27 ივლისი, შაბათი, 2024

მეტაკოგნიციის გასავითარებელი აქტივობები სწავლა-სწავლების პროცესში

spot_img
მარინა აფრიამაშვილი
სსიპ ახალციხის №5 საჯარო სკოლის და სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ არლის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი

 

მეტაკოგნიცია ნიშნავს არაპირდაპირი გზით აგებულ სასწავლო პროცესს, ანუ არაპირდაპირ შემეცნებას. მოიცავს დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების უნარებს. მეტაკოგნიცია საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასაც ნიშნავს, აზროვნებას იმაზე თუ რა შემიძლია, რაში მჭირდება მეტი მუშაობა. მეტაკოგნიტური უნარები ვითარდება მაშინ, როცა შეგვიძლია დავგეგმოთ და გამოვიყენოთ სტრატეგიები საჭირო დროს, სწორად შევაფასოთ ესა თუ ის მეთოდი და გავიაზროთ, რომელი ან როგორი დავალების შესრულებაში გვეხმარება შერჩეული სასწავლო მეთოდები.

როდესაც მოსწავლეები ჩართული გვყავს ჯგუფური მუშაობის, დისკუსიის, პროექტისა და სხვა თანამშრომლობითი მეთოდის დაგეგმვაში, დროის გადანაწილებაში, განხორციელების გზების ძიებაში, სხვადასხვა სტრატეგიების ეფექტიანობის შეფასებაში, რაიმე კონკრეტული დავალების დასაძლევად ან პრობლემის გადასაჭრელად, ასეთი აქტივობებით ხელს ვუწყობთ მათი მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას, რადგან ამგვარად თვითონ არიან ჩართულები საკუთარი სწავლის აგების პროცესში, იაზრებენ სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს, ეჩვევიან დროის მართვას, რასაც გამოიყენებენ საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვისას.

მასწავლებელს, მეტაკოგნიტური უნარის გასავითარებლად, შეფასების კრიტერიუმების შედგენისას, შეუძლია ხშირად ჩართოს მოსწავლე, რომ მისთვის გამჭვირვალე იყოს, რას ითხოვენ მისგან, რაზე აქვს მეტი სამუშაო. ამგვარად, იგი აანალიზებს და აფასებს საკუთარ ცოდნას ობიექტურად, ადეკვატურად უმაღლდება თვითშეფასების უნარი.

მნიშვნელოვანია, როდესაც მასწავლებელი, სარეფლექსიო კითხვების მეშვეობით, აჯამებინებს მოსწავლეებს რაიმე თემას ან გაკვეთილს და ამგვარად აანალიზებენ მიღებულ ცოდნას, გამოყოფენ მათთვის მნიშვნელოვანს, საინტერესოს, ბუნდოვანს, რა გაიგეს და რა დარჩათ გაუგებარი.

მასწავლებელმა ხშირად უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს სხვადასხვა სტრატეგია, გრაფიკული ორგანიზატორები (მაგ., ვენის დიაგრამა, შედარების მატრიცა, შედეგების სქემა, ასოციაციური რუკა, მნიშვნელოვან სიტყვათა მეთოდი, მარკირების მეთოდი, პაუზებით კითხვა, დ.ა.შ.). მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ თითოეულზე, რისი შესრულების დროსაა ეფექტური და რატომ. ამგვარი გზით დაეუფლებიან სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს, რასაც სახლშიც გამოიყენებენ, დამოუკიდებლად მუშაობის დროს. სწორად დაგეგმავენ, რომელი სტრატეგიებით გადაამუშაონ ესა თუ ის დავალება, მასალა. შესაბამისად აღარ ექნებათ „ცოდნის ილუზია“, რაც ბევრჯერ წაკითხვასა და გაუაზრებლად დასწავლას  ნიშნავს. სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესში, ჯგუფური მუშაობისას, პროექტული სწავლებისას, პრეზენტაციის წარდგენისას დ.ა.შ.

სწავლა-სწავლების პროცესში მეტაკოგნიტური უნარების განვითარება ნიშნავს მოსწავლის მიერ არა მარტო ფაქტობრივი ცოდნის შეძენას, არამედ მის გამოყენებას, პროცედურული და პირობისეული სწავლების გზით.

როდესაც მოსწავლეს განვითარებული აქვს მეტაკოგნიტური უნარები, იცის როგორ დაგეგმოს, რა სტრატეგიები გამოიყენოს გამიზნულად, როგორ გადაამოწმოს ანუ გაუკეთოს მონიტორინგი საკუთარი სწავლის პროცესს და როგორ შეაფასოს იგი. სწორედ ასეთი არაპირდაპირი შემეცნებით განსხვავდება ძველი ტრადიციული სწავლებისგან ახალი კონსტრუქტივისტული სწავლება, რაც მოსწავლეების მიერ საკუთარი სწავლის პროცესის აგებას, შენებას გულისხმობს. ამგვარ მშენებლობაში მთავარი მშენებელი მოსწავლეა, ხარისხიანი მასალის მიმწოდებელი – მასწავლებელი, რომელიც ეფექტური ხარაჩოს როლს ასრულებს. რათა არ ჩამოინგრეს „შენობა“, მოსწავლისა და მასწავლებლის მიერ აგებული ცოდნა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები