27 ივლისი, შაბათი, 2024

მეთოდური გზამკვლევი სსსმ მოსწავლეებისთვის

spot_img

„ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მეთოდური გზამკვლევი შემუშავდა.

გზამკვლევი – „სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან“ – საგნის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი. მასში აღწერილია სწავლა-სწავლების ზოგადი კონცეფციები და სტრატეგიები, მათ შორის, სწავლების უნივერსალური დიზაინი, სწავლა-სწავლების დიფერენციალური მიდგომა, მულტიმოდალური სწავლება, კეთებით სწავლება, სკაფოლდინგი, მოდელირება და ა.შ.

გზამკვლევი ასევე ითვალისწინებს კონკრეტული სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების სტრატეგიებს. გზამკვლევში აღწერილი კონცეფციები, მიდგომები და სწავლა-სწავლების უმეტესი სტრატეგიები ზოგადად მოსწავლეებთანაც უნივერსალურად გამოყენებადია.

იხილეთ გზამკვლევი: „სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან“

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები