18 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

„მეს­ხის ოჯა­ხი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მთე­ლი ხომ­ლია…“

spot_imgspot_img

 

ანა მეს­ხი (1851-1919)

მეს­ხე­ბის გვარ­მა XIX სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, კერ­ძოდ კი, მი­სი კულ­ტუ­რუ­ლი, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. ამ­ჯე­რად სი­მონ მეს­ხი­სა და მაგ­და­ლი­ნა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის (კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მა­მი­და) მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ან ოჯახს ვგუ­ლის­ხ­მობთ, რო­მელ­ში აღ­ზ­რ­დი­ლე­ბიც ერ­თ­გუ­ლად ემ­სა­ხურ­ნენ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას იმ რთულ და სა­ინ­ტე­რე­სო ეპო­ქა­ში. მათ წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის, მთარ­გ­მ­ნე­ლო­ბი­თი საქ­მის ის­ტო­რი­ა­ში. „უც­ნა­უ­რი ოჯა­ხია! ყო­ველ წევრს ში­ნა­გა­ნი დე­მო­ნი მი­ი­ზი­დავ­და კულ­ტუ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა­კენ… მეს­ხის ოჯა­ხი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მთე­ლი ხომ­ლია, რომ­ლის ყო­ვე­ლი სან­თე­ლი, მეტ-ნაკ­ლე­ბის სიძ­ლი­ე­რით, მაგ­რამ ერ­თ­გ­ვა­რის ურ­ყე­ვო­ბით იწ­ვო­და მრა­ვა­ლი წე­ლი“. ეს გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის, ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის სიტყ­ვე­ბია.

ჩვე­ნი რუბ­რი­კა ამ ოჯა­ხის ერთ-ერ­თი წევ­რის, სი­მონ მეს­ხი­სა და მაგ­და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მე­ხუ­თე შვი­ლის, ანა მეს­ხის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ. და­ი­ბა­და იგი 1851 წელს სოფ. რი­ონ­ში (ქუ­თა­ი­სი). პირ­ველ­დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა ოჯახ­ში მი­ი­ღო. რა­კი, ხელ­მოკ­ლე­ო­ბის გა­მო, ქუ­თა­ის­ში ვერ გა­ემ­გ­ზავ­რა სას­წავ­ლებ­ლად, ანას გა­ნათ­ლე­ბა­ზე მის­მა უფ­როს­მა დამ, პე­ლა­გი­ამ იზ­რუ­ნა. თუმ­ცა აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს დე­დის, მაგ­და­ნას რო­ლიც. იმ დროს ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის სა­ზო­მად „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ით­ვ­ლე­ბო­და, მაგ­და­ნამ კი პო­ე­მა ზე­პი­რად იცო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, შვი­ლე­ბის, მათ შო­რის ანას, ინ­ტე­რე­სიც „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მი­მართ. რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მან მხო­ლოდ ზე­პი­რად კი არ შე­ის­წავ­ლა პო­ე­მა, მთელ რიგ ტა­ე­პებ­თან მი­მარ­თე­ბით სა­კუ­თარ სიღ­რ­მი­სე­ულ, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ აზ­რ­საც გა­მოთ­ქ­ვამ­და. რო­ცა XIX სა­უ­კუ­ნის ოთხ­მო­ცი­ა­ნი წლე­ბის დამ­დეგს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ხაი ზი­ჩი ჩა­მო­ვი­და ლერ­მონ­ტო­ვის „დე­მო­ნის“ ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის და­სა­ხა­ტად, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ახა­ლი გა­მო­ცე­მა მზად­დე­ბო­და გი­ორ­გი ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბით. მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მო­წი­ნა­ვე ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ისარ­გებ­ლეს ზი­ჩის თბი­ლის­ში სტუმ­რო­ბით და „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი და­უკ­ვე­თეს. ზი­ჩი დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ე­კი­და შე­თა­ვა­ზე­ბას — შე­ის­წავ­ლა პო­ე­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია, ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა, თბი­ლის­ში უჩ­ვე­ნა ცალ­კე­უ­ლი ცოცხა­ლი სუ­რა­თე­ბი „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­დან“; 1884 წელს ორ­ჯერ იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა ქუ­თა­ის­ში, „სამე­ფო სახ­ლის“ ეზო­ში. რუს­თა­ვე­ლის სა­ხე პო­ეტ­მა მა­მია გუ­რი­ელ­მა გა­ნა­სა­ხი­ე­რა, ტა­რი­ე­ლის — გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძემ, თი­ნა­თი­ნის — ნი­ნო წე­რე­თელ­მა. ჩვე­ნე­ბას წინ უძღო­და აკა­კი წე­რეთ­ლის ლექ­ცია „ვეფხის­ტყა­ო­სან­ზე“. მე­ტად შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მუ­შაო გას­წია მა­შინ ახა­ლი გა­მო­ცე­მი­სათ­ვის კო­მი­სი­ამ ივა­ნე მა­ჩაბ­ლის თა­ოს­ნო­ბით, რო­მე­ლიც „მო­ქარ­თუ­ლე პი­რე­ბი­სა­გან“ იყო და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი. მათ შო­რის იყო ანა მეს­ხიც, რო­მე­ლიც „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ფუნ­და­მენ­ტურ მცოდ­ნედ ით­ვ­ლე­ბო­და და რო­მელ­მაც, რო­გორც და­ვით მეს­ხი (ანას ძმა — მთარ­გ­მ­ნე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი, დრა­მა­ტურ­გი) აღ­ნიშ­ნავს, „რამ­დე­ნი­მე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, მახ­ვი­ლი შე­ნიშ­ვ­ნა მის­ცა კო­მი­სი­ას“.

კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ანამ მწერ­ლო­ბა­შიც მო­სინ­ჯა კა­ლა­მი — მი­სი სტა­ტი­ე­ბი ქვეყ­ნ­დე­ბო­და „დრო­ე­ბა­ში“, რომ­ლის რე­დაქ­ტო­რიც მი­სი ძმა — ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, პუბ­ლი­ცის­ტი, ჟურ­ნა­ლის­ტი — სერ­გეი მეს­ხი იყო; ანა გახ­ლ­დათ ყო­ველ­თ­ვი­უ­რი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ჟურ­ნა­ლის — „ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა“ — რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რი; ქუ­თა­თურ ქალ­თა მი­ერ გა­მო­ცე­მულ ჟურ­ნალ­ში და­ი­ბეჭ­და მის მი­ერ თარ­გ­მ­ნი­ლი ეტ­ტი პირ­სის რო­მა­ნი „არა, დამ­ნა­შა­ვე არაა…“, მან­ვე თარ­გ­მ­ნა ვა­სილ ვე­ლიჩ­კოს თხზუ­ლე­ბა „პირ­ვე­ლი ბუ­ზი“, რო­მე­ლიც შემ­დეგ ორ­მოქ­მე­დე­ბი­ან კო­მე­დი­ად გა­და­ა­კე­თა ვა­ლე­რი­ან გუ­ნი­ამ და და­იდ­გა სა­ხელ­წო­დე­ბით „გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს არ სჯი­ან“. სპექ­ტაკ­ლ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: ეფე­მია მეს­ხი, ელი­სა­ბედ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, ვა­ლე­რი­ან გუ­ნია, ვა­სო აბა­ში­ძე და სხვე­ბი. ანა მეს­ხის თარ­გ­მა­ნე­ბი და­ი­ბეჭ­და წიგ­ნ­ში „მოთხ­რო­ბა­ნი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი­სა­გან ნა­თარ­გ­მ­ნი“.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სცე­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ანას ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე გა­მოჰ­ყ­ვა. ის იყო პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი, რო­მე­ლიც 1870 წლი­დან ირიცხე­ბო­და აკა­კი წე­რეთ­ლის თა­ოს­ნო­ბით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ სცე­ნის­მოყ­ვა­რე­თა დას­ში. მეს­ხე­ბის ოჯახს თე­ატ­რის და­არ­სე­ბა დიდ ეროვ­ნულ საქ­მედ მი­აჩ­ნ­და. მი­სი უფ­რო­სი „თერ­გ­და­ლე­უ­ლი“ ძმე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბი­თა და გავ­ლე­ნით, ანა იმ ქარ­თ­ველ ქალ­თა გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რომ­ლე­ბიც მო­წი­ნა­ვე იდე­ე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სათ­ვის იღ­ვ­წოდ­ნენ და ხში­რად თავ­საც სწი­რავ­დ­ნენ. 1875 წლი­დან ანა ქუ­თა­ის­ში, მუდ­მივ თე­ატ­რა­ლურ დას­ში ირიცხე­ბა, სა­დაც 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 12 სპექ­ტაკ­ლი და­იდ­გა. რო­გორც თე­ატ­რის დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ანა მეს­ხი წე­რი­ლით მი­მარ­თავს იმ დროის კი­დევ ერთ გა­მორ­ჩე­ულ ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს, მწე­რალს, მთარ­გ­მ­ნელ­სა და პუბ­ლი­ცისტს, კი­რი­ლე ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძეს თე­ატ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის შექ­მ­ნის მოთხოვ­ნით, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად მო­კარ­ნა­ხე­დაც ირიცხე­ბო­და დას­ში: „ქუ­თა­ი­სის ქარ­თულ­მა ტრუპ­მა გა­დაწყ­ვი­ტა კო­მი­ტე­ტის და­არ­სე­ბა, რომ­ლის წევ­რე­ბათ აგირ­ჩი­ათ თქვენ, ივა­ნე მეს­ხი, მო­სე ქი­ქო­ძე, ნი­კო­ლოზ ყი­ფი­ა­ნი და დი­მიტ­რი ნა­ზა­რო­ვი. უმორ­ჩ­ლე­სად გთხოვთ, მი­ი­ღოთ შემ­დე­გი შრო­მა თქვენს თავ­ზე: პი­ე­სე­ბის ამორ­ჩე­ვა, ქარ­თუ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და მა­თი რე­ჟი­სო­რე­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მა და ტრუპ­ში უთან­ხ­მო­ე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა“.

ანა მეს­ხის კი­დევ ერ­თი ინ­ტე­რე­სის სფე­რო იყო ხალ­ხუ­რი ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბის ნი­მუშ­თა შეგ­რო­ვე­ბა. მის მი­ერ მო­ძი­ე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სი, თქმუ­ლე­ბა თუ ან­და­ზა გა­მოქ­ვეყ­ნ­და გა­ზეთ „დრო­ე­ბა­ში“, სცე­ნი­და­ნაც ცდი­ლობ­და ამ ნი­მუ­შე­ბის აუდი­ტო­რი­ის­თ­ვის გაც­ნო­ბას, რად­გან მი­აჩ­ნ­და, რომ მა­თი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბი­სა თუ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მა აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტი იყო ერის სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის, მი­სი წარ­სუ­ლის სრულ­ყო­ფი­ლად აღ­ქ­მი­სა და გა­აზ­რე­ბი­სათ­ვის. ღირ­სე­უ­ლი მე­უღ­ლე, დე­და, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მწერ­ლო­ბის მოტ­რ­ფი­ა­ლე, მთარ­გ­მ­ნე­ლი, მსა­ხი­ო­ბი ანა მეს­ხი ბრწყი­ნავ­და ყველ­გან არა მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბით, არა­მედ სუ­ლი­ე­რა­დაც. იგი მთე­ლი არ­სე­ბით გულ­წ­რ­ფე­ლად კვა­ლავ­და იმ უვალ გზას, რო­მელ­ზე­დაც, მის შემ­დეგ, ბედ­ნი­ერ და თა­ვი­სუ­ფალ ქარ­თ­ვე­ლებს უნ­და გა­ევ­ლოთ.

ასე შე­ა­ფა­სა ანა მეს­ხის ღვაწ­ლი, მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მად­ლი­ერ­მა ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა.

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია ლე­ლა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით – „გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში: იდე­ე­ბი და მოღ­ვა­წე­ე­ბი“ 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება