6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

მზექალა შანიძე ფაიზერის ვაქცინით აიცრა

spot_img

მზექალა შანიძე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ფაიზერის ვაქცინით აიცრა. 95 წლის აკადემიკოსი მიმართავს თითოეულ მოქალაქეს და მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ამბობს, რომ კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა და გამოსავალს ახლაც იმუნიზაციაში ხედავს.

მზექალა შანიძე: „ავიცერი იმისათვის, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, თავი დავიცვათ მოდებული ავადმყოფობისაგან.

საზოგადოდ, ეპიდემიები უძველესი დროიდან გავრცელებული იყო მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ჩემს ბავშვობაში იყო ყვავილი და მაშინ სავალდებულო იყო აცრა, დღეს ის უკვე საშიში აღარ არის.

კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა. მიმაჩნია, რომ აცრა არის ერთადერთი გამოსავალი, თავი დავიცვათ პანდემიისგან.
დღევანდელი კოვიდი ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ერისათვის, ძალიან საშიშია. კოვიდი ჩემი ოჯახის წევრებსაც შეეხო – სამი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი დაავადდა.
მე ვურჩევ ყველას, რომ აიცრას და დაიზღვიოს თავი პანდემიისაგან, რადგან ის ჩვენთვის დამაზიანებელია.
ჩვენ ვალდებული ვართ ვიზრუნოთ ჩვენი ხალხის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები