პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, დღეს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოიყოფა და, პროცედურულად, ეს თებერვლის თვემდე მოხდება.
„კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროდან გამოიყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონმდებლო და სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება“, – განაცხადა გიროგი გახარიამ.