მთა­ვა­რია, უწყე­ბამ პრობ­ლე­მა აღი­ა­რა – ინ­ტერ­ვიუ მაია ყუ­ფა­რა­ძეს­თან

383

მარ­ტის თვე­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 6-დან 16 წლამ­დე 10 404 მო­ზარდს (შე­სა­ბა­მი­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის 1,7%) სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ის­ტო­რია არ აქვს და არ არი­ან გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მოს­წავ­ლე­თა ბა­ზა­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ „სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა“ 2020 წლის 10 სექ­ტემ­ბერს და­ამ­ტ­კი­ცა. აქამ­დე კი, სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში არც გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კა და არც გეგ­მა არ­სე­ბობ­და, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო­ში მათ და­საბ­რუ­ნებ­ლად. რო­გორც გითხა­რით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მით, სა­ხელ­მ­წი­ფომ და­იწყო, ერ­თი მხრივ, ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის დაც­ვა, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, მა­თი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა. თუმ­ცა, პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვამ­დე, რჩე­ბა პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა გა­დაჭ­რის გა­რე­შეც პროგ­რა­მა სრულ­ყო­ფი­ლად ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

✔️🔵ცნო­ბი­ლია, რომ 10 ათას­ზე მე­ტი მო­ზარ­დი­დან 5 ათა­სის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას სა­მი­ნის­ტ­რო დღემ­დე ვერ ახერ­ხებს. ვინ არი­ან ეს მო­ზარ­დე­ბი და ასა­ხავს თუ არა რე­ა­ლო­ბას სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი; რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით იგეგ­მე­ბა მა­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო­ში; – რა სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზო­ბენ წე­რა-კითხ­ვის ცოდ­ნის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლებს – ამ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მაია ყუ­ფა­რა­ძე.

 

– ქალ­ბა­ტო­ნო მაია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, ცო­ტა ხნის წინ, გა­ა­სა­ჯა­რო­ვა სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, 6-დან 16 წლამ­დე 10 404 მო­ზარდს არ აქვს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ის­ტო­რია. რა შე­გიძ­ლი­ათ გვითხ­რათ, რამ­დე­ნად ასა­ხავს ეს მო­ნა­ცე­მე­ბი რე­ა­ლო­ბას?

– მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნ­და, რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თ­ვის ცნო­ბი­ლია, არ აზუს­ტებს, არის თუ არა ეს ის კონ­ტინ­გენ­ტი, რომ­ელიც სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ისი­ნი და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ  და შემ­დეგ, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო, და­ა­ნე­ბეს სწავ­ლას თა­ვი, ან მათ შო­რის იყ­ვ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი, რო­მელ­თა და­ბა­დე­ბაც რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა, სკო­ლებ­ში არ და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლან. ასე რომ, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ზუს­ტებ­ლად, ვაგ­რ­ძე­ლებთ სა­მი­ნის­ტ­როს­თან მუ­შა­ო­ბას.

რო­დე­საც რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვა­პე­ლი­რებთ იმ მო­ნა­ცე­მებ­ზე, რა­საც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო აქ­ვეყ­ნებს. მი­ვე­სალ­მე­ბით, რომ უწყე­ბამ პრობ­ლე­მა აღი­ა­რა და, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან დი­დია სა­კითხის გა­დაჭ­რის მო­ტი­ვა­ცი­აც და პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბაც. 2015 წლი­დან ვმუ­შა­ობთ სა­მი­ნის­ტ­როს სა­ინ­ფორ­მა­ციო მარ­თ­ვის ცენ­ტ­რ­თან, რომ სის­ტე­მა­ში შე­ვი­ტა­ნოთ ისე­თი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს. ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ამ კონ­კ­რე­ტულ კომ­პო­ნენ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და — დღეს უკ­ვე არ­სე­ბობს ამ ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცია და შემ­დეგ, ამ მო­ნა­ცე­მე­ბის ჩაშ­ლა – ვინ არი­ან და სად არი­ან ეს ბავ­შ­ვე­ბი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 10 ათას­ზე მე­ტი ბავ­შ­ვი­დან, 5 ათა­სი ბავ­შ­ვი არა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, სა­მი­ნის­ტ­რო და­ზუს­ტე­ბით ამ­ბობს, რომ 1600-მდე ბავ­შ­ვი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­და­ნაა; 600-დან 700-მდე ბავშვს სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვს. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი, ასე­ვე, მი­ა­ნიშ­ნებს მიგ­რან­ტი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც და ა.შ. მე­ო­რე სა­კითხი, რო­მე­ლიც ბმა­შია ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან, იმის გარ­კ­ვე­ვაა, თუ რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ხელ­მ­წი­ფო, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ამ ბავ­შ­ვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას სკო­ლებ­ში.

– რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი მუ­შა­ობს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის­თ­ვის?

– კარ­გა ხნის წინ და­იწყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და ბევ­რი რამ გა­კეთ­და. მა­გა­ლი­თად, ქვე­ყა­ნა­ში ჯან­დაც­ვის და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, შე­იქ­მ­ნა ექ­ვ­სი დღის ცენ­ტ­რი, რო­მელ­საც ტრან­ზი­ტულ ცენ­ტ­რებს ეძა­ხი­ან. ამ ცენ­ტ­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა დი­დად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის რეაქ­ცი­ა­ზე, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა­ზე, რად­გან სწო­რედ მათ უნ­და აღ­რიცხონ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ბავ­შ­ვი არ და­დის სკო­ლა­ში და გაც­დე­ნე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლია. ვგუ­ლის­ხ­მობ, მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ ან ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის შრო­მით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და არ და­დი­ან სკო­ლა­ში. ამ კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შ­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სას­წ­რა­ფოდ უნ­და მოხ­დეს (ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა კი­დეც). ეს ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მი­ერ – მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ას აწო­დე­ბენ სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ებს, სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებს, რო­მელ­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მათ­ზე სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა, ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვის შეს­წავ­ლა და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, ტრან­ზი­ტულ ცენ­ტ­რებ­ში გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რა­ი­ო­ნებ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.

– რა არის ტრან­ზი­ტუ­ლი დღის ცენ­ტ­რის მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცია?

– ტრან­ზი­ტუ­ლი დღის ცენ­ტ­რის მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ციაა, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ბავ­შ­ვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ეს გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ისე ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნას. სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის შემ­დეგ, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ცენ­ტ­რებ­ში სხვა­დას­ხ­ვა მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ერთ-ერ­თი ასე­თი სერ­ვი­სი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გახ­ლავთ, ბავ­შ­ვებ­თან, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­თელ­ვი­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ მა­თი გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა და ინ­კ­ლუ­ზია, რაც აუცი­ლებ­ლად სა­ჯა­რო სკო­ლა­ში უნ­და მოხ­დეს. ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რებს, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ დღის ცენ­ტ­რე­ბი არას­რუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლებ­ში ბავ­შ­ვ­თა ინ­კ­ლუ­ზია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ არას­რუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს, არც სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ახ­დე­ნენ სრულ­ფა­სო­ვან რე­ა­გი­რე­ბას და არც ცხე­ლი ხა­ზი მუ­შა­ობს სა­თა­ნა­დო დატ­ვირ­თ­ვით – მუდ­მი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლია ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

ამის გარ­და, ჩვენ, მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც გვაქვს გარ­კ­ვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს ნე­ბი­სმი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე, თუ ქუ­ჩა­ში, ორი-სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თი და იმა­ვე ბავშვს ხე­დავს? იგი ვალ­დე­ბუ­ლია, მყი­სი­ე­რად იმოქ­მე­დოს – პატ­რულ­თან ერ­თად ან მის გა­რე­შე, და­უ­კავ­შირ­დეს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს/სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტოს, ცხე­ლი ხა­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თო­თო­ე­ულ­მა წევ­რ­მა უნ­და იცო­დეს. ან კი­დევ, თუ­კი ბავ­შ­ვი მის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბელ საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი და ეს იცის რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ ან პატ­რულ­მა, ორი­ვე ვალ­დე­ბუ­ლია, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნოს სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა – და­უ­კავ­შირ­დ­ეს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, ვალ­დე­ბუ­ლია მა­შინ­ვე და­იწყოს მოკ­ვ­ლე­ვა – მო­ი­ძი­ოს ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­იკ­ვ­ლი­ოს რო­გო­რია მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა ოჯახ­ში, გან­საზღ­ვ­როს გა­ნათ­ლე­ბა­ში მი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სტა­ტუ­სი და კი­დევ ბევ­რი სხვა.

– რა ხდე­ბა სკო­ლებ­ში, რო­გო­რია მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მიმ­ღებ­ლო­ბა ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ?

– რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებს, ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ასე თუ ისე ხერ­ხ­დე­ბა, თუმ­ცა, აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი არც თუ ისე სა­სურ­ვე­ლი კონ­ტინ­გენ­ტია სკო­ლე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. შე­ვეც­დე­ბი ავ­ხ­ს­ნა პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც აკა­დე­მი­უ­რად ჩა­მორ­ჩე­ნილ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბას ახ­ლავს თან.

რო­დე­საც 11-14 წლის მო­ზარ­დი მი­სი ასა­კის შე­სა­ფე­რის კლას­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, მას დი­დი აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნა აქვს (რო­გორც წე­სი, ძა­ლი­ან დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა მოს­წავ­ლე­ებ­სა და კლას­ში ჩარ­თუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას შო­რის) და მას­წავ­ლე­ბელს უჭირს მი­სი და­წე­ვა სას­წავ­ლო პროგ­რა­მას­თან, შე­სა­ბა­მი­სად, მას­თან მუ­შა­ო­ბის მო­ტი­ვა­ცი­აც ეკარ­გე­ბა. ამი­ტომ, ვი­ღებთ შემ­თხ­ვე­ვას, რო­ცა, ერ­თი მხრივ, ბავშვს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩა­სარ­თა­ვად ვაბ­რუ­ნებთ სკო­ლა­ში, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ვერ ვახ­დენთ მის ინ­ტეგ­რი­რე­ბას კლას­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის ვერ ხდე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე.

სწო­რედ ამ პრობ­ლე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ტრე­ნინგ პა­კე­ტის შექ­მ­ნა­ზე, რაც ასე­ვე გუ­ლის­ხ­მობს არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის, ანუ ეროვ­ნუ­ლი სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის ადაპ­ტი­რე­ბას. ამით მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნა აქვს, შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში, და­ა­წი­ოს სას­წავ­ლო პროგ­რა­მას. სწო­რედ ასე­თი სპე­ცი­ა­ლუ­რი (შე­კუმ­შუ­ლი) სას­წავ­ლო გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, ბულ­გა­რე­თის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით. ამ პრო­ცეს­ში მჭიდ­როდ ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლეთ რო­გორც უცხო­ელ, ისე ად­გი­ლობ­რივ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან. წელს, სა­მი­ნის­ტ­როს­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, და­ვიწყებთ ამ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბას შერ­ჩე­ულ სკო­ლებ­ში. დი­დი იმე­დი გვაქვს, პი­ლო­ტი­რე­ბის პე­რიოდ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ტრე­ნინ­გე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მებ­ში მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბის­თ­ვის. ტრე­ნინ­გის კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, ქო­უ­ჩინ­გის მე­თოდ­საც ავა­მუ­შა­ვებთ – რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შევ­ლენ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და მას­წავ­ლებ­ლებს თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და მიმ­ღებ­ლო­ბას – კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს ასე­თი ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში მი­ღე­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა არ­სე­ბობს, თუმ­ცა, რო­გორც გითხა­რით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია ძა­ლი­ან და­ბა­ლია. პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ არ იცი­ან მათ­თან მუ­შა­ო­ბის მე­თო­დე­ბი, და მე­ო­რე – არ არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ეს ხომ მა­თი მხრი­დან და­მა­ტე­ბით დროს მო­ითხოვს. გა­მო­დის, რომ მას­წავ­ლებ­ლებს, გარ­და მე­თო­დე­ბის ცოდ­ნის დე­ფი­ცი­ტი­სა, წა­ხა­ლი­სე­ბა სჭირ­დე­ბათ – ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ისე არა­ფი­ნან­სუ­რი, იმ და­მა­ტე­ბი­თი დრო­ის საზღა­უ­რად/სა­ნაც­ვ­ლოდ, რო­მელ­საც აკა­დე­მი­უ­რად მკვეთ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას ხარ­ჯა­ვენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ რე­ა­ლუ­რად ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი დგას – მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მ­ნა. ასე­ვე, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ზე, ეს ნიშ­ნავს, რომ უნ­და და­ი­გეგ­მოს და გა­ნი­საზღ­ვ­როს ის და­მა­ტე­ბი­თი ექ­ს­ტ­რა­კუ­რი­კუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მას­წავ­ლებ­ლებს, და­მა­ტე­ბით იმუ­შა­ონ აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან, გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

– სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ში გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ათა­სო­ბით ბავ­შ­ვი სა­ერ­თოდ არ არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. რო­გორ იქ­ცე­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში?

– რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, ეს ძა­ლი­ან თან­მიმ­დევ­რუ­ლი პრო­ცე­სია, მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი და მრა­ვალ­სეგ­მენ­ტუ­რი – მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბის, და­მუ­შა­ვე­ბი­სა და ანა­ლი­ზის კომ­პო­ნენ­ტე­ბით. კარ­გია, რომ ამ ეტაპ­ზე გვაქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი, თუმ­ცა, მა­თი და­მუ­შა­ვე­ბი­სა და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ანა­ლი­ზის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი დრო სჭირ­დე­ბა სა­მი­ნის­ტ­როს. დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ ამის შემ­დეგ ბევრ ღია კითხ­ვას გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი.

– რო­გორც გვითხა­რით, ქვე­ყა­ნა­ში ექ­ვ­სი დღის ცენ­ტ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი სარ­გებ­ლობს ამ მომ­სა­ხუ­რე­ბით?

– თი­თო ცენ­ტ­რის პო­ტენ­ცი­ა­ლია, მო­ემ­სა­ხუ­როს 50-დან 80 ბავშვს, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თ­ვის არის ცნო­ბი­ლი (ერ­თი­ა­ნი მო­ნა­ცე­მი არ არ­სე­ბობს), გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის ბავ­შ­ვებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ამის მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა ის, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მი­ერ, ცენ­ტ­რებ­ში ბავ­შ­ვე­ბის გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა არ ხდე­ბა იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რო­გო­რი სა­ჭი­რო­ე­ბა­ცაა რე­ა­ლუ­რად.

– ეს ნიშ­ნავს, რომ ამ მო­დელ­მა ვერ იმუ­შა­ვა?

– არა, ეს არ ნიშ­ნავს ამას, რად­გან ცენ­ტ­რე­ბი მუ­შა­ობს და პი­რი­ქით, ამ მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ბავ­შ­ვის მა­გა­ლით­ზე ძა­ლი­ან კარ­გა­დაა გა­მოკ­ვე­თი­ლი. სწო­რედ ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ცენტრს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, გა­ცი­ლე­ბით მეტ ბავშვს მო­ემ­სა­ხუ­როს და გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მი­ი­ღოს.

– თქვე­ნი აზ­რით, რა იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე სწო­რი მიდ­გო­მა, მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ათა­სო­ბით მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩა­სარ­თა­ვად?

– მო­დი ასე ვთქვათ, არ­სე­ბობს თე­ო­რი­უ­ლი გათ­ვ­ლე­ბი – სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, დღის ცენ­ტ­რე­ბი, სკო­ლე­ბი, ცხე­ლი ხა­ზი და ეს ძა­ლი­ან კარ­გად და­გეგ­მი­ლი და აწყო­ბი­ლი პრო­ცე­სია. უბ­რა­ლოდ, ცალ­კე­ულ გან­შ­ტო­ე­ბას სჭირ­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ო­ბა და ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა უწყე­ბის ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის კი­დევ უფ­რო გა­მოკ­ვე­თა. მა­გა­ლი­თად, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს­თან იმის გარ­კ­ვე­ვა, თუ რა­ტომ არ მუ­შა­ობს გა­მარ­თუ­ლად ცხე­ლი ხა­ზი, რა­ტომ არ რე­ა­გი­რე­ბენ სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი… იქ­ნებ სოც­მუ­შა­კე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის სის­ტე­მა ან ნაკ­ლე­ბი ხელ­შეწყო­ბა აქვთ იმი­სათ­ვის, რომ გა­ვიდ­ნენ ველ­ზე, პრობ­ლე­მურ ად­გი­ლებ­ზე და შე­ა­ფა­სონ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს მოკ­ვ­ლე­ვის სა­კითხია, ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა შე­სა­ბა­მის სა­მი­ნის­ტ­რო­ებს ევა­ლე­ბა, მათ, ვი­საც ფუნ­ქ­ცი­უ­რად ეკუთ­ვ­ნის ამ სამ­სა­ხუ­რე­ბის მარ­თ­ვა და მე­ნეჯ­მენ­ტი. ჩვენ, რა თქმა უნ­და, ვა­ფიქ­სი­რებთ იმ პრობ­ლე­მურ სა­კითხებს, რაც ამ სერ­ვი­სე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად და ხა­რის­ხი­ა­ნად მი­წო­დე­ბას აბ­რ­კო­ლებს.

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი – დღის ცენ­ტ­რე­ბის, სოც­მუ­შა­კე­ბი­სა და ცხე­ლი ხა­ზის გარ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლამ შე­ი­მუ­შა­ოს/შე­ი­თავ­სოს სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, აუცი­ლებ­ლად ექ­ს­ტ­რა­კუ­რი­კუ­ლუ­რი, ანუ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი შეს­თა­ვა­ზოს ყვე­ლა იმ ბავშვს, ვი­საც რა­ღაც სა­ხის აკა­დე­მი­უ­რი დარ­ღ­ვე­ვა აქვს. რო­ცა ბავშვს შე­ეძ­ლე­ბა სკო­ლა­ში დარ­ჩე­ნა და მას­თან და­მა­ტე­ბით იმუ­შა­ვებს კომ­პე­ტენ­ტუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის დაძ­ლე­ვა­ში, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, თა­ვის­თა­ვად, პრო­ცე­სი ეფექ­ტუ­რი გახ­დე­ბა. ასევე, სკო­ლა და­ეხ­მა­რე­ბა აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის მქო­ნე მოს­წავ­ლეს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის ორ­გა­ნი­ზე­ბულ გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ში, ჩარ­თავს სხვა­დას­ხ­ვა სა­სარ­გებ­ლო აქ­ტი­ვო­ბა­ში – რეკ­რე­ა­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში და ა.შ. ამას­თან ერ­თად, ბავ­შ­ვი მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის – და­ბა­ლან­სე­ბულ კვე­ბას, მას შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, მა­შინ და­უბ­რუნ­დეს ოჯა­ხურ კე­რას, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი სახ­ლ­ში იქ­ნე­ბი­ან. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­ი­ძენს სკო­ლა იმ სო­ცი­ა­ლურ ფუნ­ქ­ცი­ებს, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის, მშობ­ლე­ბის­თ­ვის, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის­თ­ვის და, რაც მთა­ვა­რია, იმ ათა­სო­ბით სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის. ასე­თი ექ­ს­ტ­რა­კუ­რი­კუ­ლუ­რი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სერ­ვი­სით ჩვენ მათ გაძ­ლი­ე­რე­ბას და ჩა­მორ­ჩე­ნის დაძ­ლე­ვას შევ­ძ­ლებთ.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

დატოვეთ კომენტარი