5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

მესამე კვირაა, სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს

spot_img

გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, საგრძნობლად შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რაოდენობა. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 137 სკოლა და ცალკეული 358 კლასი.

სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 147 მასწავლებელი.

მესამე კვირაა, სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.

ამ ეტაპისთვის, აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%.

სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები