27 ივლისი, შაბათი, 2024

მესამე მიმართულება მენტორობის მსურველებისთვის

spot_img

მენტორობის მსურველებმა მესამე მიმართულებიდან –  „პროფესიული პასუხისმგებლობა“ უნდა აირჩიონ ორი კომპეტენციიდან ერთი მაინც.

კომპეტენცია „სკოლის დონეზე გამოკვეთილი პროფესიული გამოწვევების  საპასუხოდ შეუძლია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომპეტენციაა, რადგან პროფესიული განვითარების სტრატეგიის დამუშავება უნდა მოხდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, გუნდური, კოლაბორაციული ფორმით, რაც იშვიათია და ამიტომ მასზე აქცენტირებას ამ კომპეტენციაზე ნაკლებად ვუწევ რეკომენდაციას (ეს არ ნიშნავს ჩემგან აკრძალვას, მხოლოდ რეკომენდაციაა).

მესამე მიმართულების მეორე კომპეტენცია გულისხმობს იმას, რომ აპლიკანტის მიერ საკუთარი და კოლეგების პროფესიული განვითარების მიზნით შერჩეული ლიტერატურა და/ან საგანმანათლებლო კვლევები არის თანამედროვე, ინოვაციური და სანდო. აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება დამუშავებული და გაანალიზებული ლიტერატურის/კვლევების მიგნებების მიზნობრივი ტრანსფერი მის პედაგოგიურ პრაქტიკაში და შეფასებულია დანერგვის ეფექტიანობა. აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება მიღებული გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის და დეტალურადაა აღწერილი და დასაბუთებული, როგორ შეუწყო ხელი სკოლის მასშტაბით აღნიშნული გამოცდილების დანერგვას.

მეორე კომპეტენციის კრიტერიუმის აღწერა ასეთია: აპლიკანტის მიერ საკუთარი და კოლეგების პროფესიული განვითარების მიზნით შერჩეული ლიტერატურა და/ან საგანმანათლებლო კვლევები არის საერთაშორისო, თანამედროვე, ინოვაციური და სანდო. აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება დამუშავებული და გაანალიზებული ლიტერატურის/კვლევების მიგნებების მიზნობრივი ტრანსფერი მის პედაგოგიურ პრაქტიკაში და შეფასებულია დანერგვის ეფექტიანობა. აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება მიღებული გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის და დეტალურადაა აღწერილი და დასაბუთებული, როგორ შეუწყო ხელი სკოლის მასშტაბით აღნიშნული გამოცდილების დანერგვას და რეგიონული/ეროვნული მასშტაბით გაზიარებას.

ამ კომპეტენციის დასადასტურებლად გამოდგება სხვადასხვა დოკუმენტი, მაგალითად, ეროვნულ/რეგიონულ დონეზე გამართული კონფერენციაში (მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გასულ სასწავლო წლებში გამართული კონფერენციები) მონაწილეობა, რომელზეც დადასტურდება ექსპერტიზებული, ყოველმხრივ სანდო ინფორმაციის გატანა მასწავლებლის მიერ. დოკუმენტი:

  1. ადასტურებს, რომ წარმოადგენს საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გამოძახილს;
  2. ადასტურებს, რომ წარმოადგენს გამოცდილების გაზიარებას;
  3. ადასტურებს, რომ ეფექტიანი გამზიარებლებისთვის, გაზიარებულებისთვის (უკუკავშირი, დადებითი მხარეების აღწერა, სტატია და ა.შ.)

მაგალითად, თუ მასწავლებელი იყენებს თავის პრაქტიკაში ბიგსისა და კოლინზის ტაქსონომიას, ბლუმის განათლების ტაქსონომიას, კარლ პოპერის დებატების მეთოდოლოგიას და ა.შ. გააქვს საკუთარი გამოცდილება კონეფერენციაზე, დიდ პროფესიულ ჯგუფებში (ან მედიაში!), საკონფერენციო მასალა არის ექსპერტიზებული, დადასტურებული კარგი შედეგებით (მოსწავლეთა პროგრესის აღნიშვნა).

შენიშვნა: აღნიშნული კომპეტენცია უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ მესამე თაობის ეროვნულ გეგმას. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა საკონტროლოდ გადმომეცა საკონფერენციო მასალები, რომლებიც შეეხებოდა ნაკლებად ღირებულ საკითხებს, არ იყო ექსპერტიზებული და ასეთ დოკუმენტს, სავარაუდოდ, არ ჩათვლის   განათლების სიტემა ღირებულად.

ესგ-ს ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები