14 დეკემბერი, შაბათი, 2024

მთა­ვა­რია ის სფე­რო აირ­ჩიო, რაც ნამ­დ­ვი­ლად შე­ნია

spot_img

 

„ცოდ­ნა იმი­თია კარ­გი… ყვე­ლას მო­უხ­დე­ბა,

ერ­თ­ნა­ი­რად და­ამ­შ­ვე­ნებს ხოლ­მე,

ოღონდ კი კა­ცი გულ­მონ­დო­მი­ლი და

მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი მი­ვი­დეს ცოდ­ნის კა­რამ­დის.“

ილია

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მა, შე­დე­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით, გა­მორ­ჩე­უ­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი და თვალ­ში­სა­ცე­მია პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში. ჩვე­ნი გა­ზე­თი, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, წერს კი­დეც ამ სფე­რო­ში სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სი­ახ­ლე­ებ­ზე. რა­კი რე­ფორ­მის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე სტუ­დენ­ტია, რომ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­ზეც უნ­და აისა­ხოს რე­ფორ­მის სი­კე­თე, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სწო­რედ მა­თი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სის­ტე­მის შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ ხოლ­მე ახალ რუბ­რი­კა­ში – „პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი“.

დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში გა­გაც­ნობთ გლდა­ნის პრო­ფე­სი­უ­ლი მომზადების ცენ­ტ­რის (დი­რექ­ტო­რი – ნო­დარ ხა­რა­ზიშ­ვი­ლი) ორ სტუ­დენტს ✅ თა­მარ პა­პაშ­ვილ­სა და ✅ ლა­დო მეგ­რე­ლი­ძეს.

ეს კო­ლე­ჯი მარ­თ­ლაც ერ­თი შე­ხედ­ვი­თაც იქ­ცევს ყუ­რადღე­ბას ორი­გი­ნა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თა და ინ­ტე­რი­ე­რით. თუ ეზო­დან შე­მო­უვ­ლით შე­ნო­ბას, ფარ­თო ფან­ჯ­რე­ბი­დან, ერთ მხა­რეს, გრძელ, ნა­თელ დარ­ბაზ­ში ჩა­რი­გე­ბულ მოლ­ბერ­ტებს შე­ამ­ჩ­ნევთ, სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს — ტან­საც­მ­ლის მო­დე­ლე­ბის ნი­მუ­შებს. შე­ნო­ბა ოთხ­სარ­თუ­ლი­ა­ნია და აუცი­ლებ­ლად გა­გიჩ­ნ­დე­ბათ ინ­ტე­რე­სი, რა ხდე­ბა იმ სარ­თუ­ლებ­ზე, რაც ეზო­დან არ ჩანს. სწო­რედ ამ ინ­ტე­რეს­მა მი­იყ­ვა­ნა თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი გლდა­ნის პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტ­რ­ში, თო­რემ კო­ლეჯ­ში სწავ­ლა ფიქ­რა­დაც არ ჰქო­ნია არას­დ­როს, უბ­რა­ლოდ, შე­ნო­ბამ მი­იქ­ცია მი­სი ყუ­რადღე­ბა, შე­ვი­და, და­ათ­ვა­ლი­ე­რა, მო­ე­წო­ნა და სახ­ლ­ში მი­სულ­მა, კო­ლე­ჯის შე­სა­ხებ, უფ­რო მე­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­იტყო, რა­საც მი­სი პირ­ვე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მოჰ­ყ­ვა. თუმ­ცა, ვიდ­რე ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, აუცი­ლებ­ლად უნ­და იცო­დეთ, რომ თა­მარს უკ­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტან­საც­მ­ლის დი­ზა­ი­ნი­სა და კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტ­რა­ტუ­რა სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის გან­ხ­რით. ამ­ბობს, რომ მა­შინ მას ამ სფე­რო­სად­მი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და, თუმ­ცა, ახ­ლა ზუს­ტად იცის, რომ ეს მი­სი საქ­მე არ არის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, ცოდ­ნა აუცი­ლებ­ლად გა­მო­ად­გე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში.

„უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩე­მი ლექ­ტო­რის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ერთ დი­ზა­ი­ნერ­თან და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. დღემ­დე იქ ვმუ­შა­ობ, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ და არ­სად წას­ვ­ლა­ზე არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ სწო­რედ იქ მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა გა­მე­ფარ­თო­ე­ბი­ნა ჩე­მი ცოდ­ნის არე­ა­ლი და ისეთ პრო­ფე­სი­ას და­ვუფ­ლე­ბო­დი, რაც კა­რი­ე­რის გზა­ზე გა­მო­მად­გე­ბო­და. ამი­ტო­მაც ავირ­ჩიე „სა­ფი­ნან­სო სერ­ვი­სე­ბი“. ჩა­ვა­ბა­რე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი მა­თე­მა­ტი­კა­სა და უნა­რებ­ში და გავ­ხ­დი პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი“.

ეს იყო 2016 წელს. სწავ­ლე­ბის 10-თვი­ან­მა პე­რი­ოდ­მა მი­სი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა კი­დევ უფ­რო გა­ნამ­ტ­კი­ცა. ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა, სწავ­ლის­თ­ვის ყვე­ლა პი­რო­ბაა, ყო­ველ­მ­ხ­რივ აღ­ჭურ­ვი­ლი აუდი­ტო­რი­ე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გე­ბი, სტუ­დენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, რო­მე­ლიც, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ სტუ­დენ­ტის მოთხოვ­ნებს ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სას. ამი­ტომ შეძ­ლო თა­მარ­მა, სამ­სა­ხუ­რიც შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა და კი­დევ ერ­თი პრო­ფე­სი­აც შე­ეს­წავ­ლა. „ამ 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ უკეთ გა­ვი­ცა­ნი ჩე­მი კო­ლე­ჯი. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ აქ ბა­კა­ლავ­რით მი­ღე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა შე­მეძ­ლო და ვი­ფიქ­რე – რა­ტო­მაც არა“. ნა­ფიქრს საქ­მე მოჰ­ყ­ვა და 2019 წელს, ისევ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გავ­ლით, იმა­ვე კო­ლეჯ­ში (ჩა­მო­ნათ­ვალ­შიც პირ­ველ ნომ­რად ჰქონ­და მი­თი­თე­ბუ­ლი) სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რიცხა. მი­სი სა­ბა­ზი­სო თე­ო­რი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით გაგ­რ­ძელ­და – ხატ­ვა, კერ­ვა, კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა, თარ­გე­ბის აგე­ბა – ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი ხე­ლით აკე­თებს მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხან მო­ი­წო­ნეს, ხა­ნაც და­ი­წუ­ნეს და რამ­დენ­ჯერ­მეც და­აშ­ლე­ვი­ნეს ნა­ხე­ლა­ვი, მაგ­რამ ერ­თი წუ­თი­თაც არ და­უ­კარ­გავს ინ­ტე­რე­სი, იცის, მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხ­მე­ვაა სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გახ­დე, ამას ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ას­წავ­ლი­და პე­და­გო­გი დე­და, რომ­ლის­თ­ვი­საც შვი­ლე­ბის­თ­ვის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა თურ­მე გარ­და­უ­ვა­ლი აუცი­ლებ­ლო­ბა იყო. „ახ­ლა უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია დე­და, არას­დ­როს წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ ყო­ფი­ლა ჩე­მი გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სწავ­ლის, პი­რი­ქით, ყო­ველ­თ­ვის მხარ­ში მიდ­გას და ახა­რებს ჩე­მი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის გა­დად­გ­მუ­ლი ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, ასე­თი­ვე მხარ­და­ჭე­რა მაქვს მე­უღ­ლის­გან, რაც ძა­ლი­ან დი­დი სტი­მუ­ლია ჩემ­თ­ვის“.

თა­მა­რის აზ­რით, მის თა­ო­ბა­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი ასე­თი მიდ­გო­მა ნა­წი­ლობ­რივ შეც­ვ­ლი­ლია – მთა­ვა­რია კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­დე, ის სფე­რო აირ­ჩიო, რაც ნამ­დ­ვი­ლად შე­ნია და მოგ­წონს. მო­წა­დი­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კო­ლეჯ­შიც მი­ი­ღებ კარგ გა­ნათ­ლე­ბას, თან სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით.

„17 თვე უნ­და გვეს­წავ­ლა, მაგ­რამ, პან­დე­მი­ის გა­მო, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო დაგ­ვე­კარ­გა. ზო­გად საგ­ნებს ონ­ლა­ინ გავ­დი­ო­დით, სპე­ცი­ა­ლო­ბას – ვე­რა. ამი­ტომ 4 ოქ­ტომ­ბ­რი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად გვაქვს პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი. სა­კუ­თა­რი ნა­ხე­ლა­ვე­ბიც გვაქვს შექ­მ­ნი­ლი, რო­მელ­საც ლექ­ტო­რებს ვა­ბა­რებთ, ისი­ნი აფა­სე­ბენ და გვი­დას­ტუ­რე­ბენ მო­დუ­ლებს, ასეა ყვე­ლა სა­ხის, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის, სა­მოს­ზე – პი­ჯა­კი, შარ­ვა­ლი, ბლუ­ზა, ქვე­და ბო­ლო, პე­რან­გი და ა.შ. და­ვიწყეთ ხე­ლით გვი­რის­ტით და გა­და­ვე­დით სა­კე­რავ მან­ქა­ნებ­ზე, სა­დაც თან­მიმ­დევ­რო­ბით შე­ვის­წავ­ლეთ და გა­ვი­ა­რეთ ყვე­ლა ეტა­პი“.

სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე 3 ან 4 თვე დარ­ჩა. ბო­ლო 2 თვეს, კო­ლე­ჯის და­ფი­ნან­სე­ბით, სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კას სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კებ­ში გა­ივ­ლი­ან და სა­ბო­ლოო შე­ფა­სე­ბა­საც ამის შემ­დეგ, იქ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ი­ღე­ბენ. მა­ნამ­დე ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღე­ე­ბია, 6-7 ლექ­ცია ყო­ველ­დღე, ზო­გა­დი საგ­ნე­ბის ჩათ­ვ­ლით, რაც თა­მარს მა­ინ­ც­და­მა­ინც არ მოს­წონს, ურ­ჩევ­ნია ეს დროც მთლი­ა­ნად პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას და­ეთ­მოს, თუმ­ცა იმა­საც ამ­ბობს, რომ რო­ცა თე­ო­რი­ულ ლექ­ცი­ა­ზე რჩე­ბათ დრო, არა­ვინ ზღუ­დავთ, რომ სა­კე­რავ მან­ქა­ნებს მი­უს­ხ­დ­ნენ, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, არა­სას­წავ­ლო დრო­საც შე­უძ­ლი­ათ იგი­ვე გა­ა­კე­თონ, ამ მხრივ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ. თა­მა­რი რომ ყვე­ლა ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს, ამა­ში ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა, არც იმა­ში ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ კი­დევ რა­ი­მე სხვა სფე­რო­თი არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა (სა­უ­ბარ­ში ახ­სე­ნა, რომ ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლა), ვნა­ხოთ, რას გა­დაწყ­ვეტს მო­მა­ვალ­ში, მით უფ­რო, რომ გეგ­მა­ში სა­კუ­თა­რი საქ­მის წა­მოწყე­ბაც აქვს, „რო­ცა ამის­თ­ვის მზად ვიქ­ნე­ბიო“. სა­ა­მი­სო მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, თა­მარ­მა თა­ვად­ვე შექ­მ­ნა. „ფი­ნან­სებ­ში ისე­თი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე კო­ლეჯ­ში, ნე­ბის­მი­ერ ბან­კ­ში შე­მიძ­ლია იმა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე ვი­მუ­შაო, რა­ზეც ბა­კა­ლავ­რ­დამ­თავ­რე­ბულ­მა და შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სა­დაც კი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მე პრაქ­ტი­კუ­ლად მაქვს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლი­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ას, იგი, ფაქ­ტობ­რი­ვად, აქ, 17 თვე­ში უკეთ შე­ვის­წავ­ლე, რად­გან 4-წლი­ა­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა, სა­თა­ნა­დო დო­ზით, პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბას არ გუ­ლის­ხ­მობს, ბევ­რი ისე­თი ლექ­ცია გვი­ტარ­დე­ბო­და, რა­საც პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს, თუმ­ცა, ზო­გა­დად, სა­ინ­ტე­რე­სო იყო“.

რო­გორც გა­ირ­კ­ვა კო­ლეჯ­ში ასა­კობ­რი­ვი ბა­რი­ე­რიც არ არ­სე­ბობს. აქ, აუდი­ტო­რი­ებ­ში, ერ­თად ეუფ­ლე­ბი­ან არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ას ახალ სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი, ისიც, ვი­საც სამ­სა­ხუ­რიც აქვს, პრო­ფე­სი­აც, მაგ­რამ ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­და და ისიც, ვინც ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლეა. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მათ ახ­ლა­ხან „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­ტა­ნილ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა მის­ცა. ერთ-ერ­თი, ვინც ამ ცვლი­ლე­ბით ისარ­გებ­ლა, 142-ე საჯარო სკო­ლის XII კლა­სის მოს­წავ­ლე ლა­დო მეგ­რე­ლი­ძეა. იგი თა­ვად გვი­ამ­ბობს, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა, სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტი გამ­ხ­და­რი­ყო.

„ისე რო­გორც ბევ­რი ჩე­მი თა­ნა­ტო­ლი, ვერც მე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს მხო­ლოდ სა­ვა­რა­უ­დო ვა­რი­ან­ტად გან­ვი­ხი­ლავ­დი. კო­ლეჯ­ში მე­გობ­რის რჩე­ვით მოვ­ხ­ვ­დი, ის აბა­რებ­და და მეც მის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხ­მ­დი. მშობ­ლებს მხო­ლოდ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის შემ­დეგ გა­ვუმ­ხი­ლე, გა­მოც­დის წი­ნა დღე­ებ­ში. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ, რომ მომ­ზა­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლა­საც გა­ვაგ­რ­ძე­ლებ. სა­ერ­თოდ, პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი არც ისე პო­პუ­ლა­რუ­ლია ახალ­გაზ­რ­დებ­ში, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩემ ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლას უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის­კენ უჭი­რავს თვა­ლი. ჩემ­თ­ვის კი, ამ ერ­თ­მა წელ­მა, რაც კო­ლეჯ­ში ვსწავ­ლობ, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა, რად­გან სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რაც ჩე­მი ლექ­ტო­რის, ზვი­ად მა­მი­აშ­ვი­ლის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ეს გან­წყო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სწავ­ლის დაწყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან და­მე­უფ­ლა. აქ დი­ლი­დან გვაქვს ლექ­ცი­ე­ბი, სკო­ლა­ში, XI-XII-კლა­სე­ლებს, მე­ო­რე ცვლა­ში გვი­ტარ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი. და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მია, მაგ­რამ ორი­ვე­გან ხელ­შეწყო­ბა მაქვს, ლექ­ცი­ე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა და მი­ხა­რია, რომ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ამას წი­ნათ ახ­ლო­ბელ­მა რჩე­ვა მკითხა და მა­საც იგი­ვე ვუთხა­რი – კო­ლე­ჯი უკე­თე­სი არ­ჩე­ვა­ნია. არც დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას შე­უშ­ლია ხე­ლი, თე­ო­რი­ულს ონ­ლა­ინ გავ­დი­ო­დით, პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ოც ბევ­რი გვაქვს და კო­ლეჯ­ში სრულ­ფა­სოვ­ნად გავ­დი­ვართ.

ჩემს სპე­ცი­ა­ლო­ბას – ინ­ფორ­მა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა – ბევ­რი გან­ხ­რა აქვს: გრა­ფი­კუ­ლი, სერ­ვი­სე­ბის ქსე­ლე­ბი, უსაფ­რ­თხო­ე­ბა, პროგ­რა­მე­ბის წე­რა. ზო­გა­დად, ყვე­ლა ეს გან­ხ­რა შე­ვის­წავ­ლე, ვფიქ­რობ, კარ­გად, უფ­რო ზუს­ტად ეს სწავ­ლის და­სას­რულს გა­მოჩ­ნ­დე­ბა, მგო­ნი ნო­ემ­ბ­რის ბო­ლოს­თ­ვის, რო­ცა პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გვექ­ნე­ბა იმ კომ­პა­ნი­ებ­ში, ვის­თა­ნაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს კო­ლეჯს. რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, ვფიქ­რობ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი მე­ტი პრი­ვი­ლე­გიაა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, სწავ­ლა სერ­ვე­რე­ბის ქსე­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ვაგ­რ­ძე­ლო უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, თუმ­ცა ეს გან­ხ­რა კო­ლეჯ­შიც ის­წავ­ლე­ბა.“

ლა­დო­საც, სა­ბო­ლოო შე­ფა­სე­ბა ჯერ წინ აქვს და ამის­თ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა. რო­გორც ჩანს, არც ისე იოლია ამ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა – 20-დან მხო­ლოდ 7 სტუ­დენ­ტი მი­ვი­და ფი­ნი­შამ­დე. ზოგ­მა ვერ დაძ­ლია პროგ­რა­მა, ზოგს აღარ და­ა­ინ­ტე­რე­სა. დარ­ჩ­ნენ ისი­ნი, ვინც ამ პრო­ფე­სი­ა­ში იპო­ვა სა­კუ­თა­რი მო­წო­დე­ბა და ვინც „გულ­მონ­დო­მი­ლი და მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი მი­ვი­და ცოდ­ნის კა­რამ­დი­სა“.

წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ თი­თო­ე­ულ მათ­განს.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები