24 ნოემბერი, კვირა, 2024

მინ­და, ბავ­შ­ვებს არა მარ­ტო ვას­წავ­ლო, არა­მედ შე­ვაყ­ვა­რო ქარ­თუ­ლი ენა

spot_img

ნა­ზიკ ექ­ნო­სი­ან

ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სსიპ სო­ფელ წყალ­თ­ბი­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ორე­ნო­ვა­ნი დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მე ვარ ნა­ზიკ ექ­ნო­სი­ა­ნი. და­ვი­ბა­დე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ულა­მა­ზეს და ის­ტო­რი­ულ მხა­რე­ში – სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში. მა­მის მხრი­დან, სო­ფელ სხვი­ლი­სი­დან ვარ, ხო­ლო დე­დი­სა – დი­დი პა­მა­ჯი­დან. ოჯახ­ში ეთ­ნი­კუ­რად სომ­ხე­ბი ვცხოვ­რობთ. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი 1928-1930 წლებ­ში ჩა­მო­სახ­ლ­დენ და­სავ­ლეთ სომ­ხე­თი­დან.

სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბა სო­ფელ დი­დი პა­მა­ჯის სა­ბა­ზო სკო­ლა­ში მი­ვი­ღე, სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა – ქა­ლაქ ვა­ლეს მე­სა­მე სომ­ხურ სკო­ლა­ში. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას, იმ წელ­ს­ვე (2012), ჩა­ვა­ბა­რე 4+1 პროგ­რა­მის გა­მოც­და (რო­გორც ცნო­ბი­ლია, პროგ­რა­მა გან­კუთ­ვ­ნი­ლია არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, სა­დაც ბარ­დე­ბა უნა­რე­ბის გა­მოც­და მშობ­ლი­ურ ენა­ზე) და 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ვი­რიცხე სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე.

მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი­დან გა­დაწყ­ვე­ტი­ლი მქონ­და, სწავ­ლა ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის კუთხით გა­მეგ­რ­ძე­ლი­ბი­ნა, უკეთ რომ მეს­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის დროს ძა­ლი­ან ბევ­რი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა მო­მი­წია, პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნა, ასე­ვე, თე­მის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი – თუ ქარ­თულს ის­წავ­ლი, გა­ქარ­თ­ველ­დე­ბი, გვარს შე­იც­ვ­ლი (ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე, ამ კუთხით, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვ­ლი­ლია) და ა.შ. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ვაგ­რ­ძე­ლე ჩე­მი საქ­მე და ვის­წავ­ლე ქარ­თუ­ლი ენა. ამ რთულ გზა­ზე ჩემ გვერ­დით იყ­ვ­ნენ ჩე­მი ლექ­ტო­რე­ბი და კურ­სე­ლე­ბი. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დი­დი შრო­მი­სა და მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, უკ­ვე მე ვას­წავ­ლი ქარ­თულ ენას სომ­ხუ­რე­ნო­ვან ბავ­შვებ­სა და თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის მე­რე, 2017 წელს, 3-თვი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე სსიპ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლის ახალ­ქა­ლა­ქის სას­წავ­ლო ცენ­ტ­რ­ში. თუ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მომ­ცა ცოდ­ნა რო­გორ უნ­და ვას­წავ­ლო ბავ­შ­ვებს სა­ხელ­მ­წი­ფო ენა, სტა­ჟი­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ეს ცოდ­ნა გა­ვიღ­რ­მა­ვე, ასე­ვე, ვის­წავ­ლე არა მარ­ტო ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა, არა­მედ სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­თან მუ­შა­ო­ბაც.

სტა­ჟი­რე­ბის მე­რე, 2017 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან, ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სსიპ სო­ფელ წყალ­თ­ბი­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, ორე­ნო­ვან დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლად. სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბი­სას, თა­ვი­დან, ყვე­ლა ეჭ­ვის თვა­ლით მი­ყუ­რებ­და, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­დან ვარ გაგ­ზავ­ნი­ლი რო­გორც ზე­დამ­ხედ­ვე­ლი და ვა­მოწ­მებ ვინ რო­გორ მუ­შა­ობს, მაგ­რამ, ჩე­მი მუ­შა­ო­ბი­სა და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მა­ლე­ვე შე­იც­ვა­ლა მე­გობ­რუ­ლი და თბი­ლი გა­რე­მო­თი. ჩე­მი შრო­მით და კე­თი­ლი და­მო­კი­დებუ­ლე­ბით მა­ლე­ვე მო­ვი­პო­ვე რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი (რო­გორც ცნო­ბი­ლია, თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა მი­სი მოს­წავ­ლის მო­გო­ნე­ბე­ბია). ამ კუთხით, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბედ­ნი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, რად­გან ხში­რად მი­რე­კა­ვენ ჩე­მი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ზო­გი უბ­რა­ლოდ მო­კითხ­ვის მიზ­ნით, ზოგს რა­მე პრობ­ლე­მა აწუ­ხებს ან პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებს ეძებს, ეს ჩემ­თ­ვის უბედ­ნი­ე­რე­სი დროა, რად­გან მე მათ­თან სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნი მი­ვე­დი, დღეს კი მა­თი ახ­ლო მე­გო­ბა­რი ვარ.

ამ მოკ­ლე დრო­ში, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მეც გა­ვი­ზარ­დე. აქ­ტი­უ­რად ვეს­წ­რე­ბი ტრე­ნინ­გებს თუ სე­მი­ნა­რებს, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გავ­ხა­დო. სკო­ლა­ში ჩე­მი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, პი­რო­ბი­თად, ორ ნა­წი­ლად იყო­ფა – რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა, ასე­ვე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა, სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა თუ პრო­ექ­ტის და­გეგ­მ­ვა და ჩა­ტა­რე­ბა. ამ კუთხით, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სკო­ლის დი­რექ­ცი­ა­სა და ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებს, რად­გან ყო­ველ­თ­ვის მეხ­მა­რე­ბი­ან თა­ვი­ან­თი რჩე­ვე­ბით, გა­მოც­დი­ლე­ბით და ა.შ.

ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზა­ნია არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. ამავ­დ­რო­უ­ლად, ჩე­მი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია, რომ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის მე­რე, აღარ წა­ვი­დეს საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, არა­მედ ჩა­ა­ბა­როს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ის­წავ­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ენა და გა­აძ­ლი­ე­როს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები