21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მე-11 გა­ზაფხუ­ლი ჯა­ვა­ხე­თის იმ სკო­ლა­ში, სა­დაც კედ­ლე­ბი მწვა­ნე ფე­რია…

spot_img

მაია ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი
სსიპ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კი­რო­ვა­კა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

მაია ვარ, ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი. ჯა­ვა­ხეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რ­დი­ლი, 30-წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და ბევ­რი გეგ­მე­ბი­თა და მიზ­ნე­ბით.

1994-2000 წწ. ვის­წავ­ლე თსუ-ს ახალ­ცი­ხის ფი­ლი­ალ­ში, ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ენა-ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში, ხოს­პი­ო­ში, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლად. ეს ჩემ­თ­ვის დი­დი გა­მოწ­ვე­ვა იყო, ვი­ნა­ი­დან იმ გა­რე­მო­ში მი­წევ­და ყოფ­ნა, სა­დაც ჩე­მი პე­და­გო­გე­ბი უკ­ვე ჩე­მი კო­ლე­გე­ბი იყ­ვ­ნენ. მად­ლი­ე­რე­ბით გა­ვიხ­სე­ნებ მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ჩემ მი­მართ, დახ­მა­რე­ბა­სა და თა­ნად­გო­მას. მას შემ­დეგ მო­მი­წია კი­დევ სხვა, ორ ქარ­თულ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა, ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლად.

2013 წლი­დან კი ვარ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კი­რო­ვა­კა­ნის სომ­ხუ­რე­ნო­ვან სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი. 2014 წელს ჩა­ვერ­თე პროგ­რა­მა­ში „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა“. კად­რე­ბის შერ­ჩე­ვის მიზ­ნით, ჩა­ტარ­და კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ რთულ ეტა­პებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პი­რა­დი ამ­ბი­ცი­უ­რი სურ­ვი­ლის, მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით, პროგ­რა­მის მა­შინ­დელ მე­ნე­ჯერ­თან, ქ-ონ თა­მარ კე­კე­ლი­ძეს­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით, გავ­ბე­დე და შე­ვავ­სე გა­ნაცხა­დი. კონ­კურ­სის მოთხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმა­ვე წელს ჩა­ვა­ბა­რე მას­წავ­ლებ­ლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დაც ქარ­თულ ენა­ში.

დღეს ვარ ამ პროგ­რა­მის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სტა­ტუ­სით – წამ­ყ­ვა­ნი.

სკო­ლა, გა­რე­მო, ბავ­შ­ვე­ბი, თე­მი , და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი… კი­დევ ბევ­რი სიტყ­ვა და გან­ც­და შე­იძ­ლე­ბა ჩა­მოვ­თ­ვა­ლო, რო­მე­ლიც იმ დღი­დან თავ­ში მიტ­რი­ა­ლებს, რო­დე­საც გა­ვი­აზ­რე ჩე­მი წი­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან მა­კავ­ში­რებს. უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ცალ­სა­ხად და­მეხ­მა­რა, სომ­ხუ­რე­ნო­ვან გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბა­სა და მე­გობ­რო­ბა­ში, არის ის, რომ ჯა­ვა­ხე­თი ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი რე­გი­ო­ნია, კარ­გად ვიც­ნობ აქა­ურ მო­სახ­ლე­ო­ბას, სპე­ცი­ფი­კას, ტრა­დი­ცი­ებს და ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მუ­ლებს.

ჩე­მი ემო­ცია ჯა­ვა­ხუ­რია, მშობ­ლი­უ­რია.

თუმ­ცა, არა­ქარ­თ­ველ ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა, მო­ითხოვს გარ­კ­ვე­ულ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან ცოდ­ნას, ეტა­პებს, რო­მელ­საც ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ვა­მუ­შა­ვებთ, ვა­ლა­გებთ და ვფიქ­რობ,  მე­გობ­რუ­ლად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ. მე მყავს ბევ­რი პა­ტა­რა მე­გო­ბა­რი, თა­ვი­ან­თი სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბით, ფან­ტა­ზი­ე­ბით, სამ­ყა­რო­თი… ისი­ნი მე მთვლი­ან მე­გობ­რად, მი­ზი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ ფიქ­რებს, მენ­დო­ბი­ან, ეს ჩემ­თ­ვის დი­დი ენერ­გიაა…

თავ­და­პირ­ვე­ლად, რა თქმა უნ­და, მქონ­და სა­თა­ნა­დო მე­თო­დუ­რი სიმ­წი­რე­ე­ბი, არამ­შობ­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბის მხრივ, თუმ­ცა დამ­საქ­მე­ბე­ლი პროგ­რა­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და და ახორ­ცი­ე­ლებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტრე­ნინ­გებს, რაც მეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი, ქ-ნი ნი­ნო ბე­რი­კაშ­ვი­ლი გვთა­ვა­ზობს სი­ახ­ლე­ებს, პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნის და გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს, რაც მი­მარ­ტი­ვებს პროგ­რა­მუ­ლი მა­სა­ლის სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ადაპ­ტი­რე­ბას.

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი, ჩვე­ნი მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მა და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა, ამა­ვე პროგ­რა­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი, ჩვენ ყვე­ლა ვერ­თი­ან­დე­ბით ერ­თი მიზ­ნის გარ­შე­მო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი­თა და წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით, რი­სი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაც არის ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბი­დან წა­მო­სუ­ლი და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პროგ­რა­მა, ამავ­დ­რო­უ­ლად, ახორ­ცი­ე­ლებს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას ენის ფლო­ბის დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით.

კი­რო­ვა­კა­ნის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ბ-ნი პეტ­როს აკო­პი­ა­ნი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ეტა­პობ­რი­ვად და აქ­ტი­უ­რად, ჩა­ერ­თ­ვ­ნენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის კურ­სებ­ში და წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რეთ A1, A2, B1 დო­ნე, რა­მაც კი­დევ უფ­რო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა ერ­თ­მა­ნეთს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტია. ყო­ველ­თ­ვის კარ­გად გა­მახ­სენ­დე­ბა ის წლე­ბი, რო­ცა სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მე­ო­რე ცვლა­ში, „მაია მას­წავ­ლე­ბე­ლოს“ მე­ძახ­დ­ნენ. მე­ო­რე მხრივ, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რათ.

მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ გა­მი­მარ­თ­ლა სკო­ლის კო­ლე­გებ­სა და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა­ში. ჩვენ ვართ მე­გობ­რე­ბი, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, ვა­ტა­რებთ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებს, გვეს­მის ერ­თ­მა­ნე­თის, ჩვენ გვაქვს ნდო­ბა და ამ­ბი­ცია, და­ვეხ­მა­როთ ერ­თ­მა­ნეთს.

ასე­ვე კარ­გად მაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად დი­დი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მე მა­კის­რია. ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, დავ­გეგ­მო და ჩა­ვა­ტა­რო ხა­ლი­სი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვი მეტ სი­ახ­ლეს, მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ითხოვს. არ არის ად­ვი­ლი, საპ­როგ­რა­მო თე­მა მი­ა­წო­დო, თა­ვი­სი თე­მა­ტუ­რი სა­კითხე­ბით, არამ­შობ­ლი­ურ ენა­ზე ისე, რომ მის­თ­ვის გა­სა­გე­ბი და ინ­ტე­რეს­ზე მორ­გე­ბუ­ლი იყოს. ამა­ში მეხ­მა­რე­ბა ქარ­თუ­ლი ენის ახა­ლი, ჩვე­ნი­ვე პროგ­რა­მის მას­წავ­ლებ­ლე­ბის-ავ­ტო­რე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ავ­თენ­ტუ­რი თე­მე­ბია ენობ­რი­ვი თუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბით, მრავ­ლ­მ­ხ­რივ ჭრილ­ში გან­ხი­ლუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით თუ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

გა­ვიხ­სე­ნებ იმ პე­რი­ოდ­საც, რო­დე­საც პან­დე­მი­ის დროს ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში გვი­წევ­და გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ეს დრო ბევრ გა­მოწ­ვე­ვას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა — დაძ­ლე­ვა­დი. ამ პე­რი­ოდ­ში დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ვა­ტა­რეთ რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა, მათ შო­რის, რამ­დე­ნი­მე კლა­სის მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბით: 1 ივ­ნი­სი, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღე. თი­თო­ე­ულ­მა მოს­წავ­ლემ გა­ა­კე­თა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი ბუ­ნე­ბა­ში, სა­დაც გა­ვა­აქ­ტი­უ­რეთ ლექ­სე­ბი, ტექ­ს­ტე­ბი, ფრა­ზე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი, ცეკ­ვე­ბი… სა­ბო­ლო­ოდ, გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ და გა­მოგ­ვი­ვი­და ერ­თი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი… რო­მელ­საც ძა­ლი­ან კარ­გად ვიხ­ს­ნებთ, ვუ­ყუ­რებთ და ვა­ა­ნა­ლი­ზებთ ჩვენს შე­საძ­ლე­ბლო­ბებს.

გარ­და ამ ყვე­ლაფ­რი­სა, მა­ინც დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვაა სა­ჭი­რო, ვიზ­რუ­ნო მოს­წავ­ლე­თა არა მარ­ტო ცოდ­ნა-გა­ნათ­ლე­ბა­ზე, არა­მედ მა­თი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე, უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ზე მორ­გე­ბუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ მიზ­ნით, ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში. გვაქვს გა­წე­რი­ლი მიზ­ნე­ბი, იდე­ე­ბი, რა­საც მივ­ყ­ვე­ბით და ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ისეთ აქ­ტი­ვო­ბებს, რაც ეხ­მა­რე­ბა მათ, იფიქ­რონ და თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბი, იმ­ს­ჯე­ლონ, შეძ­ლონ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, გან­ვი­თარ­დ­ნენ და ჩა­ერ­თონ დის­კუ­სი­ა­ში.

ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ­სი, გულ­წ­რ­ფე­ლად გა­მო­ხა­ტა­ვენ ფიქ­რებს ჩემ­თან, მე ვი­ცავ მათ ინ­ტე­რე­სებს. მე ვუფ­რ­თხილ­დე­ბი ამ ურ­თი­ერ­თო­ბას!

არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის დროს, ჩვენ ვქმნით რე­სურ­სებს, ქარ­თუ­ლი ენის სხვა პე­და­გო­გე­ბის – მედეია ოსი­ძი­სა და ნაირა ჯი­ნი­სი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით, ვა­ტა­რებთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, კონ­კურ­სებს, პრო­ექ­ტებს… ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გვქონ­და ძა­ლა­დო­ბა­ზე, ჯან­საღ ცხოვ­რე­ბა­ზე, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­ზე… არა­ერ­თი სას­კო­ლო კონ­კურ­სი თუ ოლიმ­პი­ა­და, რო­მელ­შიც დი­დი მონ­დო­მე­ბით ერ­თ­ვე­ბი­ან… შევ­ქ­მე­ნით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დი­დი წიგ­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო დი­ა­ლო­გე­ბი­თა და ნა­ხა­ტე­ბით… მოს­წავ­ლე-ავ­ტო­რებ­მა თა­ვად მო­ი­ფიქ­რეს თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ რე­სურ­ს­ში გან­ვა­თავ­სეთ და რო­მელ­მაც დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს. ახ­ლა­ხან ჩა­ვა­ტა­რეთ  ღო­ნის­ძი­ე­ბა „პო­ე­ზია, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა!“ – 21 მარ­ტი, პო­ე­ზი­ის მსოფ­ლიო დღე… გვაქვს გას­ვ­ლე­ბი და ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, რო­მელ­საც აქვს ასე­ვე თა­ვი­სი მიზ­ნობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვე­ბი.

ეს ყვე­ლა­ფე­რი აუცი­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან მხო­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო დრო ვერ გაზ­რ­დის ისეთ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა მზა­ო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, რო­მელ­საც ეყ­ვა­რე­ბა ქარ­თუ­ლი ენა და სა­ქარ­თ­ვე­ლო.

მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, ირ­ჩე­ვენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს. ეს უკ­ვე ნიშ­ნავს პროგ­რესს, ეს უკ­ვე ნიშ­ნავს ძა­ლას, ეს უკ­ვე ნიშ­ნავს მათ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დ­გო­მაც მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ფილ მოს­წავ­ლე­ებ­თან, მზად ვარ მათ­თ­ვის ვი­ყო იმე­დი და უშუ­ა­ლო მე­გო­ბა­რი. მათ ეს იცი­ან. დი­დი იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­შიც გა­და­იკ­ვე­თე­ბა ჩვე­ნი სა­ერ­თო ხედ­ვე­ბი და გზე­ბი, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­სა და მიზ­ნებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი.

ხში­რად მე­კითხე­ბი­ან: რო­გორ ახერ­ხებ ბავ­შ­ვებ­თან ასე და­ახ­ლო­ე­ბას? ეს კითხ­ვაც კი საკ­მა­რის სი­ხა­რულს მა­ნი­ჭებს, ვი­ნა­ი­დან გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი ხე­და­ვენ ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს. სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია იყო მას­წავ­ლე­ბე­ლი, ბავ­შ­ვი ვერ გა­ი­გებს, არც ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი გა­ი­გოს და ის­წავ­ლოს, თუ მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლე­ბელს შო­რის იქ­ნე­ბა ბა­რი­ე­რი. მე არ ვქმნი ასეთ ბა­რი­ერს, ხში­რად ვჯდე­ბი მათ გვერ­დით მერ­ხ­თან, ეს არის მარ­ტი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, იყ­ვ­ნენ გახ­ს­ნი­ლე­ბი, ლა­ღე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბი ჩემ­თან. აი, მა­შინ შევ­ძ­ლებთ ერ­თ­მა­ნე­თის მოს­მე­ნას, კითხ­ვას-წე­რას, ლა­პა­რაკს.

მაქვს ოც­ნე­ბა: ჩემს პა­ტა­რა სკო­ლა­ში იყოს საკ­მა­რი­სი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი და მქონ­დეს ჩე­მი კუთხე, ოთა­ხი, სა­დაც შევ­ქ­მ­ნით ისეთ გა­რე­მოს, რომ კო­ლე­გებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ბევ­რი დრო გა­ვა­ტა­რო. ჩვე­ნი გა­რე­მო იქ­ნე­ბა მწვა­ნე (სი­ცოცხ­ლის) ფე­რი, იასამ­ნის­ფე­რი (ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი) შტრი­ხე­ბით. კარ­ზე ეწე­რე­ბა „ქარ­თუ­ლი ჩვენ­თ­ვის“. ჩვენ გვექ­ნე­ბა უამ­რა­ვი რე­სურ­სი, სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, წიგ­ნის კითხ­ვის დღე­ე­ბი, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბის დღე­ე­ბი, დის­კუ­სია და ანა­ლი­ზი, სა­უბ­რე­ბი ენა­ზე, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, ის­ტო­რი­ა­ზე… მჯე­რა, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად  გა­ა­ფორ­მე­ბენ კედ­ლებს, სკა­მებ­სა და მა­გი­დებს, საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბი­თა და დი­ზა­ი­ნით… მჯე­რა, ამის­რულ­დე­ბა ეს ოც­ნე­ბა!

თუ იქ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი მი­იღ­წე­ვა! მე ვცდი­ლობ, გაჩ­ნ­დეს და გა­ფარ­თოვ­დეს სურ­ვი­ლი, კი­რო­ვა­კა­ნის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა ის­წავ­ლონ ქარ­თუ­ლი ენა, აუმაღ­ლ­დეთ ცნო­ბი­ე­რე­ბა, ხე­ლი მი­უწ­ვ­დეთ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე და გა­მო­ი­ყე­ნონ, იყ­ვ­ნენ ტო­ლე­რან­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, აფა­სებ­დ­ნენ დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და შექ­მ­ნან ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღირ­სე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი.

ჩვენ ერ­თად გვი­ხა­რია ერთ ენა­ზე სა­უ­ბა­რი!

(და­ბო­ლოს, ვინც კი მიც­ნობს, ყვე­ლამ იცის ჩე­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მწვა­ნე ფე­რის მი­მართ. წლე­ბის წინ, რო­ცა გა­რე­მონ­ტ­და კი­რო­ვა­კა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა, მწვა­ნედ შე­ღე­ბეს – კი­დევ უფ­რო გა­მიმ­ძაფ­რეს აქ მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი.)

გა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია არ გა­ვუ­მარ­თ­ლო იმე­დე­ბი?!

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები