5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

მე ვარ…

spot_img

მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

„ერთ ბავშვს, ერთ მას­წავ­ლე­ბელს, ერთ წიგნს და ერთ კა­ლამს შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს მსოფ­ლიო“. ეს სიტყ­ვე­ბი მშვი­დო­ბის დარ­გ­ში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და ლა­უ­რე­ატს, მა­ლა­ლა იუსაფ­ზა­ის ეკუთ­ვ­ნის. 14 წლის მა­მა­ცი პა­კის­ტა­ნე­ლი გო­გო­ნას ამ შთა­მა­გო­ნე­ბელ­მა ფრა­ზამ, ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბელს, მკითხ­ველ­თა კლუ­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­კენ მი­ბიძ­გა. ჩვენს ახალ რუბ­რი­კა­ში სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კლუბ „კო­მო­რებ­ში“ წა­კითხულ და მო­მა­ვალ­ში წა­სა­კითხ წიგ­ნებს გირ­ჩევთ, რომ­ლე­ბიც, იმე­დი მაქვს, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სამ­ყა­როს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შეც­ნო­ბის გზა გახ­დე­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თ­ვის კი ბავ­შ­ვებ­თან თუ მო­ზარ­დებ­თან მი­სას­ვ­ლელ ხი­დად იქ­ცე­ვა.

რუბ­რი­კა „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ მკითხ­ველ­თა კლუ­ბი“ მინ­და გავ­ხ­ს­ნა ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა ფსი­ქო­დი­აგ­ნოს­ტი­სა და ფსი­ქო­კონ­სულ­ტან­ტის, ზან­და ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის სა­დე­ბი­უ­ტო წიგ­ნით „მე ვარ“, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ ახ­ლა­ხან გა­მოს­ცა. ეს წიგ­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი რე­სურ­სი და დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო იქ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თ­ვის.

                       რა­ზეა ეს წიგ­ნი?

რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, მწამს, რომ სამ­ყა­რო ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­ზე დგას. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია წიგ­ნი „მე ვარ“, რო­მე­ლიც სას­კო­ლო ასაკ­ში სამ ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბულ დი­აგ­ნოზ­ზე გვიყ­ვე­ბა. ესე­ნია: დის­ლექ­სია, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბის სინ­დ­რო­მი (ADHD) და ენის ბორ­ძი­კი.

ამ წიგ­ნით სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა გა­ვი­გოთ, რა არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თი­თო­ე­უ­ლი ამ დი­აგ­ნო­ზის­თ­ვის ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მა­თი მარ­თ­ვა. წიგ­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი გზამ­კ­ვ­ლე­ვია იმის გა­სა­გე­ბად, რას შე­იძ­ლე­ბა გრძნობ­დ­ნენ ამ დი­აგ­ნო­ზე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბი თუ მო­ზარ­დე­ბი და რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თონ მათ მხარ­და­სა­ჭე­რად მას­წავ­ლებ­ლებ­მა, მშობ­ლებ­მა და თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა.

რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და და­იწყოს დი­აგ­ნო­ზის სწო­რად დას­მი­თა და მის­თ­ვის სა­ხე­ლის დარ­ქ­მე­ვით, ამი­ტომ წიგ­ნ­ზე სა­უ­ბა­რი ჩვენც სწო­რედ ასე და­ვიწყოთ:

  1. დის­ლექ­სია, ანუ კითხ­ვის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბის 5-10%-ს, ანუ 100-იდან 5-10-ს აქვს. „დის­ლექ­სია თი­თო­ე­ულ ბავშვს თა­ვი­სე­ბუ­რად უვ­ლინ­დე­ბა. ზოგს ლექ­სე­ბის სწავ­ლა უჭირს და ახა­ლი სიტყ­ვე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა ან გა­მე­ო­რე­ბა, ზო­გი სიტყ­ვას ვერ და­მარ­ც­ვ­ლავს, ზო­გი რით­მებს ვერ იგებს, ზო­გი ასო­ებ­სა და ციფ­რებს არას­წო­რად, შებ­რუ­ნე­ბუ­ლად წერს. ზო­გი ძა­ლი­ან ნე­ლა კითხუ­ლობს, ასო-ასო, მაგ­რამ სწო­რად. ზო­გი სწრა­ფად კითხუ­ლობს, მაგ­რამ შეც­დო­მით“.
  2. ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბის სინ­დ­რო­მი (ADHD) ბავ­შ­ვე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 5-7%-ში, ანუ, და­ახ­ლო­ე­ბით, ყო­ველ მე-13 ბავ­შ­ვ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ყურადღე­ბის დე­ფი­ცი­ტია, რო­ცა ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ირ­გ­ვ­ლივ ხდე­ბა, ყუ­რადღე­ბა გე­ფან­ტე­ბა, ყვე­ლა­ფერს ერ­თ­დ­რო­უ­ლად აკ­ვირ­დე­ბი… მოს­მე­ნა არ გა­მოგ­დის კარ­გად და ბო­ლომ­დე, შუა გზა­ზე შე­იძ­ლე­ბა სხვა რა­მე­ზე და­იწყო ფიქ­რი და ვერ გა­ი­გო, რა გითხ­რეს; შე­იძ­ლე­ბა, კითხ­ვის დრო­საც კარ­გად წა­ი­კითხო, უშეც­დო­მოდ, მაგ­რამ არ გეს­მო­დეს, რა წა­ი­კითხე.
  3. ენის ბორ­ძი­კი, იგი­ვე მეტყ­ვე­ლე­ბის დი­ნე­ბის შე­ფერ­ხე­ბა მსოფ­ლი­ო­ში 70 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს აქვს. შე­იძ­ლე­ბა, ამ სა­ხე­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, გა­ი­გო­ნოთ ლო­გო­ნევ­რო­ზი, რო­მე­ლიც ამ სინ­დ­რო­მის სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი სა­ხე­ლია, ასე­ვე ენა­დაბ­მუ­ლი ან ენაბ­ლუ. მათ­გან არც ერ­თი ტერ­მი­ნი არაა სწო­რი და მათ არა­ვინ აღარ უნ­და იყე­ნებ­დეს. ამ დროს, „იცი, რა უნ­და თქვა, რო­გორ უნ­და თქვა, ძა­ლი­ან ბევ­რიც გაქვს სათ­ქ­მე­ლი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ არ გა­მოგ­დის. რაც მე­ტად ღე­ლავ ან ნერ­ვი­უ­ლობ, ან ფიქ­რობ იმა­ზე, რო­გორ უნ­და თქვა, უფ­რო ვერ ამ­ბობ“.

ზან­და ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­მა, რო­გორც ფსი­ქო­ლოგ­მა, სა­კუ­თარ მრა­ვალ­წ­ლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას მო­უ­ყა­რა თა­ვი და სა­მი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის: ნი­ნი­ას, კოს­ტა­სა და მა­შოს დახ­მა­რე­ბით, მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მი­სუ­ლი უამ­რა­ვი ბავ­შ­ვი და მო­ზარ­დი აამეტყ­ვე­ლა: „ამ წიგ­ნ­ში ჩვენ ვკითხუ­ლობთ უამ­რა­ვი ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას. მას­ში გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლია მა­თი ემო­ცი­ე­ბი, ფიქ­რე­ბი, სირ­თუ­ლე­ე­ბი და გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლია ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბის მო­ნა­ყო­ლით და არა ჩე­მი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით“.

სწო­რედ სა­და, მარ­ტი­ვი, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ენით გვი­ამ­ბო­ბენ ნი­ნია, კოს­ტა და მა­შო, რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა ამ დი­აგ­ნო­ზებ­თან ერ­თად.

უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა სწო­რედ ისაა, რომ არც მშო­ბელ­მა, არც მას­წავ­ლე­ბელ­მა, არც გარ­შე­მომ­ყო­ფებ­მა და შე­სა­ბა­მი­სად, არც ბავ­შ­ვებ­მა იცი­ან, რას­თან აქვთ საქ­მე. ამი­ტომ, დის­ლექ­სი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მოს­წავ­ლე ზარ­მაც, წიგ­ნე­ბის მო­ძუ­ლედ მი­იჩ­ნე­ვა; ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე მო­ზარ­დი წეს­რი­გის დამ­რ­ღ­ვევ, რთუ­ლად აღ­საზ­რ­დელ პი­როვ­ნე­ბად; ენის ბორ­ძი­კი კი გა­ნი­ხი­ლე­ბა შემ­თხ­ვე­ვად, რო­მელ­მაც მხო­ლოდ ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონ­ზე შე­იძ­ლე­ბა იჩი­ნოს თა­ვი.

ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ იც­ვ­ლე­ბა, რო­დე­საც ნი­ნია – ფსი­ქო­ლოგს, კოს­ტა – სპეც­მას­წავ­ლე­ბელს, ხო­ლო მა­შო ფსი­ქო­თე­რა­პევტს ხვდე­ბა, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ დას­ვან სწო­რი დი­აგ­ნო­ზი და ბავ­შ­ვებს ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში და­ეხ­მა­რონ. „ყვე­ლას შე­უძ­ლია ის­წავ­ლოს, იმუ­შა­ოს, იყოს ის, ვინც უნ­და, აირ­ჩი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სია, ჰყავ­დეს მე­გობ­რე­ბი. იყოს ბედ­ნი­ე­რი“ – ეუბ­ნე­ბა მა­შოს ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი. ამ წიგ­ნის ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზანს ეს სიტყ­ვე­ბი ბრწყინ­ვა­ლედ გა­მო­ხა­ტავს. დი­ახ! – არც ერ­თი დი­აგ­ნო­ზი არ არის გა­ნა­ჩე­ნი.

წიგ­ნ­ზე სა­უბ­რი­სას აუცი­ლებ­ლად უნ­და ვახ­სე­ნოთ სო­ფო კირ­თა­ძის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თ­გ­ვა­რი კო­მიქ­სია, ანუ წიგ­ნი წიგ­ნ­ში, და რო­მე­ლიც ზუს­ტად გად­მოს­ცემს ბავ­შ­ვე­ბის ემო­ცი­ებს, მიგ­ვი­თი­თებს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და დი­აგ­ნო­ზე­ბის­თ­ვის სწო­რი სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა ილუს­ტ­რა­ტო­რი­სა და ავ­ტო­რის ამ­გ­ვა­რი გა­დაწყ­ვე­ტაც: სა­მი­ვე დი­აგ­ნო­ზის მა­ტა­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვი ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობს. ერ­თ­მა­ნეთს ხში­რად ხვდე­ბი­ან სას­კო­ლო ოთა­ხებ­სა თუ დე­რეფ­ნებ­ში, ამ­ხ­ნე­ვე­ბენ და მხარს უჭე­რენ ერ­თ­მა­ნეთს.

ვის­თ­ვი­საა ეს წიგ­ნი?

ეს წიგ­ნი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საა, რომ­ლებ­საც აქვთ დის­ლექ­სი­ის, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბის სინ­დ­რო­მი ან ენის ბორ­ძი­კი, მაგ­რამ ასე­ვე არის:

♦ „მშობ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც ბევ­რი კითხ­ვა აქვთ – სურთ გა­ერ­კ­ვი­ონ შვი­ლე­ბის ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა თუ სურ­ვი­ლებ­ში; გა­ი­გონ, რო­გორ ესა­უბ­რონ ბავშვს ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზიტ­სა და დი­აგ­ნოზ­ზე“;

♦ „პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც გა­ეც­ნო­ბი­ან სპე­ცი­ფი­კურ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და მი­ნიშ­ნე­ბებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ და­ვეხ­მა­როთ ბავშვს გაკ­ვე­თილ­ზე. არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ხში­რად პე­და­გო­გია მთა­ვა­რი მო­დე­ლი იმი­სა, რო­გორ მო­ექ­ცე­ვი­ან ერ­თ­მა­ნეთს ბავ­შ­ვე­ბი“;

♦ „სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბის­თ­ვის, მეტყ­ვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტე­ბის­თ­ვის, ნევ­რო­ლო­გე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ, ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, წიგ­ნი გა­მო­ი­ყე­ნონ დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლად თვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის, თვით­რეფ­ლექ­სი­ის გაზ­რ­დი­სა და გა­მო­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში“.

ამას­თა­ნა­ვე, მუ­დამ უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ დი­აგ­ნო­ზის თვით­ნე­ბუ­რად დას­მა და­უშ­ვე­ბე­ლია და ყვე­ლა ეჭ­ვი აუცი­ლებ­ლად შე­სა­ბა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან უნ­და გა­და­მოწ­მ­დეს.

ზან­და ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის წიგ­ნის კი­დევ ერ­თი ღირ­სე­ბა ისაა, რომ ტექ­ს­ტე­ბი სრუ­ლა­დაა მორ­გე­ბუ­ლი დის­ლექ­სი­ი­სა და ADHD-ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ზე:

♦ დის­ლექ­სი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნი­ნი­ას ის­ტო­რი­ა­ში გვხვდე­ბა ხაზ­გას­მუ­ლი სიტყ­ვე­ბი, ასე­ვე ფე­რა­დი და დი­დი ასო­ე­ბი. სიტყ­ვე­ბის ასე მო­ნიშ­ვ­ნა კითხ­ვის სირ­თუ­ლის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლა­დაა – თა­ვი­დან ხში­რად გვხვდე­ბა, შემ­დეგ, გა­ვარ­ჯი­შე­ბის ხარ­ჯ­ზე, თან­და­თან იკ­ლებს და, ბო­ლო ნა­წილ­ში, დაღ­ლი­სა და გა­მო­ფიტ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ისევ იმა­ტებს.

♦ რო­ცა ADHD სინ­დ­რო­მის მა­ტა­რე­ბე­ლი კოს­ტა თა­ვის ამ­ბავს გვი­ამ­ბობს, ტექ­ს­ტ­ში გვხვდე­ბა ხაზ­გას­მუ­ლი, დახ­რი­ლად და­წე­რი­ლი ფრა­ზე­ბი, ასე­ვე ფე­რა­დი და დი­დი ასო­ე­ბი სიტყ­ვებ­ში. ასე­თი მო­ნიშ­ვ­ნა კითხ­ვი­სას კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლა­დაა.

გა­მო­ცე­მის მი­ზა­ნია, ბავ­შ­ვებ­მა იგ­რ­ძ­ნონ, რომ ისი­ნი მარ­ტო არ არი­ან – ამ დი­აგ­ნო­ზე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ჩვენ გარ­შე­მო. წიგ­ნ­ში დაგ­ხ­ვ­დე­ბათ ცა­რი­ე­ლი ფურ­ც­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვად მკითხ­ვე­ლებ­მა უნ­და შე­ავ­სონ. თი­თო­ე­ულ ასეთ ფურ­ცელს წინ შე­კითხ­ვე­ბი უძღ­ვის. მაგ., „იცო­დი, რა იყო დის­ლექ­სია? ვინ­მეს ხომ არ იც­ნობ, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა დის­ლექ­სია ჰქონ­დეს?“.

რას გვას­წავ­ლის ეს წიგ­ნი?

დის­ლექ­სია, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბის სინ­დ­რო­მი თუ ენის ბორ­ძი­კი არ ნიშ­ნავს, რომ ბავ­შ­ვი ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის არ არის, – გვე­უბ­ნე­ბა ავ­ტო­რი. დი­ახ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვ­დი­ო­დეს და თუ ვინ­მეს კითხ­ვის უნა­რი აქვს დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი, სა­მა­გი­ე­როდ, მე ხატ­ვა არ შე­მიძ­ლია, თქვენ კი შე­იძ­ლე­ბა მა­თე­მა­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნა არ შე­გეძ­ლოთ. აკი ამ­ბობს კი­დეც ნი­ნია, კითხ­ვა მი­ჭირს, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, მა­თე­მა­ტი­კის სა­კონ­ტ­რო­ლოს ჩემ­გან იწე­რე­ნო. ნი­ნი­ას კი­დევ ბევ­რი ნი­ჭი აქვს და აი, რა არის მი­სი ყვე­ლა­ზე დი­დი სურ­ვი­ლი: „მინ­და, ხე­დავ­დ­ნენ და ხში­რად ამ­ბობ­დ­ნენ, რა გა­მომ­დის კარ­გად. რი­სი კე­თე­ბა შე­მიძ­ლია. მინ­და, და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ჩე­მი კო­მიქ­სე­ბით, ნა­ხა­ტე­ბით, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბით. მინ­და, ისე და­მი­ნა­ხონ, რო­გორც მე ვხე­დავ ჩემ თავს“.

„შენც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხარ, კოს­ტა. ყვე­ლას გვი­ჭირს რა­ღაც. მაგ­რამ ეგ ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი არ ვართ? ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ხარ, ნი­ჭი­ე­რი, ცოცხა­ლი და მხი­ა­რუ­ლი. კარ­გად მღე­რი, კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი ხარ. კარ­გად სწავ­ლობ. სხვა ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მე გა­მოგ­დის“, – ეუბ­ნე­ბა კოს­ტას ნო­დო, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

რო­გორ და­მეხ­მა­რე­ბი იმა­ში, რომ დის­ლექ­სი­ა­ზე, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბის სინ­დ­რომ­სა და ენის ბორ­ძიკ­ზე ბევრს მო­ვუყ­ვეთ? გაქვს რა­მე იდეა? – სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლის შემ­დეგ გვე­კითხე­ბი­ან ნი­ნია, კოს­ტა და მა­შო.

მე თქვენ ამ წიგ­ნ­ზე მო­გი­ყე­ვით, ეს წიგ­ნი კი თა­ვად გი­ამ­ბობთ იმის შე­სა­ხებ, რომ მთა­ვა­რი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის მოს­მე­ნა, გა­გე­ბა და მოვ­ლე­ნე­ბის სწო­რად შე­ფა­სე­ბაა, რად­გან, რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, „ხში­რად ერ­თი ბავ­შ­ვი ახ­დენს გავ­ლე­ნას მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე; მე­ო­რე მხრივ კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია მას­ზე“.

რო­ცა ზან­და ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის სა­დე­ბი­უ­ტო წიგნს ვკითხუ­ლობ­დი, სულ თან მდევ­და ლინ­და მა­ლა­ლი ჰან­თის წიგ­ნ­ზე ფიქ­რი, რო­მელ­საც „თევ­ზი ხე­ზე“ ჰქვია და რომ­ლის მთა­ვარ გმირს, ელის, ნი­ნი­ას მსგავ­სად, დის­ლექ­სია აქვს. ვფიქ­რობ, სიმ­ბო­ლუ­რი იქ­ნე­ბა, თუ ზან­და ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის წიგ­ნ­ზე სა­უ­ბარს და­ვას­რუ­ლებ მიძღ­ვ­ნის ტექ­ს­ტით, რო­მე­ლიც ლინ­და მა­ლა­ლი ჰან­თის წიგნს აქვს წამ­ძღ­ვა­რე­ბუ­ლი: ეს წიგ­ნი ეძღ­ვ­ნე­ბათ „მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ში, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბავშვს ხე­და­ვენ; რომ­ლე­ბიც გვახ­სე­ნე­ბენ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი; რომ­ლე­ბიც ხელს გვიწყო­ბენ, ვი­ყოთ გა­მორ­ჩე­უ­ლი და არ ვე­ცა­დოთ, ერ­თ­მა­ნეთს და­ვემ­ს­გავ­სოთ.

ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც პო­უ­ლო­ბენ ში­ნა­გან ძა­ლას, ნე­ბის­მი­ერ სირ­თუ­ლეს გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ.

თქვენ გმი­რე­ბი ხართ. ეს წიგ­ნი თქვენ­თ­ვი­საა“.

რუბრიკის წარმდგენი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები