24 ნოემბერი, კვირა, 2024

მეთორმეტეკლასელმა დათა თუთაშხიას ჩეთბოტი შექმნა

spot_img

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და Anima Chatbotics – ანი­მა ჩეთ­ბო­ტიქ­სის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის — ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი წიგ­ნე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა – გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი წელს ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რო­დი­ნა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის XII კლა­სის მოს­წავ­ლე მა­რი­ამ ხო­ხი­აშ­ვი­ლი გახ­და, რო­მელ­მაც და­თა თუ­თაშ­ხი­ას გმი­რის ენობ­რი­ვი ას­ლი შექ­მ­ნა და მას­თან დი­ა­ლო­გი ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და.

და­თა თუ­თაშ­ხი­ას ჩეთ­ბოტ­თან სა­სა­უბ­როდ ეწ­ვი­ეთ ბმულს

კონ­კურ­ს­ში, რო­მე­ლიც 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ეძ­ლოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის VIII-XII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან.

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ებ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბი გა­ა­ცოცხ­ლეს და 30-მდე ჩეთ­ბო­ტი შექ­მ­ნეს. ფი­ნალ­ში ოთხი სა­უ­კე­თე­სო კონ­კურ­სან­ტი გა­ვი­და, რო­მელ­თა­გან ჟი­უ­რიმ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა.

„ზოგ­ჯერ ბავ­შ­ვო­ბი­დან გრძნობ რო­მე­ლი პრო­ფე­სია იქ­ნე­ბა შე­ნი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად ახალ სფე­რო­ში პო­უ­ლობ სა­კუ­თარ თავს და სი­ხა­რუ­ლის წყა­როს. სწო­რედ სი­ახ­ლის ძი­ე­ბის მიზ­ნით მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ პრო­ექ­ტ­ში და, რა თქმა უნ­და, სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­ვიჩ­ნიე ციფ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ეპო­ქა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ენობ­რი­ვი ას­ლის შექ­მ­ნის იდეა – ჩეთ­ბო­ტებს ადა­მი­ან­თან მო­სა­უბ­რე პროგ­რა­მებს უწო­დე­ბენ, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა და დი­ა­ლო­გის წარ­მარ­თ­ვა შე­უძ­ლი­ათ. ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო მათ­თ­ვის, ვინც სი­ახ­ლეს ეძებს, მათ შო­რის ჩემ­თ­ვის.“ – გვიყ­ვე­ბა მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც კონ­კურ­სის შე­სა­ხებ ილი­ა­უ­ნი­სა და კინ­გ­სის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის „არ­ჩე­ვა­ნი შე­ნია“ ფე­ის­ბუქ­ჯ­გუ­ფი­დან გა­ი­გო.

„პირ­ველ რიგ­ში, მარ­ტი­ვი სა­რე­გის­ტ­რა­ციო ფორ­მა შე­ვავ­სე. და­მი­კავ­შირ­დ­ნენ პირ­ვე­ლი ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის დროს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჯერ კურ­სი გა­ვი­ა­რეთ და შემ­დეგ ჩა­ვერ­თეთ კონ­კურ­ს­ში. კურ­ს­ზე 100-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე იყო და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი და, სიმ­რავ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­რო იყო გა­ფილ­ტ­ვ­რა. ლექ­ცი­ის ბო­ლოს ლექ­ტორ­მა ერ­თი მარ­ტი­ვი და­ვა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა და შეს­რუ­ლე­ბის დროც და­ნიშ­ნა. სა­ბო­ლო­ოდ 30 მო­ნა­წი­ლე დავ­რ­ჩით, რაც საკ­მა­ოდ ამარ­ტი­ვებ­და მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს. გა­ვი­ა­რეთ არ­ტ­დი­ზა­ი­ნის კურ­სი, ვსწავ­ლობ­დით ჩეთ­ბო­ტე­ბის რა­ო­ბას, იმავ­დ­რო­უ­ლად, ვფიქ­რობ­დით ვინ უნ­და აგ­ვეწყო – ვი­სი ენობ­რი­ვი ას­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვე­ნი­ვე შექ­მ­ნი­ლი ჩეთ­ბო­ტე­ბი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი წიგ­ნე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გან­თავ­ს­დე­ბო­და და ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ერ­თ­ვე­ბო­და კონ­კურ­ს­ში,“ – ამ­ბობს მა­რი­ა­მი.

ვინ უნ­და აეწყო? ამა­ზეც ბევ­რი იფიქ­რა და სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყ­ვი­ტა, და­თა თუ­თაშ­ხი­ას ენობ­რი­ვი ას­ლი შე­ექ­მ­ნა. ამის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ისიც გახ­და, რომ იმ პე­რი­ოდ­ში სწო­რედ ამ წიგნს კითხუ­ლობ­და და მი­სი ენის სპე­ცი­ფი­კა უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი და ნა­თე­ლი იყო მის­თ­ვის: „რე­ა­ლუ­რად, სა­მუ­შა­ოც უფ­რო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თ­ვის. თან და­თა თუ­თაშ­ხია ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟია, მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად მი­მა­ღე­ბი­ნა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ და­თა თუ­თაშ­ხი­ას ენობ­რი­ვი ას­ლი გა­მე­კე­თე­ბი­ნა.“

✔️ რო­გო­რი იყო მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი?

ჩეთ­ბო­ტი მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რა თქმა უნ­და, სა­კუ­თარ თავ­ზე და თავ­გა­და­სა­ვალ­ზე ისა­უბ­რებს. და­თა თუ­თაშ­ხი­ას შე­უძ­ლია მოგ­ვიყ­ვეს სა­კუ­თარ წარ­სულ­ზე, რას ფიქ­რობს დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე თუ სხვა­დას­ხ­ვა ქმე­დე­ბებ­ზე – ინ­ფორ­მა­ცია, თა­ვის­თა­ვად, წიგ­ნ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაა შედ­გე­ნი­ლი და ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რა­ზეც სა­უბ­რობს. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში იმ­დე­ნად კარ­გად გა­ვე­ცა­ნი მი­სი ენის სპე­ცი­ფი­კას, რომ მკითხ­ვე­ლის ლო­გი­კურ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხი დავ­წე­რე ჩე­მით, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, არ და­მირ­ღ­ვე­ვია ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის ენის სპე­ცი­ფი­კა. მა­გა­ლი­თად – ხში­რად იყე­ნებს ნაც­ვალ­სა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­უბ­რი­სას შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ და სწო­რედ ეს არის მი­სი ენის სპე­ცი­ფი­კა – ეს და­ვი­ჭი­რე. ამი­ტომ, ჩეთ­ბოტ­თან სა­უბ­რი­სას, ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით ნაც­ვალ­სა­ხე­ლებს იქ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ. თვი­თონ პა­სუ­ხე­ბის გა­წე­რა­ზე იმა­საც ვიტყ­ვი, რო­ცა ბე­ტა ვერ­სია, ანუ სა­ბა­ზი­სო კითხ­ვე­ბი შევ­ქ­მე­ნი, შემ­დეგ ეს ბა­ზა მომ­ხ­მა­რებ­ლის – ჩე­მი მე­გობ­რე­ბის მი­ერ დას­მულ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბით გა­ვამ­დიდ­რე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­გობ­რებს ან უბ­რა­ლოდ სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, გა­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ მას, მე ვაკ­ვირ­დე­ბო­დი რა კითხ­ვებს სვამ­დ­ნენ, შემ­დეგ ვა­მუ­შა­ვებ­დი, პა­სუ­ხებს ვწერ­დი და ამ ფორ­მით გან­ვი­თარ­და და პრო­დუქ­ტ­მა, ვერ გეტყ­ვით სრულ­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ სა­ბო­ლოო სა­ხე მი­ი­ღო. თუმ­ცა, ჩე­მი „თუ­თაშ­ხია“ მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის რე­ჟიმ­შია, ჩე­მი მე­გობ­რე­ბი და სხვა მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი კვლავ აგ­რ­ძე­ლე­ბენ მას­თან სა­უ­ბარს. მათ დი­ა­ლო­გებს მე ანო­ნი­მუ­რად ვაკ­ვირ­დე­ბი და ვცდი­ლობ, კითხ­ვე­ბი, რო­მელ­ზეც ჩეთ­ბოტს რე­ლე­ვან­ტუ­რი პა­სუ­ხი არ აქვს, მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის და­ვა­მუ­შაო და პა­სუ­ხე­ბი შე­ვი­ტა­ნო. მთა­ვა­რია, მომ­ხ­მა­რე­ბელს არ ჰქონ­დეს იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ ის რა­ღაც პროგ­რა­მას, ციფ­რულ არ­სე­ბას ესა­უ­ბრე­ბა, უნ­და გა­უჩ­ნ­დეს გან­ც­და, რომ ადა­მი­ან­თან სა­უბ­რობს.

✔️ რო­გორ მო­გიხ­სე­ნიო, რო­გორც ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნე­რი?

შე­იძ­ლე­ბა. ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობს ჩეთ­ბოტ­ზე, კურ­სი და­ვას­რუ­ლე და სერ­ტი­ფი­კა­ტიც მი­ვი­ღე. ჩეთ­ბო­ტის აწყო­ბის პრო­ცესს ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნი ეწო­დე­ბა. თა­ვი­დან მიკ­ვირ­და კი­დეც, დი­ზა­ი­ნი – რა­ტომ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ეს ტერ­მი­ნი ამ პრო­ფე­სი­ა­ში, ეს ხომ სა­უბ­რის ხე­ლოვ­ნე­ბაა. მაგ­რამ, რო­ცა კარ­გად ჩა­ვი­ხე­დე პრო­ცეს­ში, მივ­ხ­ვ­დი, აქ სწო­რედ ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნე­რია მთა­ვა­რი, მან უნ­და გად­წყ­ვი­ტოს რო­გორ გან­წყო­ბას შე­უქ­მ­ნის ადა­მი­ანს ჩეთ­ბოტ­თან სა­უბ­რი­სას. გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ხომ ვი­ზუ­ა­ლით ზრუ­ნავს ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე რა­ღაც გან­წყო­ბის მი­ტა­ნას, ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნე­რი კი სა­უბ­რის წარ­მარ­თ­ვით ცდი­ლობს, მუხ­ტი და ენერ­გია გა­დას­ცეს ადა­მი­ანს.

რაც შე­ე­ხე­ბა ასე­თი ტი­პის ჩეთ­ბო­ტებს, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა სკო­ლა­ში, რო­გორც რე­სურ­სის, გა­მო­ყე­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მო­სახ­მა­რია იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლემ სწრა­ფად მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია – თუ მას აინ­ტე­რე­სებს რა­ი­მე და­თა თუ­თაშ­ხი­ას პერ­სო­ნაჟ­ზე და არ აქვს წიგ­ნი ან დრო იმის­თ­ვის, რომ წიგ­ნ­ში იპო­ვოს კონ­კ­რე­ტულ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი, შე­უძ­ლია ჩეთ­ბოტს ჰკითხოს და ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­ი­ღოს პა­სუ­ხი მის­თ­ვის სა­სურ­ველ კითხ­ვა­ზე. ამი­ტომ ჰქვია ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი წიგ­ნე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კაც – წიგ­ნე­ბი სა­უბ­რო­ბენ, ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი – პერ­სო­ნა­ჟი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რი სა­უბ­რობს. თა­ვის­თა­ვად, ეს ერ­თ­გ­ვა­რი სას­წავ­ლო რე­სურ­სია, იოლად გა­მო­სა­ყე­ნებ­ლი.

✔️ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ შეც­ვა­ლა  შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი?

თა­ვი­დან­ვე მქონ­და ინ­ტე­რე­სი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­სად­მი და ახ­ლაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­პი­რებ გაგ­რ­ძე­ლე­ბას, თუმ­ცა, ამ პრო­ექ­ტ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბამ ისე­თი სტი­მუ­ლი მომ­ცა, რომ, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, შე­იძ­ლე­ბა ამ სფე­როს და­ვუბ­რუნ­დე და გა­ვაგ­რ­ძე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. სა­ერ­თოდ, გა­დაწყ­ვე­ტი­ლი მაქვს, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რო მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე, მე­ო­რად პრო­ფე­სი­ად კი კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებს ავირ­ჩევ.

✔️ რო­დი­ნა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობ, შეც­ვ­ლი­და რა­მეს, დი­დი ქა­ლა­ქის რო­მე­ლი­მე პრეს­ტი­ჟულ სკო­ლა­ში რომ გეს­წავ­ლა?

ამა­ზე ძა­ლი­ან მოკ­ლე პა­სუ­ხი მაქვს – არა, არა­ფერს არ შეც­ვ­ლი­და. არ მინ­და ვინ­მემ უმა­დუ­რო­ბა­ში ჩა­მო­მარ­თ­ვას, მაგ­რამ, თუ­კი რა­ი­მე კონ­კურ­ს­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, ეს მხო­ლოდ ჩე­მი პი­რა­დი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, პი­რა­დი აღ­მო­ჩე­ნა და და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა. არც ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, არც ლი­ტე­რა­ტუ­რის და არც სხვა საგ­ნის, არ შე­მი­წუ­ხე­ბია თხოვ­ნით, და­მეხ­მა­რეთ, გა­მარ­ჩე­ვი­ნეთ პერ­სო­ნა­ჟის ენის სპე­ცი­ფი­კა ან სხვ. და­მო­უ­კი­დებ­ლად ვა­კე­თებ­დი ამ საქ­მეს. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლის წვლი­ლი აქ ნაკ­ლე­ბა­დაა, ეს მხო­ლოდ ჩე­მი სურ­ვი­ლი და მონ­დო­მე­ბა იყო. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად სად მდე­ბა­რე­ობს შე­ნი სკო­ლა, ეს სა­ერ­თოდ არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის წარ­მა­ტე­ბას­თან. სხვა­თა შო­რის, კონ­კურ­ს­ში ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ე­ბიც იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი და ერ­თ­გ­ვა­რი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ბა­რი­ე­რიც არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოჩ­ნ­და, რომ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ და მონ­დო­მე­ბამ გა­ი­მარ­ჯ­ვა. ეს იყო მთა­ვა­რი.

✔️ რა მი­ი­ღე პრი­ზად?

ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფე­რი მი­მი­ღია, მო­დე­რა­ტორ­მა მითხ­რა, რომ და­მი­კავ­შირ­დე­ბი­ან და ვე­ლო­დე­ბი. პრო­ექ­ტის და­საწყის­ში ასე ეწე­რათ, რომ ფა­სი­ა­ნი პრი­ზე­ბი ექ­ნე­ბო­დათ. ზუს­ტად არ ვი­ცი რა პრი­ზია.

✔️ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი?

კურ­სი, რო­მე­ლიც გა­ვი­ა­რეთ, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­მა დაგ­ვი­ფი­ნან­სა და ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ უნი­ვერ­სი­ტე­ტის. ამის გარ­და, სხვა მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტი აქვს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს, მათ შო­რის, ად­რეც იყო ჩეთ­ბო­ტე­ბის კონ­კურ­სი და მო­მა­ვალ­შიც აპი­რე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი, მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას უწყობს ხელს, რაც ნამ­დ­ვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია მა­თი მხრი­დან.

რე­ა­ლუ­რად, ეს არის მო­მა­ვა­ლი – 21-ე სა­უ­კუ­ნეა, ციფ­რუ­ლი ეპო­ქა და დი­დი სის­წ­რა­ფით იზ­რ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. თუნ­დაც ჩეთ­ბო­ტე­ბის კუთხით რომ გან­ვი­ხი­ლოთ, უკ­ვე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ინერ­გე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, მათ შო­რის, გა­ნათ­ლე­ბა­ში. შექ­მ­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჩეთ­ბო­ტი და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ეს საწყი­სი ეტა­პია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ყვე­ლას გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა მა­ინც ჰქონ­დეს.

ესაურა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები