27 ივლისი, შაბათი, 2024

მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური

spot_img

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყო და 12 იანვარს დასრულდება. ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 68 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ოლიმპიადის მიმდინარეობას გაეცნო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის – X-XII კლასების შესაბამისად ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.

2023-2024 სასწავლო წლის ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 26 300-ზე მეტმა მოსწავლემ. მათგან მეორე ტურში 7 000-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა.

მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 68 საგამოცდო ცენტრში 8 იანვარს დაიწყო და 12 იანვარს დასრულდება.

მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს. ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და კანდიდატების გამოვლენა იმ ნაკრებებისათვის, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები