23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მიმდინარეობს გამოცდა

spot_img

ერთიანი ეროვნული გამოცდები 16 ივლისს ისტორიისა და ქიმიის გამოცდებით გრძელდება. ამ წუთებში მიმდინარეობს პირველი სესია, რომელზეც აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ, მეორე სესიაზე კი ქიმიის გამოცდისთვის გაივლიან რეგისტრაციას; მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები მათემატიკისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებს ჩააბარებენ.

გუშინ აბიტურიენტებს ისტორიის გამოცდა ჰქონდათ, ორ სესიად, ხოლო მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეებმა გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გამოცდები ცააბარეს – პირველი სესია გეოგრაფიას დაეთმო, მეორე – ბიოლოგიას.

საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 91%-მდე აბიტურიენტი, რაც შეეხება მასწავლებელთა გამოცხადებას,  გეოგრაფიის გამოცდაზე 89%-ზე მეტი აპლიკანტი მივიდა, ხოლო ბიოლოგიაზე – 83%-მდე გამოსაცდელი.

დაგვიანების 9 შემთხვევა იყო, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა გამოსაცდელს, არ დაიგვიანოს საგამოცდო ცენტრში მისვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოეთიშება პროცესს.

ისევე, როგორც 2023 წელს, მასწავლებლის გამოცდის მონაწილეებს შორის წელსაც არიან ჩვილი ბავშვების დედები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პატარებისა და მათი მშობლების სიმშვიდეზე განსაკუთრებულად ზრუნავს – ჩვილებს რომ არ მოშივდეთ, კოორდინატორებს ისინი საგამოცდო ცენტრის ტერიტორიაზე შემოჰყავთ. დედები სექტორებს მცირე ხნით ტოვებენ, შემდეგ კი ისევ აგრძელებენ ტესტზე მუშაობას.

 

გისურვებთ წარმატებას!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები