27 ივლისი, შაბათი, 2024

მეორე დღე დასრულდა

spot_img

 

დღეს, 4 ივლისს, აბიტურიენტებმა გამოცდა ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. გამოცდა ორ სესიად ჩატარდა. პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, გამოცდაზე  95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა. ყველა აბიტურიენტი დროულად გამოცხადდა. რეგისტრაცია ერთდროულად ზუსტად 8 საათზე დაიწყო, გამოცდა კი – 9 საათზე. მეორე სესიაზე განაწილებული გამოსაცდელები რეგისტრაციისათვის საგამოცდო ცენტრებში 14 საათზე  გამოცხადნენ, გამოცდა 15 საათზე დაიწყო. საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

5 ივლისს გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.

თითოეული გამოცდის დრო და ადგილი მითითებულია საგამოცდო ბარათზე, რომლის წარდგენაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად აბიტურიენტისათვის გამოცდაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობაა. მნიშვნელოვანია გამოსაცდელებმა გაითვალისწინონ, რომ დაგვიანების შემთხვევაში საგამოცდო პროცესს გამოეთიშებიან.

⇔ შეგახსენებთ, რომ გამოსაცდელს შეუძლია თან იქონიოს წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონის, ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა.

ცენტრები აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.  2023 წლის გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილია დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც სტანდარტული ტარიფით (იხილეთ ბმული).

⇔ დამატებითი ინფორმაცია: აბიტურიენტებს წელსაც საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები