15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

მეხსიერების ფენომენი უცხო ენის დამოუკიდებლად შესწავლაში

spot_img
გვანცა ბერიაშვილი
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლისა და სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

სწავლა-სწავლების პროცესში დიდ როლს თამაშობს მეხსიერება, კერძოდ, რამდენად სწრაფად, ადვილად და ხარისხიანად შეუძლია პიროვნებას, მიიღოს და დაიმახსოვროს ახალი ინფორმაცია. ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია ადამიანის ისეთ იშვიათ ფენომენალურ შესაძლებლობასთან, როგორიცაა მეხსიერება. ამდენად, უპირველესად, საჭიროდ მივიჩნევთ, შევიქმნათ ზოგადი წარმოდგენა და კონკრეტული ცოდნა, მისგან გამომდინარე,ზოგადად ადამიანის და კერძოდ მოზარდის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.

მეხსიერება * ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარი. იგი მიეკუთვნება როგორც ბიოლოგიურ, ისე კოგნიტურშემეცნებით პროცესებს. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების მეშვეობით იღებს ინფორმაციას და, თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილების ნეირონების მეშვეობით, ინახავს გარკვეული დროის განმავლობაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პოულობს შენახულ ინფორმაციას და იყენებს მოთხოვნის შესაბამისად“.

მეხსიერების ფუნქციაა გამოცდილების შეძენა, წარსულში აღქმულისა და განცდილის შენახვა, მომავალ ქცევაში მისი გათვალისწინება და ჩართვა. მეხსიერება სხვა ფსიქიკური პროცესებისგან გამოირჩევა თავისი სირთულითა და მოცულობით, ფორმებისა და მექანიზმების სიმარტივით, ფართო დიაპაზონით. მეხსიერება მოიცავს როგორც აწმყოს, ისე წარსულსა და მომავალს. ის, რისი დამახსოვრებაც უნდა მოხდეს, ჯერ აწმყოში აღიქმება, შემდეგ ხდება აღქმულის შენახვა. აღქმული ინფორმაცია ფსიქიკაში ზოგჯერ უცვლელად ინახება,ზოგჯერ კი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და, ამდენად, წარსულს განეკუთვნება, რადგან წარსულში მიღებული ცოდნა მომავალში გამოყენებისთვის გვჭირდება-მეხსიერება არა მხოლოდ შენახვას, არამედ მომავალში მისი გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს.

თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესი და მეთოდოლოგია ითვალისწინებს ზემოაღნიშნულს. დღეს სწავლების პროცესი სხვადასხვა მეთოდისა და საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს, მიზანი კი ერთია: მოსწავლისთვის უფრო ადვილი გახდეს ახალი მასალის მიღება, აღქმა, გადამუშავება, შემდეგ კი რეალურ ცხოვრებაში გამოყენება საჭიროებისამებრ * დროდადრო ან ყოველდღიურად. საამისოდ, სხვადასხვა ხერხებთან ერთად, ვიყენებთ ვიზუალურ ეფექტებს, თვალსაჩინოებებს, სწავლა-სწავლებას ჩვეულებრივი თამაშის ხერხით ან როლური თამაშებით. ამასთან, გამოიყენება როგორც ინდივიდუალური, ისე წყვილური და ჯგუფური მუშაობის მეთოდი, შესაბამისი ტექსტების მოსმენა და ფილმების ჩვენება.

ცნობილია, რომ არსებობს ორი სახის მეხსიერება: მხედველობითი და სმენითი. სწავლა-სწავლების პროცესში ორივე აქტიურადაა ჩართული და მათი როლი ერთმნიშვნელოვანია. ადამიანს ყველა უნარი არ აქვს თანაბრად განვითარებული. ამიტომ, სწავლების დროს, აუცილებელია, გამოვიყენოთ ისეთი საშუალებები, რომლებიც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებზე იქნება გათვლილი და მათზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, უცხო ენის შესწავლის დროს, აქტუალურია როგორც მოსმენის ნაწილი, ისე ვიზუალიზაცია. საბედნიეროდ, დღეს საშუალება გვაქვს, ორივე შეუზღუდავად გამოვიყენოთ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე ინდივიდუალურად, თვითდასწავლის დროს.

მხედველობითი მეხსიერება კავშირშია ე.წ. ვილიამსის სინდრომთან, რაც შესაბამის ლიტერატურაში ასეა განმარტებული: მათთვის დამახასიათებელია კარგი, ხანგრძლივი მეხსიერება, კარგი მხედველობითი ხანმოკლე და კარგი მხედველობითი ხანგრძლივი აღქმა. ამ სინდრომის მქონე ბავშვები მგრძნობიარენი არიან“.

ჩვენ ირგვლივ არიან ბავშვები, რომლებიც მეტყველებენ უცხო ენაზე, ერთდროულად ითვისებენ როგორც მშობლიურს, ისე უცხო ენას. მათზე დიდ ზემოქმედებას ახდენს ვიზუალიზაცია, მოსწონთ მულტფილმების ყურება და ბაძავენ მოქმედ პერსონაჟებს, აჰყვებიან მათ და იწყებენ ფრაზებისა და სიტყვების გამეორებას. შემდეგ მეგობრებთან ინაწილებენ როლებს და ახდენენ ნანახის ინსცენირებას, რაც დადებითად აისახება მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე.

დღეს სკოლების პირველ კლასში მიდიან ბავშვები, რომელთაც ერთგვარი „წინა ცოდნა“ აქვთ და ეს საბავშვო ბაღის დამსახურებაა, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებსაც საერთოდ არ გაუვლიათ სწავლება და დამოუკიდებლად, ემპირიული ცოდნა შეიძინეს და დააგროვეს „უნებლიედ“, განუსაზღვრელად, შეიძლება ითქვას, გაუთვიცნობიერებლად. მართალია, ეს არ არის გააზრებული და ფუნდამეტური ცოდნა, მაგრამ წარმოადგენს ერთგვარ ბაზას, რისი დახვეწის შემთხვევაშიც, უთუოდ, მივიღებთ მეტ-ნაკლებად სასურველ შედეგს.

სწავლა-სწავლების პროცესში მეხსიერების როლი ერთ-ერთი ფუნდამეტური და უალტერნატივოა.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები