4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

მზე ყვე­ლა მოს­წავ­ლის სარ­კ­მელ­ში უნ­და ანა­თებ­დეს

spot_img

მა­დო­ნა ხა­ჩი­ძე

ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მშობ­ლი­უ­რი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი

და­ვი­ბა­დე პე­და­გო­გის ოჯახ­ში. პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩემ­თ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი თა­ნაცხოვ­რე­ბა და სი­ცოცხ­ლეა. ყო­ველ­თ­ვის მახ­სოვს, რომ თუ მი­წო­დე­ბულ ცოდ­ნას სიყ­ვა­რუ­ლი ჯა­დოს­ნუ­რი სა­ბურ­ვე­ლი­ვით არ ახ­ლავს, მა­შინ მას ფა­სი არ აქვს. ეს, ჯერ კი­დევ მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ჩე­მი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი პე­და­გო­გე­ბი­სა­გან, ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის კედ­ლებ­ში ვიგ­რ­ძე­ნი. დღეს კი მშობ­ლი­უ­რი ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი და ვგრძნობ, თით­ქოს ყვე­ლა კუთხი­დან ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბა მი­ცი­ნის. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში ქარ­თულ ენას და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი.

მას­წავ­ლე­ბე­ლი-დამ­რი­გე­ბე­ლი, რო­გორც სუ­ლი­ე­რი მოძღ­ვა­რი

გა­ვიხ­სე­ნებ ყვე­ლას­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის, ნო­დარ დუმ­ბა­ძის სიტყ­ვებს: „მი­ნი­მუმ ოთხ სა­ი­დუმ­ლოს მა­ინც უნ­და ფლობ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი: 1. უსაზღ­ვ­როდ უყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი; 2. უსაზღ­ვ­როდ უყ­ვარ­დეს სა­გა­ნი, რო­მელ­საც ას­წავ­ლის; 3. ჰქონ­დეს უნა­რი – ეს სიყ­ვა­რუ­ლი სხვა­საც შეჰ­ყა­როს, რო­გორც სე­ნი უკურ­ნე­ბე­ლი; 4. იყოს უაღ­რე­სად თა­ნა­მედ­რო­ვე, ჰქონ­დეს ცოდ­ვა-მად­ლის ანუ სა­მარ­თ­ლის გა­ჩე­ნი­სა და მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი. მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რომ ბავ­შ­ვ­მა, სკო­ლა­ში, რო­გორც სა­ლო­ცავ ტა­ძარ­ში, ისე იაროს და იქ უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სუ­ლი­ე­რი მოძღ­ვა­რი დახ­ვ­დეს…“

ჩე­მი აზ­რით, კარ­გ­მა დამ­რი­გე­ბელ­მა სი­ნათ­ლის შუ­ქით უნ­და გა­აბ­რ­წყი­ნოს მოს­წავ­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა, მას­თან უნ­და მი­ი­ტა­ნოს მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი, მზე ყვე­ლა მოს­წავ­ლეს სარ­კ­მელ­თან უნ­და ამო­უყ­ვა­ნოს, სით­ბო­თი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ხურ­ჯი­ნი ყვე­ლას თა­ნაბ­რად გა­უ­ნა­წი­ლოს, შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მაც გა­ე­პა­როს, მაგ­რამ, ისე­თი არა, რომ ვერ გა­მო­ას­წო­როს. უნ­და იყოს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ერ­თ­გუ­ლი მე­გო­ბა­რი, სევ­დი­სა და ლხი­ნის თა­ნა­ზი­ა­რი. „მოს­წავ­ლე ჩი­რაღ­და­ნია, რო­მე­ლიც უნ­და აან­თო, ჩი­რაღ­და­ნი რომ აან­თო, თვით უნ­და იწ­ვო­დე, ვით ჩი­რაღ­და­ნი“.

მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ი­მე­დო მე­გო­ბა­რი

ჩემს სა­დამ­რი­გებ­ლო კლას­ში 9 მოს­წავ­ლეა – 6 ბი­ჭი და 3 გო­გო­ნა. მე და ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ერ­თ­მა­ნეთ­თან მხო­ლოდ „მოს­წავ­ლე მას­წავ­ლებ­ლის“ პო­ზი­ცია არ გვა­კავ­ში­რებს. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­პი­როვ­ნე­ბუ­ლია მო­სიყ­ვა­რუ­ლე, თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბით და ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მით. ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის სა­ი­მე­დო მე­გობ­რე­ბი ვართ. მოს­წავ­ლე­ებს აქვთ იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ მათ­თ­ვის მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბე­ლი კი არა, სან­დო, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი ვარ. ისი­ნი ჩემ­თან გუ­ლახ­დი­ლე­ბი არი­ან, თა­მა­მად სა­უბ­რო­ბენ მათ­თ­ვის სა­ჭი­რო, სა­ინ­ტე­რე­სო ან პრობ­ლე­მურ თე­მებ­ზე. ჩემ­გან კი იღე­ბენ რჩე­ვა-და­რი­გე­ბას, რა­საც ყო­ველ­თ­ვის ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

მას­წავ­ლე­ბელს ძირ­ფეს­ვი­ა­ნად უნ­და ჰქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი, სა­კუ­თა­რი სკო­ლის ხედ­ვა და მი­სია, უნ­და შე­ეძ­ლოს მოს­წავ­ლეს ჩა­უ­ნერ­გოს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა.

მშო­ბე­ლი, სკო­ლა და მას­წავ­ლე­ბე­ლი

მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს რო­გორც სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, ასე­ვე მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის კუთხით. თი­თო­ე­ულ­მა მშო­ბელ­მა უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ მას შე­უძ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა­ში, წარ­მარ­თ­ვა­ში, შეც­ვ­ლა­სა და წარ­მა­ტე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ითა­მა­შოს. მშო­ბელ­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ცია ყო­ველ­თ­ვის და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­და­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ეს ჯაჭ­ვი – მშო­ბე­ლი, სკო­ლა და მას­წავ­ლე­ბე­ლი – მყა­რად უნ­და იყოს შეკ­რუ­ლი ბავ­შ­ვის ირ­გ­ვ­ლივ. ასე­თი მიდ­გო­მე­ბით ბავ­შ­ვი უფ­რო სწრა­ფი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბა.

მშო­ბელ­თა კრე­ბა

ჩე­მი აზ­რით, მშო­ბელ­თა კრე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ყვე­ლა­ზე დი­დი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა, თუ რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლის ქცე­ვა­სა და აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას სა­ჯა­როდ გან­ვი­ხი­ლავთ. ასეთ პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბა­რი უნ­და მოხ­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, უმ­ტ­კინ­ვე­უ­ლოდ და სა­უბ­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი უნ­და იყოს ამ პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რის გზე­ბის ძი­ე­ბა. მშო­ბელ­თა კრე­ბის მი­ზა­ნი ხომ მშობ­ლე­ბის­თ­ვის სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბაა, მათ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ხელ­შეწყო­ბა­სა და სახ­ლ­ში სწავ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე, შვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრო­ცეს­ში ასა­კობ­რივ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და სხვა მრა­ვა­ლი. რო­ცა მშო­ბე­ლიც და მას­წავ­ლე­ბე­ლიც მოს­წავ­ლე­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი და არა სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ზე, მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში წარ­ვ­მარ­თავთ პრო­ცესს ეფექ­ტუ­რად და სა­სურ­ველ შე­დეგ­საც მი­ვი­ღებთ. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მე, ჩე­მი სა­დამ­რი­გებ­ლო მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მშობ­ლე­ბი ერ­თი დი­დი და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი ვართ.

პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თვით­შეც­ნო­ბი­სა და თვი­თაღ­ზ­რ­დის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ხში­რად თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა­კენ სწრაფ­ვა წარ­მ­მარ­თ­ვე­ლი ძა­ლაა, რო­მე­ლიც ყო­ველ ადა­მი­ანს და­დე­ბი­თი ქცე­ვი­სა და მეს სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ მი­მარ­თავს. მოს­წავ­ლე­ებს ვუქ­მ­ნი პო­ზი­ტი­ურ, თბილ გა­რე­მოს, სა­დაც ვსა­უბ­რობთ გულ­ღი­ად, თა­ვი­სუფ­ლად, ყო­ველ­თ­ვის მზად ვართ სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სად­მი. უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გა­კის­რია დამ­რი­გე­ბელს, რო­ცა ამ მო­ვა­ლე­ო­ბას სიყ­ვა­რუ­ლით ას­რუ­ლებ, კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ხელ­ფასს დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას აღარ ანი­ჭებ, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ას მე­ტი და­ფა­სე­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა სჭირ­დე­ბა.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა

პრო­ექ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი ძლი­ე­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, რა დრო­საც თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ჩემ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ. თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის და­გეგ­მ­ვა და ორ­გა­ნი­ზე­ბა ჩვენ­თ­ვის სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სოა. ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბის წინ ვით­ვა­ლის­წი­ნებ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, სურ­ვილს, თა­ნაბ­რად ვა­ნა­წი­ლებ რო­ლებს. ხა­ლი­სით ვსწავ­ლობთ და შე­მოქ­მე­დე­ბით უნა­რებს თვალ­ნათ­ლივ წარ­მო­ვა­ჩენთ ერ­თად. ვფიქ­რობთ მო­სა­ლოდ­ნელ შე­დეგ­ზე.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლეს, ჩა­ერ­თოს ისეთ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც მის ინ­ტე­რე­სებ­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო დრო­სა თუ სივ­რ­ცე­ში. ასეთ გა­რე­მო­ში სწავ­ლა მის მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ხა­ლისს ზრდის. ამ მხრივ, გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წე­ლი საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რად და­ვას­რუ­ლეთ.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ „კლდე­ში ნაკ­ვე­თი ქა­ლა­ქი“ –  ვარ­ძია. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში:

√ მოს­წავ­ლე­ებ­მა ისა­უბ­რეს „კლდე­ში ნაკ­ვე­თი ქა­ლა­ქის“ ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, შექ­მ­ნეს ხელ­ნა­კე­თი წიგ­ნი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში ინა­ხე­ბა;

√  ბე­ბი­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და აღ­მა­ტე­ბუ­ლია. ამ მიზ­ნით, საკ­ლა­სო ოთახ­ში მოს­წავ­ლე­თა ბე­ბი­ე­ბი მო­ვიწ­ვი­ეთ და მათ თბი­ლი და და­უ­ვიწყა­რი სა­ღა­მო ვა­ჩუ­ქეთ;

√ მო­ვამ­ზა­დეთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ პრო­ექ­ტი „ო, აფხა­ზე­თო! ტკი­ვი­ლო ჩვე­ნო“, რო­მე­ლიც სულ სხვა გუ­ლის­ძ­გე­რი­თა და აღ­მა­ტე­ბუ­ლი ემო­ცი­ით წარ­მო­ა­ჩი­ნეს მოს­წავ­ლე­ებ­მა. ჩვენ გვყავს თა­ო­ბა, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და, გვყავს თა­ო­ბა, რო­მელ­საც აფხა­ზე­თი ფრაგ­მენ­ტე­ბად ახ­სოვს და ვართ თა­ო­ბა, რო­მელ­საც აფხა­ზე­თი არ გვი­ნა­ხავს. ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რა­თა შე­ნარ­ჩუნ­დეს სიყ­ვა­რუ­ლი აფხა­ზი ხალ­ხის მი­მართ და მუ­დამ გვახ­სოვ­დეს, რომ აფხა­ზე­თი ჩვე­ნი ნა­წი­ლია. მე მჯე­რა, რომ აუცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის დღე.

სა­დამ­რი­გებ­ლო კლას­თან ერ­თად, შე­ვი­მუ­შა­ვე სა­ა­ხალ­წ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის პრო­ექ­ტი — „ზამ­თ­რის სპე­ტაკ სი­თეთ­რეს შე­ვუ­რი­ოთ ფე­რე­ბი“. ჩვე­ნი ხე­ლით, სა­უცხო­ოდ მოვ­რ­თეთ საკ­ლა­სო ოთა­ხი, დე­რე­ფა­ნი, გა­მო­ვუშ­ვით კედ­ლის გა­ზე­თი. სა­ა­ხალ­წ­ლო ზე­იმ­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი ნომ­რით წარ­ვ­დე­ქით და გა­და­ვი­ღეთ სა­ხა­ლი­სო სა­ა­ხალ­წ­ლო კლი­პი. შუ­ა­ღა­მით, სკო­ლა­ში დავ­ტო­ვეთ სა­ჩუქ­რე­ბი;

√ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ვეს­ტუმ­რეთ და და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცეთ ჩე­მი სა­დამ­რი­გებ­ლო კლა­სის, დი­დი ხნის უნა­ხავ, პირ­ველ მას­წავ­ლე­ბელს. მოს­წავ­ლე­ებ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს მას იმ ოთხი შე­სა­ნიშ­ნა­ვი წლის­თ­ვის, რო­მე­ლიც ერ­თად გა­ა­ტა­რეს ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც ისი­ნი მას­თან ერ­თად და­ცუ­ლად, ბედ­ნი­ე­რად და ხა­ლი­სი­ა­ნად გრძნობ­დ­ნენ თავს;

√ სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მოთხ­რო­ბის „სარ­ჩო­ბე­ლა­ზედ“ მი­ხედ­ვით დად­გ­მუ­ლი იმი­ტი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო. ახალ სას­წავ­ლო წელს ახა­ლი იდე­ე­ბით შევ­ხ­ვ­დით. წინ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი და ღო­ნის­ძი­ე­ბაა.

სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი

რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნებს, ვფიქ­რობ, სა­და­ვო სა­კითხია. პი­რა­დად მე, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თ­ვის, არა­ერ­თხელ დამ­ჭირ­ვე­ბია დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­სა და პრო­ექ­ტულ სწავ­ლე­ბა­ზე უნ­და იყოს მორ­გე­ბუ­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს სას­კო­ლო საგ­ნის სტან­დარ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი, რო­მელ­საც მო­მა­ვალ­ში თი­თო­ე­უ­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და­ე­ფუძ­ნე­ბა. სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და პა­სუ­ხობ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნებს.

ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის სი­ხა­რუ­ლით ხა­რო­ბენ

დიდ ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევ მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ვით­ვა­ლის­წი­ნებ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას, მათ ემო­ცი­ურ გან­წყო­ბას. ბუ­ლინ­გი­სა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი საკ­ლა­სო თუ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. ასე­თი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბით, ჩემ სა­დამ­რი­გებ­ლო კლას­ში, შე­იქ­მ­ნა ტო­ლე­რან­ტუ­ლი გა­რე­მო, სა­დაც ად­გი­ლი არ აქვს ერ­თ­მა­ნე­თის ჩაგ­ვ­რას. ერ­თ­მა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა, თით­ქოს, მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა. მი­ხა­რია, რომ ისი­ნი ერ­თ­მა­ნე­თის სი­ხა­რუ­ლით ხა­რო­ბენ, მა­თი შემ­ყუ­რე ვრწმუნ­დე­ბი, რომ დე­და­მი­წას სიყ­ვა­რუ­ლი ატ­რი­ა­ლებს.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები