27 ივლისი, შაბათი, 2024

მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები წელსვე გაუქმდება

spot_img

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ მე–12 კლასის გამოცდებიც, როგორც მე–11 კლასის წელსვე მოიხსნება.

„განათლების სისტემის რეფორმა არის სწორედ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი 2019 წელს და მომდევნო წლებში. მოგეხსენებათ, განათლების სამინისტრომ გამოაცხადა ცვლილებები საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში – ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით  2019 წელს, რომელიც შეეხება მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს – მე-11 და მე-12 კლასებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორ მე-11 კლასელებს, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამინისტროში გამართულ შეფასების ახალი მოდელის პრეზენტაციაზე დაანონსდა მხოლოდ მე-11 კლასის გამოცდების გაუქმება, რომელსაც საზოგადოების, განსაკუთრებით კი მოსწავლეთა მხრიდან, პროტესტი მოჰყვა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები