27 ივლისი, შაბათი, 2024

მე – კალამი

spot_img

მა­კა ხე­ლა­ძე
თბი­ლი­სის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო 2021-ის სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რი

 

მე­თოდ­მა „მე – კა­ლა­მი“ ჩემს პრაქ­ტი­კა­ში ძა­ლი­ან კარ­გად და სა­სარ­გებ­ლოდ იმუ­შა­ვა, კონ­კ­რე­ტუ­ლად, და­მეხ­მა­რა მოს­წავ­ლე­ებ­ში მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით მუ­შა­ო­ბა­ში, ფან­ტა­ზი­ის უნა­რის გაზ­რ­და­ში, გა­წაფ­ვა­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი კარ­გად არ­თ­მევ­დ­ნენ თავს წი­ნა­და­დე­ბის აგე­ბას, ამ­ბის აწყო­ბას და ტექ­ს­ტის შედ­გე­ნის პრინ­ციპს, მა­გა­ლი­თად, რომ ტექ­ს­ტი, ამ­ბა­ვი ჯერ უნ­და და­იწყოს, შემ­დეგ გან­ვი­თარ­დეს რა­ღაც მოვ­ლე­ნამ­დე და უნ­და ჰქონ­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ფი­ნა­ლი.

მოს­წავ­ლე­ებს ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი მე­თო­დი ეხ­მა­რე­ბა, რომ გა­მო­ი­მუ­შა­ონ ფან­ტა­ზი­ის, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის  უნა­რე­ბი, გახ­დ­ნენ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი, კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი, უფ­რო შე­მოქ­მე­დე­ბი­თე­ბი, ააგონ რამ­დე­ნი­მე­სიტყ­ვი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბა, და­აკ­ვირ­დ­ნენ, მა­გა­ლი­თად, რო­გორ უნ­და ჩა­ი­წე­როს ეს წი­ნა­და­დე­ბა და ამის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხედ­ვით მი­ი­ღონ. მათ უჩ­ნ­დე­ბათ გან­ც­და, რომ ისი­ნი თა­ვად კითხუ­ლო­ბენ თა­ვი­სუფ­ლად ამ ტექ­ს­ტებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს არ არის რე­ა­ლუ­რად ასე, ბავ­შ­ვი თა­ვის­თა­ვად არ კითხუ­ლობს ამ ტექსტს და­მო­უ­კი­დებ­ლად, რად­გან ეს წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა. ჩვენ ბავ­შ­ვებს ვაჩ­ვევთ ტექ­ს­ტის მთლი­ა­ნო­ბა­ში აღ­ქ­მას. აქ­ვე შე­იძ­ლე­ბა ჩარ­თუ­ლი იყოს მთლი­ან სიტყ­ვა­თა მე­თო­დი, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას და ბავ­შ­ვებს უჩენს გან­ც­დას, რომ ისი­ნი უკ­ვე კითხუ­ლო­ბენ თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას და უკ­ვე კარ­გად ცნო­ბენ ასო-ბგე­რებს, ახ­დე­ნენ მათ სინ­თეზს და შემ­დეგ სიტყ­ვის წარ­მოთ­ქ­მას. ამ მე­თო­დის ძლი­ერ მხა­რედ სწო­რედ ეს სა­კითხე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ.

მე­თო­დის „მე — კა­ლა­მი“ მი­ზა­ნია ბავ­შ­ვის ფან­ტა­ზი­ის გა­წაფ­ვა, წი­ნა­და­დე­ბის აგე­ბა, სი­უ­ჟე­ტის აწყო­ბა და შემ­დეგ მო­ცე­მუ­ლი ტექ­ს­ტის ილუს­ტ­რი­რე­ბა. თე­მა, ცხა­დია, მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს იყოს: საყ­ვა­რე­ლი სა­თა­მა­შო, უბ­რა­ლოდ, სას­კო­ლო ნივ­თი ან ირ­გ­ვ­ლივ, ჩვენს ფე­რად სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­ნი. ამით მოს­წავ­ლე­ებს წე­რა გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ და მა­თი ფან­ტა­ზია გან­სა­კუთ­რე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­რუ­ლებს კალ­მის ფუნ­ქ­ცი­ას, და­ფა­ზე აკ­რავს ე.წ. ფლიპ­ჩარტს, ანუ სუფ­თა ქა­ღალდს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და­ხა­ზუ­ლი, რომ წე­რის დროს მან ხა­ზის სის­წო­რე და­იც­ვას და ბავ­შ­ვებ­მა კარ­გად, მკა­ფი­ოდ და­ი­ნა­ხონ ყვე­ლა ასო-ბგე­რა, მა­თი მო­ხა­ზუ­ლო­ბა, მდე­ბა­რე­ო­ბა ხაზ­ზე. თი­თო მოს­წავ­ლე თი­თო წი­ნა­და­დე­ბას კარ­ნა­ხობს მას­წავ­ლე­ბელს, ანუ ერ­თი მოს­წავ­ლე – ერთ წი­ნა­და­დე­ბას, შემ­დეგ, ლო­გი­კუ­რი ბმით – მე­ო­რე მოს­წავ­ლე და ასე გრძელ­დე­ბა, სა­ნამ ტექ­ს­ტი არ მი­ი­ღებს სრულ­ყო­ფილ ფორ­მას.

თუ კლას­ში ბევ­რი მოს­წავ­ლეა და ბევ­რი წი­ნა­და­დე­ბის და­წე­რა მოგ­ვი­წევს, შეგ­ვიძ­ლია, ბავ­შ­ვე­ბი ჯგუ­ფე­ბად დავ­ყოთ და ყვე­ლა ჯგუფს თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­ტა­რა და­ვა­ლე­ბა მივ­ცეთ, მა­გა­ლი­თად, ერ­თ­მა საყ­ვა­რელ სა­თა­მა­შო­ზე და­წე­როს, მე­ო­რემ – ში­ნა­ურ ცხო­ველ­ზე, მე­სა­მემ – თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნით, მა­გა­ლი­თად, წიგ­ნი აალა­პა­რა­კოს და წიგ­ნ­ზე და­წე­როს რა­ი­მე მკა­ფი­ოდ.

შედ­გე­ნილ ტექსტს აუცი­ლებ­ლად  ვკითხუ­ლობთ ხმა­მაღ­ლა, მკა­ფი­ოდ, შემ­დეგ ვკითხუ­ლობთ ერ­თობ­ლი­ვად, ანუ ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად, ამის შემ­დეგ კი, მარ­თუ­ლი კითხ­ვის მე­თოდს ვი­ყე­ნებთ, რო­დე­საც ვკითხუ­ლობთ ერთ წი­ნა­და­დე­ბას და ბავ­შ­ვე­ბი იმე­ო­რე­ბენ ჩვენ მი­ერ წა­კითხულს. და­ბო­ლოს, ბავ­შ­ვე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლე­ბენ ახა­ლი ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვას.

ამ მე­თო­დით შედ­გე­ნი­ლი ტექ­ს­ტე­ბი კლას­ში თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას მქონ­და გაკ­რუ­ლი. ბავ­შ­ვებს ხში­რად ვა­მე­ო­რე­ბი­ნებ­დი მათ მი­ერ შედ­გე­ნილ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს და ძა­ლი­ან ხა­ლი­სობ­დ­ნენ. კითხ­ვა სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­გორც უკ­ვე გითხა­რით — ხმა­მაღ­ლა კითხ­ვა, ერ­თობ­ლი­ვად კითხ­ვა, კითხ­ვა სინ­ქ­რონ­ში, ანუ მარ­თუ­ლი კითხ­ვა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კითხ­ვა და ეს ძა­ლი­ან ახა­ლი­სებ­და პრო­ცესს.

რად­გან ასე­თი ტექ­ს­ტე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა დაგ­ვიგ­როვ­და, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ დაგ­ვერ­თო სა­ინ­ტე­რე­სო ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, ცხა­დია, ბავ­შ­ვე­ბის ხე­ლით და­ხა­ტუ­ლი, ასე ვთქვათ, კლა­სის ამ­ბე­ბი, აგ­ვე­კინ­ძა და გა­მოგ­ვე­ცა, ჩვე­ნი კლა­სის სა­ხე­ლით. შეგ­ვეძ­ლო, წაგ­ვე­კითხა პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ლე­ბის­თ­ვის და ისი­ნი პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მოგ­ვეწ­ვია.

1. ვარჩევთ სურათს

 

 

   

                         2. მოსწავლეები მკარნახობენ წინადადებებს, მე ვწერ 

 

 

3. დაწერილ ტექსტს ვკითხულობთ ერთობლივად 

 

4. ვჭრით სიტყვებად და ვიხსენებთ აწყობისას ამ სიტყვების თანმიმდევრობას, ვადარებთ ნიმუშს 

         

                            

5. დამუშავებულ ტექსტს ვჭრით, წინადადებებად ვაწყობთ ნიმუშის მიხედვით, ან ვიხსენებთ აწყობისას თანმიმდევრობას 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები