბად. პრობ­ლე­მუ­რია ის ფაქ­ტი, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა კერ­ძო რე­პე­ტი­ტო­რის გა­რე­შე, თით­ქ­მის, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. პე­და­გო­გე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ზე­პი­რე­ბა-მო­ყო­ლის მე­თოდს იყე­ნებს, რაც ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია, უმ­რავ­ლე­სად კი — მი­უ­ღე­ბე­ლია. კა­ცობ­რი­ო­ბამ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვა, რაც, თა­ვის მხრივ, ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს… სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ფრა­ზა — „ბრძე­ნი სხვის შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს, ჭკვი­ა­ნი სა­კუ­თარ­ზე“ — არ გვერ­გე­ბა… ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით, აგერ უკ­ვე 30 წე­ლია, ვერც სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ვერც ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შექ­მ­ნა და ვერც გან­ვი­თა­რე­ბა… წინ აუარე­ბე­ლი მა­გა­ლი­თი გვაქვს, მო­დე­ლე­ბი იაპო­ნუ­რი, ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბი­სა, რო­მელ­თაც და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ი­ტა­ნეს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თ­ვის… ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არც ერთს არ ჰგავს — ქარ­თუ­ლია, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით არ მუ­შა­ობს.

– რამ­დე­ნად გა­აზ­რე­ბუ­ლად ირ­ჩე­ვენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი პრო­ფე­სი­ებს?

– თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რ­დო­ბა, მეც მათ შო­რის, მო­დას აყო­ლი­ლი თა­ო­ბაა, რო­მელ­თათ­ვი­საც პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა მო­და­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც დავ­ძ­ლი­ეთ დოგ­მა, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი არ­ჩევ­დ­ნენ შვი­ლის­თ­ვის სად, რო­დის და რა­ტომ უნ­და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, მი­ვი­ღეთ მო­დე­ლი, რო­დე­საც ახალ­გაზ­რ­დე­ბი პრო­ფე­სი­ას გა­უ­აზ­რებ­ლად ირ­ჩე­ვენ, რაც შემ­დ­გომ­ში და­საქ­მე­ბის და­ბა­ლი დო­ნით დას­ტურ­დე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, იური­დი­უ­ლი, ბიზ­ნე­სი, ტუ­რიზ­მი, ფსი­ქო­ლო­გია — იმ ფა­კულ­ტე­ტე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც დღეს დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. პრობ­ლე­მა ისევ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­შია, ვფიქ­რობ, სკო­ლამ, ბო­ლო წელს, მოს­წავ­ლეს უნ­და შეს­თა­ვა­ზოს სა­გა­ნი, სა­დაც დაწ­ვ­რი­ლე­ბით იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი სხვა უამ­რა­ვი პრო­ფე­სია, თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით, პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით… მა­შინ აბი­ტუ­რი­ენ­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი და შე­და­რე­ბით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­კუ­თარ არ­ჩე­ვან­ში.

– რო­გო­რია შე­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო წე­ლი პან­დე­მი­ის ფონ­ზე და შე­ნი აზ­რით, რა არის დის­ტან­ცი­უ­რი ან პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა?

– უკ­ვე ორი წე­ლია, სწავ­ლა ონ­ლა­ინ მიმ­დი­ნა­რე­ობს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხო­ლოდ ერ­თი სე­მეს­ტ­რი ვი­ა­რე, რაც, რა თქმა უნ­და, გან­ვ­ლი­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­უ­კე­თე­სო იყო. სტუ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლოა, მე კი, რა და­გი­მა­ლოთ და, გან­ვ­ლილ პე­რი­ოდს არ ვემ­დუ­რი — ათო­ბით ტრე­ნინ­გი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ, და­ზო­გი­ლი დრო, ზედ­მე­ტი ხარ­ჯი და შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა, თით­ქ­მის თა­ნა­ბა­რი გა­ნათ­ლე­ბა — ეს იმ დი­დი სი­ის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რაც ონ­ლა­ინ სწავ­ლის დროს მი­ვი­ღე. და­საწყის­ში რთუ­ლი იყო, არა სტა­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტი და არა საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა ZOOM-სა და სხვა პროგ­რა­მებ­თან დიდ პრობ­ლე­მებს ქმნი­და, მე­რე გან­ვ­ვი­თარ­დით, შე­ვე­გუ­ეთ, ვის­წავ­ლეთ, ახ­ლა უკ­ვე დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მომ­ხ­რე ვარ, ჰიბ­რი­დუ­ლი მე­თო­დით. რთუ­ლია დის­ტან­ცი­უ­რად ის­წავ­ლო მეტყ­ვე­ლე­ბა, ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბა და სხვა პრაქ­ტი­კუ­ლი საგ­ნე­ბი, მაგ­რამ სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა, რო­მელ­საც ონლაინ ურ­თი­ერ­თო­ბა არ სჭირ­დე­ბა.

– რო­გო­რია შენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი? უნ­და იყოს თუ არა სტუ­დენ­ტი ჩარ­თუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­სა და ფა­კულ­ტე­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და რამ­დე­ნად უწყობს ხელს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა სტუ­დენტს, აკა­დე­მი­ურ სო­ცი­უმ­თან ერ­თად, გა­ნა­ვი­თა­როს სას­წავ­ლო კულ­ტუ­რა და ზო­გა­დად, სწავ­ლე­ბა.

– იდე­ა­ლუ­რი არა­ფე­რია, მაგ­რამ იდე­ა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ. გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პი­რა­დად ჩა­ვერ­თოთ დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­სა და ფა­კულ­ტე­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ვი­გოთ ინ­ფორ­მა­ცია სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, გვქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა­სა და ფა­კულ­ტეტ­თან. თით­ქოს გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ რექ­ტო­რი, კან­ც­ლე­რი, დე­კა­ნი მუდ­მივ კონ­ტაქ­ტ­ზე არი­ან ნე­ბის­მი­ერ სტუ­დენ­ტ­თან და თვე­ში ერ­თხელ, ახ­ლა უკ­ვე დის­ტან­ცი­უ­რად, ატა­რე­ბენ შეხ­ვედ­რებს სტუ­დენ­ტებ­თან. და­დე­ბი­თად მახ­სენ­დე­ბა ჩე­მი და ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფო თევ­დო­რა­ძის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­თან, ბა­ტონ გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვილ­თან იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, ვი­საც არ ას­წავ­ლი­და. დი­ახ, ჩვენ ვართ ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი სტუმ­რო­ბენ რექ­ტორს ჩა­ი­ზე; ჩვენ ვართ ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც ჩვე­ნი აზ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­დაც სტუ­დენ­ტის მხარ­და­ჭე­რა უპირ­ვე­ლე­სია… ტყუ­ი­ლი სა­უ­ბა­რი რომ არ გა­მო­მი­ვი­დეს, რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს გა­ვიხ­სე­ნებ. პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში, რო­დე­საც ჯერ კი­დევ პი­რის­პირ, აუდი­ტო­რი­ებ­ში ვსწავ­ლობ­დით, გვკითხეს, ვის ვი­სურ­ვებ­დით უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოწ­ვე­ულ სტუმ­რად, და­თო ტუ­რაშ­ვი­ლი გა­მო­იკ­ვე­თა და მო­ვიწ­ვი­ეთ; თვე­ში ერ­თხელ, გა­რე­დან მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ატა­რე­ბენ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს ჩვენ მი­ერ შერ­ჩე­ულ თე­მებ­ზე; იდეა, რო­მე­ლიც გაჟ­ღერ­დე­ბა ჩვენ მი­ერ­ვე მუ­შავ­დე­ბა და ხორ­ცი­ელ­დე­ბა… ვი­სურ­ვებ­დი ქარ­თულ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცე­ში მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, სამ­წუ­ხა­როდ, ყველ­გან ასე არ ხდე­ბა.

– შე­ნი აზ­რით, დღე­ვან­დე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სას­წავ­ლო პროგ­რა­მა რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ რე­ა­ლურ მოთხოვ­ნებს, უწყობს თუ არა ხელს კონ­კ­რე­ტუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას თუ მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა?

– გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის თა­ნა­ბარი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბა. გვაქვს თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­ლე და რა­დიო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, კრე­დი­ტით შე­ფა­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის ნა­წი­ლი, რომ­ლის გავ­ლის გა­რე­შეც უნი­ვერ­სი­ტეტს ვერ და­ვამ­თავ­რებთ. დი­ახ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი პა­სუ­ხობს ბაზ­რის მოთხოვ­ნებს, გვაწ­ვ­დის უახ­ლეს ლი­ტე­რა­ტუ­რას, პრაქ­ტი­კულ გა­ნათ­ლე­ბა­სა და არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. აქ­ვე ვიტყ­ვი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტის­თ­ვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რი­თაც ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა — სტუ­დენ­ტებს შეგ­ვიძ­ლია, ინ­გ­ლი­სურ­თან ერ­თად, ვის­წავ­ლოთ სხვა ევ­რო­პუ­ლი ან აზი­უ­რი ენე­ბი. პი­რა­დად მე, დი­დი მონ­დო­მე­ბით ვსწავ­ლობ ჩი­ნურს.

– რო­გო­რია შენ­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი ლექ­ტო­რი, რა მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს გა­მო­ყოფ­დი?

– რამ­დე­ნი­მე ლექ­ტო­რი შე­მიძ­ლია გა­მოვ­ყო, მაგ­რამ გა­მიზ­ნუ­ლად არც ერთს არ და­ვა­სა­ხე­ლებ. იდე­ა­ლუ­რი ლექ­ტო­რე­ბი მყავს, რომ­ლე­ბიც უს­წ­რე­ბენ დროს და გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან მა­ღა­ლი პე­და­გო­გი­უ­რი და საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ით, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბი­თა და ობი­ექ­ტუ­რო­ბით. ვი­სურ­ვებ­დი ბევრ მა­რი­ნა ვე­კუ­ას, ლა­უ­რა კუ­ტუ­ბი­ძეს, თა­თია მჟა­ვა­ნა­ძეს, ედ­ნარ გი­ორ­გო­ბი­ან­სა და კი­დევ მრა­ვალთ ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­თა­ვე­ებ­თან.

– რო­გო­რია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სას­წავ­ლო გა­რე­მო, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა?

– უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა თა­ნა­მედ­რო­ვეა, გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კით და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გა­რე­მო­თი. ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, რო­გორც უკ­ვე მრა­ვალ­ჯერ აღ­ვ­ნიშ­ნე, გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­თა და ყუ­რადღე­ბით. დღემ­დე, არ მქო­ნია არც ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ნაკ­ლე­ბო­ბის, ბიბ­ლი­ო­თე­კა მუ­შა­ობს იდე­ა­ლუ­რად, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი… უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არის ექი­მი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტის პრობ­ლე­მით მყი­სი­ე­რად ინ­ტე­რეს­დე­ბა.

– საზღ­ვარ­გა­რეთ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას­თან ერ­თად, სტუ­დენ­ტე­ბი მუ­შა­ო­ბა­საც ახერ­ხე­ბენ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში? არ­სე­ბობს თუ არა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში კა­რი­ე­რის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბას და ზო­გა­დად, რამ­დე­ნად არის ქარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა და­საქ­მე­ბის გა­რან­ტი?

– დღემ­დე არ მახ­სოვს არც ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა, უნი­ვერ­სი­ტეტს ხე­ლი არ შე­ეწყოს და­საქ­მე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. ჩვენ­თან გა­დახ­დის გრა­ფი­კი და ლექ­ცი­ე­ბის ცხრი­ლი სტუ­დენ­ტ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა და­საქ­მე­ბას, ამის დას­ტუ­რად ისიც საკ­მა­რი­სია, რომ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა 90% სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ი­თაა და­საქ­მე­ბუ­ლი. ხელ­შეწყო­ბის მცი­რე მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან, მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი გა­მოცხა­დ­და, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მი­წია რე­კო­მენ­და­ცია საბ­ჭოს წევ­რო­ბა­ზე და დღეს იმ ოც­და­ორ ახალ­გაზ­რ­დას შო­რის ვარ, ვინც ამ საბ­ჭოს წევ­რო­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, კონ­კურ­სის წე­სით მო­ი­პო­ვა.

– ხომ არ აპი­რებ გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას და ზო­გა­დად, რა­ტომ ანი­ჭე­ბენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებს?

– ვა­პი­რებ ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქ­ვა­მია, მაგ­რამ დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო გაც­ვ­ლით პროგ­რა­მა­ში და საზღ­ვარ­გა­რეთ ვის­წავ­ლო არა იმი­ტომ, რომ ქარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სწავ­ლით უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ, არა­მედ იმი­ტომ, რომ და­ვი­ნა­ხო უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ კი, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ჩე­მი­ვე უნი­ვერ­სი­ტეტს მო­ვახ­მა­რო. ვი­სურ­ვებ­დი ჩი­ნეთ­ში სწავ­ლას, ჩი­ნე­თი და ჩი­ნუ­რი კულ­ტუ­რა ჩე­მი აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბაა…

– სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს, რო­გო­რია ქარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა?

– თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ მაქვს, ვარ უდი­დე­სი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერ­თი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას ქმნის. მიწ­ვე­ვით ვმუ­შა­ობ სკო­ლებ­თან, რო­გორც უკ­ვე ვთქვი, ვსწავ­ლობ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ვამ­ზა­დებ ქარ­თულ ენა­ში, ვარ ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­ა­გენ­ტო­ში ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რი და თუ­კი დრო მრჩე­ბა, ვის­ვე­ნებ ბუ­ნე­ბა­ში — სე­ირ­ნო­ბით, წიგ­ნე­ბი­თა და ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბით.

– მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

– უცხო­ეთ­ში მინ­და ვის­წავ­ლო, რო­გორც ბავ­შ­ვო­ბა­ში იცი­ან თქმა, დოქ­ტო­რი მინ­და გა­მო­ვი­დე… დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, სწავ­ლის სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რი გა­ვი­ა­რო და ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პრობ­ლე­მებ­ზე ვი­მუ­შაო. მინ­და მეც მათ რი­გებ­ში ვი­ყო, ვინც ხვა­ლინ­დელ უკე­თეს დღეს ქმნის… და მა­ინც, დი­დი გეგ­მე­ბი­თა და იმე­დე­ბით: „ხვა­ლემ იზ­რუ­ნოს ხვა­ლი­სა­“.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები