14 დეკემბერი, შაბათი, 2024

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა  და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი

spot_img
ნათელა მაღლაკელიძე
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

 

 

წე­რი­ლი მე­სა­მე

წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტია წარ­მო­ად­გენს ჩემს გა­მოხ­მა­უ­რე­ბას თქვე­ნი გა­ზე­თის 24.11-ის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ზე  „გა­ა­მარ­თ­ლა თუ არა მო­ლო­დი­ნი ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა“. მე ამ კითხ­ვა­ზე ცალ­სა­ხა პა­სუხს გავ­ცემ – არა! თუ რა­ტომ, შე­ვეც­დე­ბი, და­ვა­სა­ბუ­თო.

პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის დარ­გის ერთ-ერ­თი მუ­შა­კი­სათ­ვის, მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა უშუ­ა­ლოდ ასო­ცირ­დე­ბა „ახა­ლი სკო­ლის“ მო­დელ­თან. თქვენს გა­ზეთ­შიც სა­მარ­თ­ლი­ა­ნად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ „სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და­იწყო ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა“. გამ­ყო­ფი ხა­ზის გავ­ლე­ბა მათ შო­რის პი­რა­დად ჩემ­თ­ვის ძალ­ზე ჭირს.

რო­გორც სტა­ტი­ი­დან ჩანს (სტა­ტი­ა­ში კი გა­მო­ყო­ფი­ლია მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ის რო­გორც და­დე­ბი­თი, ისე უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი), ექ­ს­პერ­ტ­თა ერ­თი ნა­წი­ლი მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ს (და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ „ახა­ლი სკო­ლის“ მო­დელ­საც, რო­მე­ლიც მას­ზეა მიბ­მუ­ლი) და­დე­ბი­თად აფა­სებს, რად­გა­ნაც იგი თურ­მე „კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის პრინ­ციპს“ ეყ­რ­დ­ნო­ბა. სწო­რი შე­ნიშ­ვ­ნაა, მაგ­რამ აქ ისიც მინ­და ვი­კითხო: ესგ-ის წი­ნა ორი რე­დაქ­ცია არ ეყ­რ­დ­ნო­ბო­და ამ პრინ­ციპს? მა­ნამ­დე მას­წავ­ლე­ბელს არ ევა­ლე­ბო­და იმი­სი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რომ ცოდ­ნა მზა სა­ხით არ უნ­და გა­დავ­ცეთ? ან არ იყო სა­ჭი­რო სწავ­ლი­სათ­ვის მოს­წავ­ლე­ში სა­თა­ნა­დო მო­ტი­ვა­ცი­ის აღ­ძ­ვ­რა, მი­სი კვლე­ვა­ში ჩარ­თ­ვა, რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა?.. (საბ­ჭო­უ­რი პე­და­გო­გი­კი­დან რა­ტომ­ღაც ე.წ. „გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი“ და „პრობ­ლე­მუ­რი“ სწავ­ლე­ბა გა­მახ­სენ­და. სოკ­რა­ტეს ხსოვ­ნას აღარ შე­ვა­წუ­ხებ. აქაც კარ­გად და­ვიწყე­ბულ ძველს ხომ არ მივ­ტი­რით, ოღონდ ახა­ლი ტერ­მი­ნე­ბით!) ჯერ კი­დევ 100 წლის წინ და­ი­ნერ­გა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ე.წ. „ენა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის“ მე­თო­დი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბი­სას გა­მო­რიცხავ­და გრა­მა­ტი­კუ­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბის მზა მი­წო­დე­ბას და მოს­წავ­ლეს სწო­რე­დაც რომ მკვლე­ვ­რის როლ­ში აქ­ცევ­და. სა­თა­ნა­დო მა­სა­ლა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ მას თვი­თონ გა­მოჰ­ქონ­და დას­კ­ვ­ნა და აყა­ლი­ბებ­და წეს­საც.

ან კი­დევ რა­ტომ არის სი­ახ­ლე ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ თურ­მე სწავ­ლე­ბის ისე­თი პი­რო­ბე­ბი უნ­და შევ­ქ­მნათ, სა­დაც ხა­ზი გა­ეს­მე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს.

2006 წლის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი სი­ახ­ლე ხომ სწო­რედ ის იყო, რომ იგი მაქ­სი­მა­ლუ­რად ით­ვა­ლის­წი­ნებ­და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და მოს­წავ­ლე­ზე იყო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი!

ამა­ვე წე­რილ­ში მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­დე­ბით მხა­რედ მიჩ­ნე­უ­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა აზ­რი, რომ იგი უკეთ ით­ვა­ლის­წი­ნებს მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და მიზ­ნე­ბიც უფ­რო ნათ­ლად არი­სო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

საქ­მე ის გახ­ლავთ, მას­წავ­ლე­ბელ­თა აზ­რი ხში­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია იმის მი­ხედ­ვით, თუ ვინ ატა­რებს კვლე­ვას. მსგავს კვლე­ვას ჩვენც ვა­ტა­რებთ მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვით (და შე­მიძ­ლია კი­დეც მა­სა­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნა). სტუ­დენ­ტე­ბი საკ­ვ­ლე­ვი თე­მე­ბის: „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“, „ესგ და „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი“… ხში­რად ატა­რე­ბენ მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მო­კითხ­ვას აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მე­ბის ირ­გ­ვ­ლივ და იქ ცო­ტა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი გვაქვს.

პი­რა­დად მე მი­მაჩ­ნია, რომ მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მთა­ვა­რი სი­ახ­ლე გახ­ლავთ ის უამ­რა­ვი ახა­ლი ცნე­ბა, რო­მე­ლიც მის­მა ავ­ტო­რებ­მა შე­მო­ი­ტა­ნეს და თავ­გ­ზას უბ­ნე­ვენ მას­წავ­ლე­ბელს; ასე­ვე სი­ახ­ლეა ვრცე­ლი მე­თო­დუ­რი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ამ გეგ­მას ახ­ლავს და პე­და­გოგს აძ­ლევს კონ­კ­რე­ტულ მი­თი­თე­ბას, რა და რო­გორ ას­წავ­ლოს. იგი სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტია, ესგ გახ­ლავთ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი დო­კუ­მენ­ტი და არა მე­თო­დი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის პრე­რო­გა­ტი­ვაა.

მოკ­ლედ მხო­ლოდ იმი­სი თქმა შე­იძ­ლე­ბა, რომ კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნა მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ში სწო­რე­დაც რომ აუცი­ლე­ბე­ლი იყო. კონ­კ­რე­ტუ­ლად რა უნ­და შე­იც­ვა­ლოს და რო­გორ, ამას ჩემ­ზე უკეთ ალ­ბათ ე.წ. „ქო­უ­ჩე­ბი“ და ტრე­ნე­რე­ბი აუხ­ს­ნი­ან მას­წავ­ლე­ბელს.

რაც შე­ე­ხე­ბა „ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“, თა­ვად მი­სი ავ­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აქ მთა­ვა­რია ცნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, თე­მა­ტუ­რი და­გეგ­მ­ვა და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი. და­ვიწყებ „კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბით“, რა­საც ჩვე­ნი რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი მთა­ვარ სი­ახ­ლედ თვლი­ან.

რამ­დე­ნად ახა­ლია ეს „კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი“, ამა­ზე გაკ­ვ­რით ჩემს წი­ნა წე­რილ­ში უკ­ვე ვწერ­დი. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბად თუ ჩავ­თ­ვ­ლით იმას, რომ მოს­წავ­ლე შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე თვი­თონ ქმნის ახალ პრო­დუქტს, იგი ნამ­დ­ვი­ლად არ არის ახა­ლი. გა­ვიხ­სე­ნოთ ად­რე­უ­ლი საბ­ჭო­თა ეპო­ქის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბის გა­სა­მარ­თ­ლე­ბა და ე.წ. „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო­ე­ბი“ თა­ვი­სი პრო­კუ­რორ/ბრალ­მ­დებ­ლით, ბრალ­დე­ბუ­ლით, ად­ვო­კა­ტით, მო­სა­მარ­თ­ლით, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა საბ­ჭო­თი… და აქ ყვე­ლა ფუნ­ქ­ცი­ას სწო­რედ მოს­წავ­ლე­ე­ბი ას­რუ­ლე­ბენ… ან ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: წე­რი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმირს, შეს­წავ­ლი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, თხზუ­ლე­ბა/ეს­სე სა­თა­უ­რის მი­ხედ­ვით, და­საწყი­სის მი­ხედ­ვით, და­საწყი­სი­სა და და­ბო­ლო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ან­და­ზის მი­ხედ­ვით, შეს­წავ­ლი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის და­სუ­რა­თე­ბა… ან ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ე.წ. „თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მა“, სა­დაც მო­ცე­მუ­ლი სა­თა­უ­რის მი­ხედ­ვით მოს­წავ­ლე აჯა­მებს ყვე­ლა­ფერს, რაც უნა­ხავს, წა­უ­კითხავს ამ თე­მის გარ­შე­მო, და­მო­უ­კი­დებ­ლად მსჯე­ლობს და ასა­ბუ­თებს თა­ვის აზრს. ასე რომ, ეს ნამ­დ­ვი­ლად არ არის სი­ახ­ლე ქარ­თულ პე­და­გო­გი­კა­ში.

აი, რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი იქ­ცა სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის თვით­მიზ­ნად ჩვე­ნი რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი­სათ­ვის, ეს უკ­ვე სი­ახ­ლეა. თურ­მე ნუ იტყ­ვით, სრუ­­ლი­ა­დაც არ არის სა­ჭი­რო, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლი ყვე­ლა მა­სა­ლის წა­კითხ­ვა და და­მუ­შა­ვე­ბა, მთა­ვა­რია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­ზე­დაც მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა გაგ­რ­ძელ­დეს უსას­რუ­ლოდ. მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლემ და­წე­როს, რო­გორ გა­ა­შუ­ქებ­და „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ აღ­წე­რილ ამა თუ იმ ამ­ბავს დღე­ვან­დე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­გორ რე­პორ­ტაჟს მო­ამ­ზა­დებ­და თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ით… ნამ­დ­ვი­ლად არ არის ური­გო, თუ უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს ამ­გ­ვარ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მის, პას­ტი­შის სამ­ყა­როს გა­ვაც­ნობ­დით. მაგ­რამ პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მამ­დე რომ აგი­ოგ­რა­ფი­ამ და რე­ა­ლიზ­მ­მა უნ­და მიგ­ვიყ­ვა­ნოს, ნურც ეს დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა.

არც ის არის სა­ი­დუმ­ლო, რომ ეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თვით­მიზ­ნად იქ­ცა და სხვა ყვე­ლა­ფე­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის კითხ­ვი­სას, უკა­ნა პლან­ზე გა­და­ვი­და, დი­დი ხა­ნია, თა­ვის­ტ­კი­ვი­ლად ექ­ცათ არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლებს, არა­მედ მშობ­ლებ­საც. სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ მშობ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი ამ­გ­ვა­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში და გა­დი­ან კონ­სულ­ტა­ცი­ებს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან.

ეს არის გა­ნა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა?!

არ მინ­და ძა­ლი­ან შე­ვაწყი­ნო მკითხ­ველს თა­ვი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა ე.წ. ცნე­ბებ­ზე, ქვეც­ნე­ბებ­ზე, სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­ზე, თე­მებ­ზე, ქვე­თე­მებ­ზე, მდგრად წარ­მოდ­გე­ნებ­ზეც… უნ­და ვთქვა. მსგავ­სი ტერ­მი­ნე­ბით არის გა­და­ტე­ნი­ლი ე.წ. მატ­რი­ცე­ბი.

ვე­რაფ­რით ვერ ვხვდე­ბი, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს მატ­რი­ცებს. და­ეხ­მა­რონ მას­წავ­ლე­ბელს გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა­ში? არა მგო­ნია, ვე­რაფ­რით ვერ და­ეხ­მა­რე­ბა. არ ჩანს გა­მოკ­ვე­თი­ლად არც მი­ზა­ნი, არც აქ­ტი­ვო­ბე­ბი და არც შე­დე­გე­ბი. ტერ­მი­ნე­ბის თა­მა­შია, მოკ­ლე­ბუ­ლი კონ­კ­რე­ტი­კას. დამ­წყე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლი მატ­რი­ცით უნ­და შე­ვი­დეს გაკ­ვე­თილ­ზე? ვთქვათ სი­მარ­თ­ლე – მატ­რი­ცა იწე­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს­თ­ვის და არა გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის. ეს არის სი­ახ­ლე სი­ახ­ლის­თ­ვის (და არა საქ­მის­თ­ვის) და მას­წავ­ლებ­ლის კი­დევ ერ­თი თა­ვის­ტ­კი­ვი­ლი.

და კი­დევ ერ­თი – ამ ცო­ტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ და „ერ­თი­ა­ნი სკო­ლის მო­დე­ლი“. ჩვე­ნი აზ­რით, კვლე­ვა საკ­მა­ოდ კომ­პე­ტენ­ტუ­რად არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სოა დას­კ­ვ­ნე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ამ რე­კო­მენ­და­ცი­ა­თა­გან გა­მოვ­ყოფ­დი ერთს, ეს გახ­ლავთ მე-8 რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც მსგავ­სი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას მო­ითხოვს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი (გრან­ტის გა­რე­შე) არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ანა­ლი­ზის, რე­ფორ­მე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში. მარ­თ­ლაც არ იქ­ნე­ბო­და ური­გო, თუ ამ­გ­ვა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გე­ბო­და. ჩვენ არ უნ­და გვჭირ­დე­ბო­დეს მე­დი­ით სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებ­ზე, ყვე­ლა სი­ახ­ლის საქ­მის კურ­ს­ში უნ­და ვი­ყოთ. ჩვენ ხომ მო­მა­ვალ პე­და­გო­გებს ვზრდით.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები