24 ნოემბერი, კვირა, 2024

მე სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი ⇒ მე­ო­რე ღია წე­რი­ლი ბა­ტონ მი­ნისტრს

spot_img

ბა­ტო­ნო მი­ნის­ტ­რო, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჯერ კი­დევ 2013 წელს მი­ვი­ღე, მა­შინ დე­და­ქა­ლა­ქის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ქარ­თულს, ხო­ლო ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ზო­გა­დი ლინ­გ­ვის­ტი­კის მა­გის­ტ­რი და დოქ­ტო­რან­ტი, აკა­დე­მი­ურ წე­რას ვას­წავ­ლი­დი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლ­დით (სხვა­თა შო­რის, სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დებ­ლად ჩა­ვა­ბა­რე ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლო­ბის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და) და ვა­მა­ყობ­დი ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის, კა­დე­ტე­ბის თუ სტუ­დენ­ტე­ბის მიღ­წე­ვე­ბი­თაც.

2012 წელს სა­მუ­შა­ოდ დე­და­ქა­ლა­ქის სკო­ლა­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლე. იქ, ერთ-ერთ კლას­ში, ბო­ლო  მერ­ხ­ზე, ბნელ კუთხე­ში, ლა­მა­ზი ბი­ჭუ­ნა იჯ­და. არ მინ­და ის ეპი­თე­ტე­ბი გა­ვიხ­სე­ნო, რომელსაც კო­ლე­გე­ბი მის მი­მართ იყე­ნებ­დ­ნენ. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არც გამ­კ­ვირ­ვე­ბია და გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­მოც­დი­ლე­ბაც მქონ­და, ჯერ ერ­თი, რომ დე­დაც მუ­შა­ობ­და სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან და, მე­ო­რეც, ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, ქარ­თულ-ამე­რი­კულ სკო­ლა­ში, ეთი­კი­სა და ტო­ლე­რან­ტო­ბის, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლო­ბით და­ვიწყე და ინ­კ­ლუ­ზი­ის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ, ჩე­მი­თაც და უცხო­ურ ვორ­კ­შო­ფებ­ზე, ბევ­რად ად­რე მი­ვი­ღე ცოდ­ნა, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზებ­და რა­ი­მეს. თუმ­ცა, რო­გორც კი სა­მი­ნის­ტ­რომ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა, ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთარ­გ­მ­ნი­დი ნორ­ვე­გი­ე­ლი თუ ბრი­ტა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის სლა­ი­დებს და ასეც ვიღ­რ­მა­ვებ­დი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ცოდ­ნას, რო­მე­ლიც აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის იმ ლა­მაზ ბი­ჭუ­ნას­თან სა­მუ­შა­ოდ უნ­და გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ცალ­კე მჯდო­მი, კლა­სის ყვე­ლა­ზე ბნელ კუთხე­ში რომ დამ­ხ­ვ­და. პირ­ვე­ლი­ვე დღეს კლასს ხუთ­წუ­თი­ა­ნი და­ვა­ლე­ბა მი­ვე­ცი, ბიჭს კი, თა­ვის მერ­ხ­ზე, ჩემს ლეპ­ტოპ­ში  უხ­მო ფილ­მი – „Signs“ ჩა­ვურ­თე და და­ვაკ­ვირ­დი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მან ინ­გ­ლი­სუ­რი ფრა­ზე­ბი მშვე­ნივ­რად გა­ი­გო და მათ შე­სა­ხებ რუ­სუ­ლად და­მიწყო სა­უ­ბა­რი. ასე, რუ­სულ-ინ­გ­ლი­სუ­რად, და­ვიწყეთ კო­მუ­ნი­კა­ცია და დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ საქ­მე ისე სუ­ლაც არ იყო, რო­გორც ამას ძვირ­ფა­სი კო­ლე­გე­ბი მი­წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებ­დ­ნენ. მოკ­ლედ, ავ­მუ­შავ­დით, ყო­ველ გაკ­ვე­თილ­ზე მის­თ­ვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი მიმ­ქონ­და, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, რო­მელ­შიც აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბო­და და მა­ლე­ვე სა­მე­ნო­ვა­ნი ტექ­ს­ტე­ბის წე­რა­ზე გა­და­ვე­დით. საქ­მე ისე იყო, რომ რო­ცა მე გაკ­ვე­თილს სხვა კლას­ში ვა­ტა­რებ­დი, ბი­ჭი კლა­სი­დან გა­მო­დი­ო­და და სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სკო­ლის დე­რეფ­ნებ­ში და­მე­ძებ­და. თუ ღია კარ­ში სად­მე მომ­კ­რავ­და თვალს, სხვე­ბის გაკ­ვე­თილ­ზე შე­მო­ვი­დო­და, ჩე­მი მა­გი­დის გვერ­დ­ზე სკამს დგამ­და, ჯდე­ბო­და და ასე მის­მენ­და.

ერ­თი წლის შემ­დეგ სკო­ლამ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის კონ­კურ­სი გა­მო­აცხა­და, რო­მელ­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვე­ბი, თუმ­ცა ამა­ოდ. სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა სპეც­პე­და­გო­გი­კის მა­გისტრს მი­ა­ნი­ჭა იმ მო­ტი­ვით, რომ მას ჩემ­ზე მე­ტი კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და. არა­და, ასე სუ­ლაც არ იყო, მა­ლე­ვე, დი­რექ­ცი­ა­მაც და კო­ლე­გებ­მაც და­ი­ნა­ხეს, რო­გორ ვუ­ზი­ა­რებ­დი ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნას ცოდ­ნას, ვად­გე­ნი­ნებ­დი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და ჩემს დრო­სა და ენერ­გი­ას უშურ­ვე­ლად ვუ­ნა­წი­ლებ­დი.

მოკ­ლედ, იმ წელს, ვერ გავ­ხ­დი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ამ პრო­ფე­სი­ის შე­თავ­სე­ბის უფ­ლე­ბა­საც იძ­ლე­ო­და. სხვა­თა შო­რის, სა­მი­ნის­ტ­რომ, გა­მოც­დე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უს­წ­რა­ფე­სად და იოლად მო­ა­ხერ­ხა ისე­თი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რომ­ლი­თაც თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ი­თაც მო­მუ­შა­ვე ბევ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა – ან სპეც­მას­წავ­ლებ­ლო­ბა აერ­ჩი­ათ, ან საგ­ნის სწავ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ვე ორი­ვე დარ­გ­ში საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა მა­ლე­ვე და­ტო­ვეს ორი­დან ერთ-ერ­თი. სკო­ლებ­შიც ბევ­რი ახა­ლი, გა­მო­უც­დე­ლი კად­რი გაჩ­ნ­და, რო­მელ­თა ნა­წი­ლი დღე­საც ელის 120-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გის გავ­ლას და სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბას.

თუ დე­და­ქა­ლაქ­ში ვე­რა, სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა, სა­მი­ნის­ტ­როს ობი­ექ­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის წყა­ლო­ბით, ქუ­თა­ის­ში, ჩემს მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში, მა­ინც შევ­ძე­ლი და უკ­ვე მე­ექ­ვ­სე წე­ლია, ვკა­ფავ არას­წორ ხედ­ვებს, მცდარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს მო­ტი­ვით, რომ „სამ­კა­ლი ფრი­ად არს, ხო­ლო მუ­შაკ­ნი – მცი­რედ“! მე სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი – ჩემ მსგავ­სად, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არა­ერ­თ­მა კომ­პე­ტენ­ტურ­მა/სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­მა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ი­ღო, დათ­მო, რა ვი­ცი, რა­ნა­ი­რად მო­პო­ვე­ბუ­ლი საგ­ნის სა­ა­თე­ბი და წა­მო­ვი­და სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გი­კა­ში. დღეს კი, ისი­ნიც ჩემ­სა­ვით თვლი­ან, რომ „ეკუთ­ვ­ნით არა­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა და ისე­ვე იმ­სა­ხუ­რე­ბენ ამაღ­ლე­ბულ სტა­ტუსს, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის სი­ხა­რულ­სა და პრო­ფე­სი­ულ სქე­მა­ში ჩარ­თ­ვას, რო­გორც ამას მა­თი კო­ლე­გე­ბი, თუმ­ცა „სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში“ მო­მუ­შა­ვე საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ახერ­ხე­ბენ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და­ზე ერ­თი კრე­დი­ტი მო­ი­პო­ვეს, ოთხი, შვი­დი თუ ათი და იმის მი­უ­ხე­და­ვა­დაც, ეს ამ­ბა­ვი ერ­თი წლის მან­ძილ­ზე მო­ა­ხერ­ხეს, ოთხის, შვი­დის თუ ათის“ (ამო­ნა­რი­დი მი­ნის­ტ­რი­სად­მი PUBLIKA.GE-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჩვე­ნი­ვე წე­რი­ლი­დან). ჩვენ კი, მი­უ­ხე­და­ვად მათ­და­მი გა­წე­უ­ლი დი­დი შრო­მი­სა, მათ­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი ბევ­რი რე­სურ­სი­სა, და­წე­რი­ლი სტა­ტი­ი­სა თუ ინ­კ­ლუ­ზი­ის დარ­გ­ში, სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით­ვე, გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რო­ბი­სა, მა­ინც 400-ლა­რი­ან ხელ­ფას­ზე ვმუ­შა­ობთ.

დი­ახ, ასეა:

✔ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხე­ლა­ღე­ბით ჩა­მო­ა­შო­რეს თა­ვი­ანთ სფე­რო­ებს, თუმ­ცა არ აძ­ლე­ვენ საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას;

✔სა­მი­ნის­ტ­რო და გა­ნათ­ლე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტი, ამ­დე­ნი წე­ლია, სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით გვპირ­დე­ბა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბას, თუმ­ცა — ამა­ოდ;

✔მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მოთხოვ­ნი­სა, სა­მი­ნის­ტ­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნას, რაც არ­თუ­ლებს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მათ სრულ­ყო­ფი­ლად ჩარ­თ­ვას და სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს ბევრ თავ­სა­ტეხს უჩენს;

✔ სა­მი­ნის­ტ­რომ ვერ შექ­მ­ნა ბერ­კე­ტი, რი­თაც საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებს ხელს შე­უწყობს/მოს­თხოვს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან საგ­ნობ­რი­ვად მუ­შა­ო­ბას და ამით სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს ჩა­მო­ა­შო­რებს „რე­პე­ტი­ტო­რის“ აუნაზღა­უ­რე­ბელ ფუნ­ქ­ცი­ას;

✔ სა­მი­ნის­ტ­რო ვერ აკონ­ტ­რო­ლებს, რა­ში იხარ­ჯე­ბა სკო­ლე­ბის­თ­ვის ინ­კ­ლუ­ზი­ის სა­ხე­ლით გა­და­რიცხუ­ლი ხარ­ჯე­ბი, ეს კი არ­თუ­ლებს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სწავ­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქაც ფა­სა­დუ­რი რჩე­ბა. სა­მი­ნის­ტ­რომ დღემ­დე ვერ უზ­რუნ­ველ­ყო, თუნ­დაც, მხო­ლოდ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე­თი კამ­პა­ნი­ის წა­მოწყე­ბა, რო­მე­ლიც ამ დარ­გ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბას აამაღ­ლებ­და. დღე­საც ხომ ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ დი­რექ­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გულ­ში თუ ხმა­მაღ­ლა კვლავ ოც­ნე­ბობს სწავ­ლე­ბის სეგ­რე­გი­რე­ბულ მო­დე­ლებ­ზე, არ მი­აჩ­ნი­ათ რა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ნა­არ­სე­ბო­ბის ღირ­სად;

✔  ბევრს არც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი თუ ბავ­შ­ვის ასის­ტენ­ტი მი­აჩ­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად;

✔ სწო­რედ ამ მი­ზეზ­თა გა­მოა, რომ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­და­აქვს სა­მი­ნის­ტ­როს დარ­გი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს სკო­ლებ­ში არც თუ იშ­ვი­ა­თია უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა და დის­კ­რი­მი­ნა­ცია, ჩაგ­ვ­რა/ბუ­ლინ­გი, რო­მე­ლიც მთე­ლი სიმ­ძაფ­რით იმა­ლე­ბა, არა­და, დო­მი­ნოს თე­ო­რია კვლავ ძა­ლა­შია და არა­ვის ინ­დობს (http://mastsavlebeli.ge/?p=24555);

✔ სა­მი­ნის­ტ­რომ ჯე­რაც ვერ უზ­რუნ­ველ­ყო, რომ ყვე­ლა სკო­ლა­ში იყოს გა­მო­ყო­ფი­ლი ფარ­თე­ბი კომ­ფორ­ტუ­ლი რე­სურ­სო­თა­ხე­ბის­თ­ვის;

✔ სა­მი­ნის­ტ­რომ აქამ­დე ვერ უზ­რუნ­ველ­ყო, რომ მი­ზე­რუ­ლი ანაზღა­უ­რე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს არ სჭირ­დე­ბო­დეთ ბრძო­ლა ინ­დ­გეგ­მე­ბის ჯგუ­ფე­ბის შე­საკ­რე­ბად, საგ­ნობ­რი­ვი გეგ­მე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად. შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად (http://mastsavlebeli.ge/?p=26951), ვერ ხერ­ხ­დე­ბა ისე­თი ბა­ზის შექ­მ­ნა, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფერს პროგ­რა­მა გა­ა­კონ­ტ­რო­ლებ­და და სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს აღარ დაგ­ვ­ჭირ­დე­ბო­და თუნ­დაც იმა­ზე ხვეწ­ნა-მუ­და­რა, რომ გვი­ჩან­დეს სსსმ ბავ­შ­ვის ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი, რა­თა თა­ვი­სუფ­ლად დავ­გეგ­მოთ ჩვე­ნი;

✔ სა­მი­ნის­ტ­რომ ერ­თხე­ლაც ვერ უზ­რუნ­ველ­ყო სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი­კის დარ­გ­ში კონ­ფე­რენ­ცი­ის, ვორ­კ­შო­ფი­სა თუ სე­მი­ნა­რე­ბის და­გეგ­მ­ვა და ჩა­ტა­რე­ბა;

✔ სა­მი­ნის­ტ­რომ ერ­თხე­ლაც ვერ მო­ა­ხერ­ხა, მშო­ბელ­თათ­ვის ფო­რუ­მე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სწავ­ლის წა­ხა­ლი­სე­ბის სის­ტე­მა შე­ექ­მ­ნა, რა­თა მე­ტი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ე­ხა­ტა ისე­დაც ურ­თუ­ლეს ემო­ცი­ურ თუ სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში მყო­ფი მშობ­ლე­ბის­თ­ვის;

✔ ეს იმ ფონ­ზე ხდე­ბა, რო­ცა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რი გვი­წევს სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს;

✔ იმ ფონ­ზე, რო­ცა ჩვენს უცხო­ელ კო­ლე­გებს, საგ­ნის პე­და­გო­გებ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა აქვთ (სხვა­თა შო­რის, ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2016 წელს ვწერ­დი, თუმ­ცა ამა­ოდ);

✔ იმ ფონ­ზეც, რო­ცა სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რა­თა ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე წარ­მა­ტე­ბით გა­და­სუ­ლიყ­ვ­ნენ. პი­რა­დად მე, არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა-ტრე­ნინ­გი ჩა­ვა­ტა­რე და ღა­მის სა­ა­თებ­შიც კი მიხ­დე­ბო­და სკო­ლა­ში ყოფ­ნა, რა­თა თი­თო­ე­ულ მათ­განს სა­ბუ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­სა თუ კვლე­ვის წე­რა­ში დავ­ხ­მა­რე­ბო­დი.

და არა მხო­ლოდ მე. ჩვენს დარ­გ­ში არა­ერ­თი პე­და­გო­გია, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ სა­მი­ნის­ტ­რო უსა­მარ­თ­ლოდ მო­ექ­ცა. აი, ისი­ნიც:

ირი­ნა ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლი: „2003 წელს და­ვამ­თავ­რე სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სპე­ცი­ა­ლო­ბით „კო­რექ­ცი­უ­ლი პე­და­გო­გი­კა“. მას შემ­დეგ, უწყ­ვე­ტი სტა­ჟით ვი­მუ­შა­ვე შშმ პი­რე­ბის მას­წავ­ლებ­ლად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. 2014 წლი­დან კი ვმუ­შა­ობ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად. წარ­მა­ტე­ბით მაქვს გავ­ლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი 120-სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ვა­ლი კურ­სი და სხვა მრა­ვა­ლი ტრე­ნინ­გი. ამას­თა­ნა­ვე, ვარ 2019 წლის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით, სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვით და სი­ახ­ლე­ე­ბის ძებ­ნით ვზრუ­ნავ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სწავ­ლა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. უდი­დე­სი სურ­ვი­ლი მაქვს, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მამ მომ­ცეს გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. გულ­და­საწყ­ვე­ტია, რომ ჩე­მი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი არ არის გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რ­თან. სა­სურ­ვე­ლია, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ი­აზ­რე­ბო­დეს მას­წავ­ლებ­ლის ცნე­ბის ქვეშ და ჰქონ­დეს ანა­ლო­გი­უ­რი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი რო­გორც კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბით, ასე­ვე ანაზღა­უ­რე­ბის მხრივ“.

ანა ბე­რი­ძე: „ჩვენ, სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს, რო­გორც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ პი­რებს, საგ­ნობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით, წლე­ბია გვი­წევს არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა; ჩვენ­თ­ვის, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ არ­სე­ბობ­და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა; დრო­უ­ლად არ ჩაგ­ვ­რ­თო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში, რის გა­მოც დავ­ზა­რალ­დით რო­გორც მო­რა­ლუ­რად, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რად; საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ კრე­დი­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აემაღ­ლე­ბი­ნათ სტა­ტუ­სი; დღემ­დე დი­დი მო­ლო­დი­ნით ვე­ლო­დით კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბას, თუმ­ცა ეს გა­მოც­დე­ბი არ და­ი­ნიშ­ნა, რად­გან ამის მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა „ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მია“…

და აქ­ვე გკითხავთ, ბა­ტო­ნე­ბო: ნუ­თუ პან­დე­მია მა­შინ არ ვრცელ­დე­ბა ჩვენ­ზე, რო­დე­საც, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, კა­ნო­ნი მხო­ლოდ სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს სკო­ლა­ში სი­ა­რულს?!“ (ამო­ნა­რი­დი მის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი პე­ტი­ცი­ი­დან).

ნა­ტა­ლი ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი: „პრო­ფე­სი­ით სურ­დო-პე­და­გო­გი და ლო­გო­პე­დი ვარ, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს ას­პი­რან­ტუ­რაც, ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვა­ტო­რი ამ ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იყო. ყვე­ლას არ შე­უძ­ლია მათ­თან მუ­შა­ო­ბა, მე კი, რად­გან ეს საქ­მე კარ­გად გა­მომ­დი­ო­და და მიყ­ვარ­და ეს სფე­რო, არას­დ­როს მი­ფიქ­რია პრო­ფე­სი­ის შეც­ვ­ლა­ზე.

სკო­ლა­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ, არ­სე­ბო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც დი­დი სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვთ — არ იცი­ან კითხ­ვა, ვერ ან­გა­რი­შო­ბენ, ვერ ასა­ხე­ლე­ბენ კვი­რის დღე­ებს, თუმ­ცა მათ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მით მუ­შა­ო­ბას არა­ვინ მი­იჩ­ნევს სა­ჭი­როდ, რად­გან ეს ზედ­მეტ თა­ვის ტკი­ვი­ლად მი­აჩ­ნი­ათ. ზედ­მეტ თა­ვის ტკი­ვი­ლად მი­აჩ­ნია 10-იდან 9 მას­წავ­ლე­ბელს, ბო­ლოს ის მე­ა­თეც სხვებს ბა­ძავს და სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი ისევ მხო­ლოდ ჩვენს ანა­ბა­რა რჩე­ბი­ან.

თუ მი­ზა­ნი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბაა, ნე­ბის­მი­ე­რი მიზ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი გზე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც უპი­რო­ბოდ ადეკ­ვა­ტუ­რი უნ­და იყოს; თუ ამა­ზეც ვთან­ხ­მ­დე­ბით, მა­შინ სსსმ მოს­წავ­ლე­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვაც ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს უნ­და მი­ვან­დოთ, რა­თა შეგ­ვეძ­ლოს მა­თი არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის! ჩვენს სფე­რო­ში კი ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით ხდე­ბა! ანუ ის, რაც დღეს ხდე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის და ამ დარ­გ­ში შე­მო­სუ­ლი, უკ­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კად­რის მი­მართ, ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ხე­ლის შეშ­ლა და დის­კ­რე­დი­ტა­ციაა“.

ჟა­ნა ნო­დია: „ეჰ,სიძ­ნე­ლე­ე­ბი იმ­დე­ნი იყო… მე მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის მა­გის­ტ­რი და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. 2017-2018 წლებ­ში გა­ვი­ა­რე მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მა (60-კრე­დი­ტი­ა­ნი), ასე­ვე გავ­ლი­ლი მაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის 120-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გი, წარ­მა­ტე­ბით. ვარ პროგ­რა­მა „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“ მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლე­ბე­ლი. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მარ­ნე­უ­ლის მე­სა­მე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლად ვი­მუ­შა­ვე. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში გავ­დი­ო­დით ათ­დღი­ან ტრე­ნინ­გებს, იქ მოხ­და ჩე­მი პირ­ვე­ლი ნათ­ლო­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მყა­რად მქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, მე­მუ­შა­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. იმა­ვე წელს, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე კონ­კურ­სის წყა­ლო­ბით, აფხა­ზე­თის მე­ხუ­თე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სპეც­პე­და­გო­გად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. და­მე­ნიშ­ნა ხელ­ფა­სი 210 ლა­რი. მუ­შა­ო­ბა იმ იმე­დით და­ვიწყე, რომ წინ უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბა მე­ლო­და და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბო­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 210 ლა­რი, თან ნა­ქი­რა­ვე­ბი ბი­ნა, ფი­ნან­სუ­რი სი­დუხ­ჭი­რე. ამ წლე­ბის აღ­წე­რა სიტყ­ვე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, ჯი­უ­ტად არ დავ­ტო­ვე ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბი და სამ­სა­ხუ­რი. სკო­ლის შე­ნო­ბის ერთ კუთხე­ში გა­და­ტიხ­რულ დე­რე­ფან­ში შე­ვუ­დე­ქი მუ­შა­ო­ბას. სკო­ლა­შიც სი­ცი­ვე, სახ­ლ­შიც სი­ცი­ვე. ამა­სო­ბა­ში ჯან­მ­რ­თე­ლო­ბაც შე­მე­ლა­ხა. რე­გი­ო­ნულ ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, ნა­სეს­ხე­ბი თან­ხით და გა­ხე­უ­ლი ფეხ­საც­მ­ლით ჩა­ვე­დი თბი­ლის­ში. შემ­თხ­ვე­ვით გა­ვი­გე ინ­ფორ­მა­ცია პრე­ტეს­ტის შე­სა­ხებ და ბო­ლო წამს მი­ვე­დი, ყო­ველ­გ­ვა­რი რე­გის­ტ­რა­ცი­ის გავ­ლის გა­რე­შე და ვითხო­ვე ნე­ბარ­თ­ვა. აქო­ში­ნე­ბულ-ანერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა ავი­ღე 37 ქუ­ლა. არა­ერ­თხელ დავ­წე­რე ჯგუფ­ში, რომ გა­მოც­და აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ევ­ლო თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს, კო­ვი­დის ფონ­ზეც კი, ონ­ლა­ინ მა­ინც. მაგ­რამ ისევ უარი, თან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი!

და ახ­ლა ვე­კითხე­ბი სა­მი­ნის­ტ­როს: რა­ტომ? რა და­ვა­შა­ვეთ?! მე­რამ­დე­ნედ გა­და­დე­ბუ­ლი გა­მოც­და და მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სი, რო­მე­ლიც პე­და­გოგს შიმ­ში­ლის ზღვარ­ზე ამ­ყო­ფებს. ეს სირ­ცხ­ვი­ლია, ვითხოვ ხე­ლ­ფა­სის მო­მა­ტე­ბას და უფ­რო­სი კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს.“

იაკო უნ­დი­ლაშ­ვი­ლი: „უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, საკ­მა­რი­სად უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს 120-სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ტრე­ნინ­გი, ვი­ნა­ი­დან იყო ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­სი. ასე­ვე, ტრე­ნინ­გ­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლა მო­დუ­ლის ბო­ლოს, ვა­ბა­რებ­დით გა­მოც­დას. ვითხოვთ, ამ ტრე­ნინ­გ­თან ერ­თად, გან­ხორ­ცი­ელ­დეს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის ფორ­მა­ტით დას­წ­რე­ბა და, შე­დე­გად, მოგ­ვე­მა­ტოს სტა­ტუ­სი­ცა და, შე­სა­ბა­მი­სად, ხელ­ფა­სიც.“

♦♦♦
ბა­ტო­ნო მი­ნის­ტ­რო, ჩვენს დარ­გ­ში მთქმე­ლი და სათ­ქ­მე­ლი კი­დევ ბევ­რია, მთა­ვა­რი კი ისაა, ქვეყ­ნის შიგ­ნით გუ­ლი­ა­ნი მსმე­ნე­ლი გვყავ­დეს და ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ შეც­ვა­ლოს დარ­გი.
ახა­ლი კვი­რა და­იწყო და ჩვენც თქვენ­გან ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბებს ვე­ლით. თუ არა, სულ ცო­ტა ხან­ში, ამ დარ­გ­ში დარ­ჩე­ნას ან მოს­ვ­ლას, არ ვი­ცი, ვინ მო­ი­სურ­ვებს  და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­ის ის ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ფა­სა­დიც ჩა­მო­იშ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც დღეს ასე იწო­ნებს თავს სა­ხელ­მ­წი­ფო, მის მიღ­მა მდგა­რი და­სა­ფა­სე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი, ჯერ კი­დევ, ღია ცას შეჰ­ყუ­რებს უკე­თე­სო­ბის დი­დი იმე­დე­ბით.

მა­რი­ამ გო­დუ­ა­ძე, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მკვლე­ვა­რი, ავ­ტო­რი, ყრუ-უსი­ნათ­ლო პირ­თა თარ­ჯი­მან-მეგ­ზუ­რი და ტრე­ნერ-ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები