27 ივლისი, შაბათი, 2024

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა – ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია და კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მი

spot_img

ნა­ნა გუ­ლუა
სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ახა­ლა­ბას­თუმ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სას­წავ­ლო გეგ­მაა (კუ­რი­კუ­ლუ­მი), რო­მე­ლიც კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ცეფ­ცი­ას ეყ­რ­დ­ნო­ბა და ძი­რი­თად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ცი­პებს გან­საზღ­ვ­რავს. მას­წავ­ლებ­ლის სა­მა­გი­დო დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებს და გვახ­სე­ნებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნებს.

უფ­რო მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ესგ არის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა:

♦ რა ვას­წავ­ლოთ? – საგ­ნობ­რი­ვი ში­ნა­არ­სი;

♦ რო­გორ ვას­წავ­ლოთ? – მე­თო­დი­კუ­რი მხა­რე;

♦ რის­თ­ვის ვას­წავ­ლოთ? – მიზ­ნობ­რი­ვი მხა­რე.

რა ვას­წავ­ლოთ? ეს არის შე­კითხ­ვა, რო­მე­ლიც საგ­ნის ში­ნა­არ­ს­ზე მიგ­ვი­თი­თებს. საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას, სა­კითხ­თა ტი­პო­ლო­გი­ას გვერდს ვერ ავუვ­ლით. ის ტრა­დი­ცი­უ­ლად ის­წავ­ლე­ბო­და ათ­წ­ლე­უ­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მა­გა­ლი­თად,

♦ ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში – ენობ­რი­ვი ნორ­მე­ბი, კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი…

♦ მა­თე­მა­ტი­კა­ში – რიცხ­ვე­ბი, გან­ტო­ლე­ბა, ფი­გუ­რე­ბი…

♦ გე­ოგ­რა­ფი­ა­ში – კონ­ტი­ნენ­ტე­ბი, ქვეყ­ნე­ბი, კლი­მა­ტი…

♦ ქი­მი­ა­ში – მე­ტა­ლე­ბი, არა­მე­ტა­ლე­ბი, მჟა­ვე­ბი, ტუ­ტე­ე­ბი, ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბი…

მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბი­სა­კენ მიდ­რე­კილ მას­წავ­ლე­ბელს ყო­ველ­თ­ვის აქვს კითხ­ვა, რო­გორ ვას­წავ­ლოთ?  ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი თა­ვად ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მაა. მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა პრო­ცეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მია. გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თან­ხ­მ­დე­ბი­ან, რომ მოს­წავ­ლის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რი, ეფექ­ტი­ა­ნი და დი­ნა­მი­კუ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც ორ­გა­ნუ­ლა­დაა ჩა­შე­ნე­ბუ­ლი საგ­ნის ში­ნა­არ­სი და სწავ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი.

რის­თ­ვის ვას­წავ­ლოთ? სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ეროვ­ნულ დო­კუ­მენ­ტებს შო­რი­საა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი (ზგემ). მას­ში ასა­ხუ­ლია, რო­გო­რი მო­ქა­ლა­ქე უნ­და გა­ზარ­დოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ.

ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში მკა­ფი­ო­დაა აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი ოთხი ძი­რი­თა­დი სა­კითხი:

♦ რა მიზ­ნით ვას­წავ­ლით სა­განს (სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი)?

♦ რა რე­სურ­სებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვას­წავ­ლით (სა­კითხე­ბი, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი)?

♦ სწავ­ლე­ბის რა მე­თო­დებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს ვი­ყე­ნებთ (რო­გორ ვას­წავ­ლით)?

♦ რო­გორ ვა­ფა­სებთ მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვებს (შე­ფა­სე­ბა)?

მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ის მოთხოვ­ნე­ბი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი სამ მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავს:

  1. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ორი­ენ­ტი­რე­ბა მოს­წავ­ლის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე;
  2. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­ფუძ­ნე­ბა კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ცი­პებ­ზე;
  3. ზრუნ­ვა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ეფუძ­ნე­ბა პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ცეფ­ცი­ას და გან­საზღ­ვ­რავს ხუთ ძი­რი­თად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ციპს, რომ­ლებ­საც უნ­და და­ეყ­რ­დ­ნოს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. ეს პრინ­ცი­პე­ბია:

  1. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას;
  2. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს ცოდ­ნის ეტა­პობ­რი­ვად კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბით;
  3. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბას და ორ­გა­ნი­ზე­ბას;
  4. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ე­ბის და­უფ­ლე­ბას (სწავ­ლის სწავ­ლა);
  5. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა უნ­და მო­ი­ცავ­დეს ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ას: დეკ­ლა­რა­ტი­ულს, პრო­ცე­დუ­რულ­სა და პი­რო­ბი­სე­ულს.

კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მი სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის შე­და­რე­ბით ახა­ლი თე­ო­რიაა, რო­მელ­მაც, უკა­ნას­კ­ნე­ლი ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში სწავ­ლე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის და­ნერ­გ­ვამ სწავ­ლე­ბის ახალ მე­თო­დებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მი, რო­გორც სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის თე­ო­რია, იმ გზებ­სა და ხერ­ხებს შე­ის­წავ­ლის, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ადა­მი­ა­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ და ცოდ­ნას იძე­ნენ (მუ­რი, 2009). კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე სწავ­ლის პრო­ცე­სის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა და არა ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სი­უ­რი მიმ­ღე­ბი. სწავ­ლე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მე­თო­დო­ლო­გია ემ­ყა­რე­ბა პრინ­ციპს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ცოდ­ნის მი­ღე­ბა გუ­ლის­ხ­მობს ამ ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას, ანუ აგე­ბას. კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შემ­ს­წავ­ლე­ლე­ბი აქ­ტი­ურ­ნი არი­ან სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის აგე­ბა­ში და ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბი­სათ­ვის სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ე­ბი.

მრა­ვა­ლი ავ­ტო­რი კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზმს ფი­ლო­სო­ფი­ურ აზ­როვ­ნე­ბას უკავ­ში­რებს. ით­ვ­ლე­ბა, რომ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზმს სა­თა­ვე აქვს ძველ, ფი­ლო­სო­ფოს­თა მო­საზ­რე­ბებ­ში (სოკ­რა­ტემ­დე), გან­სა­კუთ­რე­ბით ქსე­ნო­ფა­ნეს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში (ძვ.წ. 570-478).

ქსე­ნო­ფა­ნემ ჩათ­ვა­ლა, რომ ღმერ­თებს ღმერ­თე­ბი არ ას­წავ­ლი­ან მა­თი და­ბა­დე­ბი­დან (რო­გორც ამას ად­რე თვლიდ­ნენ). ღმერ­თე­ბის ცოდ­ნა, უფ­რო მე­ტად, აღ­მო­ჩე­ნა­სა და სწავ­ლას ეფუძ­ნე­ბა. მან, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­დო ანა­ლიზს, კრი­ტი­კის ტრა­დი­ცი­ას, და­მო­უ­კი­დე­ბელ რეფ­ლექ­სი­ას. მან თქვა, რომ ადა­მი­ანს აქვს აზ­როვ­ნე­ბის და სწავ­ლის სა­ჭი­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ავ­ტო­რი, რო­მელ­მაც გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის და­ბა­დე­ბა­ზე, იყო ჰე­რაკ­ლი­ტე (ძვ.წ. 540-475). ამ მო­აზ­როვ­ნემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მუდ­მი­ვად იც­ვ­ლე­ბა, ამი­ტომ ცხოვ­რე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბით სავ­სე პრო­ცე­სია. აქ­ვე, ერ­თი ფრთი­ა­ნი გა­მოთ­ქ­მაც: უც­ვ­ლე­ლია მხო­ლოდ ის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ცვა­ლე­ბა­დია.

დე­კარ­ტი (1596-1650) ერთ-ერთ წე­რილ­ში ამ­ბობს, რომ ხალხს მხო­ლოდ იმის ცოდ­ნა აქვს, თუ რას აშე­ნებს თა­ვად.

კან­ტი (1724-1804) მი­იჩ­ნევ­და, რომ რე­ა­ლო­ბის ცოდ­ნა ადაპ­ტა­ცი­ის მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია; მი­სი აზ­რით, ადა­მი­ა­ნე­ბი, თა­ვი­ან­თი ევო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, ავი­თა­რე­ბენ რე­ა­ლო­ბის მო­დე­ლებს, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ააშე­ნონ თა­ვი­ან­თი ქცე­ვა.

კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ცეფ­ცი­ის სა­ხით, შე­იქ­მ­ნა ჟან პი­ა­ჟეს (1896-1980) მი­ერ. კვლე­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მან შეძ­ლო სწავ­ლე­ბის თე­ო­რი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. პი­ა­ჟე თვლი­და, რომ ადა­მი­ა­ნებს რე­ა­ლო­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აღ­ქ­მა აქვთ, შე­სა­ბა­მი­სად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მა­თი ცოდ­ნის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის გზაც.

ლევ ვი­გოტ­ს­კის (1896-1934) აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და კულ­ტუ­რა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს ბავ­შ­ვ­თა კოგ­ნი­ტურ (შე­მეც­ნე­ბით) გან­ვი­თა­რე­ბას.

შემ­დ­გომ­მა კვლე­ვებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ სო­ცი­ო­კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე სო­ცი­ო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი. ამით დას­ტურ­დე­ბა, რომ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მი, რო­მელ­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ის­ტო­რია აქვს, სა­ბო­ლო­ოდ, მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში ყა­ლიბ­დე­ბა.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები