27 ივლისი, შაბათი, 2024

„მელთდაუნის“ შემდგომ, აღდგენის ეტაპი

spot_img
 ✔️ როდესაც გაღიზიანება განელდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულდა. აღდგენის ეტაპზე ძირითადად ბავშვი არის ძალაგამოცლილი, შეშინებული, დაბნეული და, კვლავ, გრძნობების მორევში. სტრესის შედეგად გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებების დონე, ჯერ კიდევ, მაღალია, ბავშვი კი ისევ მგრძნობიარეა. ნერვული სისტემისთვის ცვლილების მოსახდენად და აღსადგენად დროა საჭირო. მიეცით ბავშვს თავის დაღწევისა და უსაფრთხოდ დამშვიდების შესაძლებლობა, რადგან ის, ჯერ კიდევ, მაღალი შეტევის ზღვარზეა, შეწუხებული და მიდრეკილი, კვლავ, გაღიზიანებისკენ.
✔️ ბავშვი, როგორც კი წყვეტს შინაგანი გრძნობების გარეგან გამოხატვას, მასწავლებლები და მშობლები უშვებენ მთავარ შეცდომას, იმის დაშვებით, რომ ბავშვი კარგადაა და მზადაა დაუბრუნდეს აქტივობას. გახსოვდეთ, რომ ნერვულ სისტემას, ჯერ კიდევ, აქვს შენარჩუნებული შფოთვის და შიშის მაღალი დონე. ჯერ კიდევ, არ მომხდარა აზროვნების, მსჯელობის და სტრესის დაძლევის უნარების აღდგენა. აღნიშნულ ეტაპზე, გამოიყენეთ შემდეგი სტრატეგიები:

?დაიხიეთ უკან;

?ნუ „დააყრით“ კითხვებს, რჩევებს, მოთხოვნებს;

?აგრძნობინეთ, რომ ის არის უსაფრთხოდ და აღიარებული;

?მიეცით დრო და სივრცე დასამშვიდებლად;

?უთხარით, რომ ახლოს ხართ, საჭიროების შემთხვევაში;

?მიეცით ნებისმიერი სენსორული ნივთი (მაგ., საბანი, რბილი სათამაშო, ბალიში, საყვარელი მუსიკა და ა.შ.), რომელიც დაეხმარება დამშვიდებაში.

რა დრო სჭირდება მას?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის ბავშვის ნერვული სისტემა გაღიზიანებული და რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს გარშემომყოფებთან. აღდგენის პროცესს შეიძლება დასჭირდეს წუთებიდან საათამდე, ხოლო ზოგისთვის უფრო დიდხანს. ერთი და იგივე პირისთვის, შეიძლება განსხვავდებოდეს მისი ხანგრძლივობა, ერთი შემთხვევიდან მეორემდე, გამომდინარე მისი ნერვული სისტემის მდგომარეობიდან, მელთდაუნამდე და მის შემდგომ. უზრუნველყავით ბავშვი მშვიდი სივრცით. მდგომარეობის შესაფასებლად, პერიოდულად შეამოწმეთ და იქონიეთ ხანმოკლე ინტერაქცია ან უბრალოდ დაელოდეთ, სანამ თავად არ მოგიახლოვდებათ ლაპარაკში ჩასაბმელად. ჩვეულებრივ, ეს საუკეთესო ხერხია. განსხვავებით, ბავშვის ხელახლა სწრაფი ჩართვით საქმიანობაში, რითაც მხოლოდ გარისკავთ მისი თავიდან გაღიზიანებით.

ნინო კაპერსკი, თბილისის მე-200 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები