3 დეკემბერი, შაბათი, 2022

მე მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, ვინც საკ­ლა­სო ოთახ­ში უდი­დე­სი ენერ­გი­ით ვივ­სე­ბი, ვი­საც შე­მიძ­ლია მოს­წავ­ლე­ებს სი­ხა­რუ­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბის უნა­რი ვა­ჩუ­ქო

spot_img

ლია მუკ­ბა­ნი­ა­ნი

სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ციპა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლას სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

1998 წელს და­ვამ­თავ­რე პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და იმ წელ­ს­ვე და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში. პე­და­გო­გი­უ­რი გზა, და­საწყი­სი­დან დღემ­დე, არ იყო მარ­ტი­ვად გასა­ვ­ლე­ლი. იყო ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, და­მარ­ცხე­ბა, უნ­დობ­ლო­ბა, მაგ­რამ იყო პა­ტარ-პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბე­ბიც, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­წ­მუ­ნა, რომ თუ ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯე­ბი, იმედს არ და­კარ­გავ, იბ­რ­ძო­ლებ, აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ და­სა­ხულ მი­ზანს და შე­დეგ­საც მი­ი­ღებ.

მახ­სოვს ჩე­მი პირ­ვე­ლი დღე და პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც ამ სკო­ლა­ში ჩა­ვა­ტა­რე. მა­შინ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რ­და ვი­ყა­ვი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის აუდი­ტო­რი­ი­დან პირ­და­პირ საკ­ლა­სო ოთახ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში. სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა მე-11 კლა­სამ­დე მი­მა­ცი­ლა და „ღმერ­თ­მა ხე­ლი მო­გი­მარ­თო­სო“ — მითხ­რა. ეს ფრა­ზა მა­შინ გზის და­საწყი­სის და­ლოც­ვად ჩავ­თ­ვა­ლე, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნ­და, რომ იმ კლას­ში შეს­ვ­ლა არა­ვის უნ­დო­და და არც დი­რექ­ტორს  ჰქონ­და იმის იმე­დი, რომ თავს გა­ვარ­თ­მევ­დი.

შე­ვე­დი კლას­ში და ფეხ­ზე წა­მომ­დ­გა­რი 18 ახალ­გაზ­რ­და ზე­მო­დან დამ­ყუ­რებ­და (ყვე­ლა ბი­ჭი). დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვე­ლო­დი პირ­ველ სა­მუ­შაო დღეს, თუმ­ცა არც მი­ფიქ­რია და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში, თით­ქ­მის 3-4 წლით უმ­ც­როს ახალ­გაზ­რ­დებ­თან თუ მო­მი­წევ­და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა. და აი ასე ვი­დე­ქი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, ალ­ბათ შე­ში­ნე­ბუ­ლიც კლას­ში და არ ვი­ცო­დი რა მექ­ნა. იმ წუ­თებს უნ­და გა­და­ეწყ­ვი­ტა ჩე­მი მო­მა­ვა­ლი, ან უნ­და ამეყ­ვა­ნა ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვი ხელ­ში და შემ­დეგ კლა­სი, ან სა­მუ­და­მოდ უარი  მეთ­ქ­ვა მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე, რაც ჩემ­თ­ვის მძი­მედ მი­სა­ღე­ბი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და. გა­ვი­ფიქ­რე, ან ახ­ლა ან არას­დ­როს-მეთ­ქი და და­ვიწყე. არ მახ­სოვს (არც გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ მახ­სოვ­და) რო­გორ და­ვიწყე, რა­ზე ვე­სა­უბ­რე, არ ვი­ცი რო­გორ და­ვამ­ყა­რე კო­მუ­ნი­კა­ცია, მე მა­თი არ მეს­მო­და, მათ კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თუ­ლი არ იცოდ­ნენ. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მთა­ვა­რი იარა­ღი სა­სა­უბ­რო ენაა, მაგ­რამ იქ, სა­დაც ერთმა­ნე­თის ენა არ ეს­მით ადა­მი­ა­ნებს, სა­ჭი­როა რა­ღაც უხი­ლა­ვი ძა­ლა და ენერ­გია, სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის, საგ­ნის, შრო­მი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რომ შე­ნი ირ­წ­მუ­ნონ. გაკ­ვე­თი­ლის დას­რუ­ლე­ბას გა­ნა­ჩე­ნი­ვით მო­ვე­ლო­დი, 45-მა წუთ­მა სწრა­ფად გა­ირ­ბი­ნა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­გო­ნე ჩემ­თ­ვის ჯა­დოს­ნუ­რი სიტყ­ვა — „მად­ლო­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლო“ და მივ­ხ­ვ­დი, ჩვენ შო­რის ის უხი­ლა­ვი ძა­ფი გა­ე­ბა, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად დი­დი ნდო­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის საწყი­სი იქ­ნე­ბო­და. და­ი­მე­დე­ბულ­მა  დავ­ტო­ვე საკ­ლა­სო ოთა­ხი, მაგ­რამ სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში ვიგ­რ­ძე­ნი, რომ მთე­ლი სხე­უ­ლი მი­ცახ­ცა­ხებ­და.

იმ დღი­დან კი­დევ ბევ­რ­ჯერ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას არ შევ­მ­ც­დარ­ვარ.  მას­წავ­ლებ­ლო­ბა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. სა­ო­ცა­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბაა, რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბის ან­თე­ბულ თვა­ლებ­ში სიყ­ვა­რულს, პა­ტი­ვის­ცე­მას, მად­ლი­ე­რე­ბას ხე­დავ.

პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ათ­მაგ­დე­ბა, რო­ცა მოს­წავ­ლე შენ­ში საყ­რ­დენ­სა და სა­ი­მე­დო ადა­მი­ანს ხე­დავს. რო­ცა იგი არა მხო­ლოდ საგ­ნის, არა­მედ ცხოვ­რე­ბის მას­წავ­ლებ­ლა­დაც გთვლის.

მე მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, ვინც საკ­ლა­სო ოთახ­ში უდი­დე­სი ენერ­გი­ით ვივ­სე­ბი, ვი­საც შე­მიძ­ლია მოს­წავ­ლე­ებს სი­ხა­რუ­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბის უნა­რი ვა­ჩუ­ქო. ბედ­ნი­ერი ვარ, კონ­კურ­სე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­ცა ვხე­დავ მად­ლი­ერ, სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს.

სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბი­სა და მე­ტი კარ­გი საქ­მის კე­თე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი  მომ­ცა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მამ. უფ­რო აქ­ტი­უ­რად და­ვიწყე  კო­ლე­გებ­თან და თემ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.   ამ პროგ­რა­მა­ში 2016 წლი­დან ვარ ჩარ­თუ­ლი. ვიც­ნობ­დი ბევრ წარ­მა­ტე­ბულ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბელს, თვალს ვა­დევ­ნებ­დი მათ საქ­მი­ა­ნო­ბას, მომ­წონ­და მა­თი მიდ­გო­მე­ბი. პრო­ექ­ტ­მა და­მა­ნა­ხა, რას ნიშ­ნავს იყო ძლი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ნო­ვა­ტო­რი გუნ­დის წევ­რი. თავ­და­უ­ზო­გა­ვად იბ­რ­ძო­დე არა­ქარ­თულ თემ­ში მა­თი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად,  კო­ლე­გე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი  გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის ისე, რომ ბრძო­ლის მთა­ვა­რი იარა­ღი პრო­ფე­სი­ის, ენის, ქვეყ­ნის და, უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი იყოს. მე ეს გა­მოვ­ცა­დე…

ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა წი­ნაპ­რე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ და­სახ­ლ­დ­ნენ საქ­რ­თ­ვე­ლო­ში, თავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რე­ბად უნ­და გრძნობ­დ­ნენ. ამი­სათ­ვის კი მთა­ვა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნაა. ამი­ტომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს ჩვე­ნი მი­სია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბა. ჩვენ უნ­და გავ­დოთ ხი­დი  თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს შო­რის.

ყა­რა­ჯა­ლას სა­ჯა­რო სკო­ლა ჩე­მი მე­ო­რე ოჯა­ხია, ამ ოჯახ­მა თბი­ლად მი­მი­ღო. მეც მათ­თან ერ­თად გა­ვი­ზარ­დე და გან­ვ­ვი­თარ­დი პრო­ფე­სი­უ­ლად, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე . გა­და­ვა­ფა­სე ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. აქ სა­ო­ცა­რი გა­რე­მოა — თბი­ლი და ურ­თი­ერ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი. ნდო­ბის ხა­რის­ხი იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ ჩე­მი კო­ლე­გე­ბი ფიქ­რო­ბენ, მე ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცი და შე­მიძ­ლია მა­თი დახ­მა­რე­ბა. მად­ლო­ბას მიხ­დი­ან იმის­თ­ვის, რომ ვარ­სე­ბობ და მათ­თან ვარ. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მეტ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მა­კის­რებს. აქ არ არ­სე­ბობს ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით კო­ლე­გის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, აქ ყვე­ლა „ჩვენ“ ვართ და ერ­თად ვე­ჭი­დე­ბით ყო­ველ სი­ახ­ლე­სა და გა­მოწ­ვე­ვას. რო­ცა რა­ი­მეს ვა­კე­თებ, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­დან დაწყე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა ცდი­ლობს და­მეხ­მა­როს, გვერ­დით და­მიდ­გეს. ასე­თი ერ­თი­ა­ნო­ბა და მხარ­და­ჭე­რა უფ­რო გმა­ტებს მო­ტი­ვა­ცი­ას და გინ­და ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯო სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად.

ვი­სურ­ვებ­დი, ისე­თი მე­გობ­რუ­ლი, ერ­თ­მა­ნე­თის მი­ღე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რიც ჩვენს სკო­ლა­შია, სუ­ფევ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შო­რის, გა­ნურ­ჩევ­ლად ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნი­სა, რად­გან ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად უნ­და ავა­შე­ნოთ ტო­ლე­რან­ტულ, ჰუ­მა­ნურ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები