3 მარტი, კვირა, 2024

მიმდინარეობს გამოცდა

spot_img

🌧

#დღისფოტო 🌧☔️
#გამოცდები2023
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნათია მარსაგიშვილი გამოსაცდელს საგამოცდო ცენტრამდე აცილებს.

 

დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები, პირველ და მეორე სესიაზე, კომპიუტერული ტექნოლოგიები პრაქტიკულ ნაწილს აბარებენ.

⇔ მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის სულ 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

აბიტურიენტებთან კი შესვენებაა, 25 ივლისს (პირველი სესია) ლიტერატურის გამოცდა ჩატარდება. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით (პირველი სესია) დასრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდები.

რაც შეეხება არჩევითი საგნების სტატისტიკას, ლიტერატურა 1 300-მდე აბიტურიენტმა აირჩია, ფიზიკა – 700-მდე აბიტურიენტმა.

✍️ გისურვებთ წარმატებას!

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები