9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­ში

spot_img
ირი­ნა ჭა­ფო­ძე
სსიპ ქუ­თა­ი­სის №45 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

პრო­პა­გან­დის, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამოც­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ვე­ლე­ბი მო­ზარ­დე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც დრო­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში ატა­რე­ბენ, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეყ­რ­დ­ნო­ბი­ან და ფაქ­ტე­ბის სი­ზუს­ტეს არ ამოწ­მე­ბენ. შე­საძ­ლოა, ისი­ნი ად­ვი­ლად მო­ექ­ც­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ.

პრო­პა­გან­დის ენა იყე­ნებს ემო­ცი­ურ მი­მარ­თ­ვებ­სა და გა­მარ­ტი­ვე­ბულ ნა­რა­ტივს, რო­მელ­საც ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და უპი­რო­ბოდ, კრი­ტი­კუ­ლი გან­ს­ჯი­სა და მი­სი ნამ­დ­ვი­ლო­ბის გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე, იღებს. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლებს დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აკის­რია, გა­ნუ­ვი­თა­როს მოს­წავ­ლე­ებს კრი­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი და შე­ამ­ზა­დოს ისი­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თ­ვის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­სა­წე­ვად. კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა ეხ­მა­რე­ბა მათ, მი­ი­ღონ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და არ და­ეყ­რ­დ­ნონ იმ­პულსს ან არას­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ციაა, დე­ზინ­ფორ­მა­ცია კი შე­იძ­ლე­ბა გავ­რ­ცელ­დეს სხვა­დას­ხ­ვა ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა შეც­დო­მა­ში შემ­ყ­ვა­ნი სუ­რა­თე­ბი, პლა­კა­ტე­ბი, პოს­ტე­რე­ბი, ბა­ნე­რე­ბი, ვი­დე­ოგ­ზავ­ნი­ლე­ბი, რო­მელ­თა გა­და­მოწ­მე­ბა რთუ­ლია. ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის არ­სე­ბო­ბა უფ­რო არ­თუ­ლებს ზე­პი­რად თუ წე­რი­ლო­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი არა­სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის ამოც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. სწო­რედ ამ გა­მოწ­ვე­ვის სა­პა­სუ­ხოდ, სსიპ ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის №45 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, „მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კლუ­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში, ის­ტო­რი­ი­სა და ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გან­ხორ­ცი­ელ­და სას­კო­ლო პრო­ექ­ტი: „მო­ზარ­დე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ“. პრო­ექ­ტი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო სსსმ მოს­წავ­ლე­თა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა აზ­როვ­ნე­ბის მა­ღა­ლი დო­ნეა, რო­მე­ლიც თან­და­ყო­ლი­ლი უნა­რი არ არის და პე­და­გო­გის დახ­მა­რე­ბით ვი­თარ­დე­ბა. ამ უნა­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად უფ­რო მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა, ინ­ტენ­სი­უ­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ „მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კლუბ­ში“, პრო­ექ­ტის აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, გა­ნუ­ზო­მე­ლი იყო ჟეს­ტუ­რი ენის თარ­ჯიმ­ნე­ბის რო­ლი. მათ უწევ­დათ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბა,  პრო­ექ­ტის სა­მუ­შაო ჯგუფ­თან კონ­სულ­ტი­რე­ბა, დარ­გობ­რი­ვი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის კვლე­ვა, რად­გან ჟეს­ტუ­რი ენის ლექ­სი­კო­ნე­ბი არ მო­ი­ცავს მთლი­ან სა­მეტყ­ვე­ლო ლექ­სი­კას.

პრო­ე­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხი­ლუ­ლი ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბი:

  1. პრო­პა­გან­და, დე­ზინ­ფორ­მა­ცია და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია;
  2. ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბა; ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ქ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის/ფილ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით;
  3. ფო­ტო/ვი­დე­ო­მა­ნი­პუ­ლა­ცია;
  4. პი­როვ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ვებ­გ­ვერ­დე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა, გე­ო­ლო­კა­ცი­ის დად­გე­ნა.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

  1. სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი;
  2. რე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თე­ბის გან­ხილ­ვა;
  3. ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი;
  4. ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი თა­მა­შე­ბი/ქვი­ზე­ბი;
  5. სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი.

(სა­მუ­შაო მა­სა­ლა მომზადდა https://millab.ge/ka/sitemap პორტალზე გან­თავ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით)

ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა მო­ითხოვს მა­თი სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, სა­ერ­თო და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის წარ­მარ­თ­ვას, ში­ნა­არ­სის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ვი­ზუ­ა­ლუ­რი და წე­რი­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით:

♦ ლა­კო­ნი­უ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო, ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი და ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ჟეს­ტუ­რ ენა­ზე;

♦ მცი­რე ზო­მის, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტე­ბის შექ­მ­ნა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა, პუნ­ქ­ტე­ბის ან ნუ­მე­რა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით;

♦ ვი­ზუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც ხელს უწყობს ცნე­ბე­ბის/კონ­ცეფ­ცი­ე­ბის სიღ­რ­მი­სე­ულ წვდო­მას: სუ­რა­თე­ბი, საინფორმაციო ბარათები (მცი­რე ზო­მის ბა­რა­თე­ბი, რომ­ლებ­ზეც და­ტა­ნი­ლია ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი და მარ­ტი­ვი ენით გად­მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია), თე­მა­ტუ­რი ვი­დე­ო­ე­ბი/ანი­მა­ცი­ე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი (PowerPoint);

♦ ფაქ­ტე­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი;

♦ მე­დია სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სი­მუ­ლა­ცია, მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ სხვა­დას­ხ­ვა რო­ლის (ჟურ­ნა­ლის­ტი, თვით­მ­ხილ­ვე­ლი და სხვ.) შეს­რუ­ლე­ბა ამა თუ იმ პერ­ს­პექ­ტი­ვის გა­სა­გე­ბად;

♦ ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ვიქ­ტო­რი­ნე­ბი და სა­ხა­ლი­სო ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი, მა­გა­ლი­თად, თა­მა­ში ყალ­ბი ამ­ბე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად;

♦ მე­დი­ა­კონ­ტენ­ტის შექ­მ­ნა-გა­ზი­ა­რე­ბა Canva-ს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით, შექ­მ­ნან პოს­ტე­რე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, მარ­ტი­ვი ანი­მა­ცი­ე­ბი, ფლეშ­ბა­რა­თე­ბი და თა­ნა­ტო­ლებს გა­უ­ზი­ა­რონ ინ­ფორ­მა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებ­ზე, რაც, თა­ვის­თა­ვად, აუმ­ჯო­ბე­სებს პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნარ-ჩვე­ვებ­საც.

ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი ნამ­დ­ვი­ლად ღი­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია პრო­პა­გან­დი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში, რად­გან:

♦ ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი თა­მა­შე­ბი ეყ­რ­დ­ნო­ბა ვი­ზუ­ა­ლურ ელე­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც მო­თა­მა­შე­ებს ეხ­მა­რე­ბა, ვი­ზუ­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მი­ი­ღონ მი­ნიშ­ნე­ბე­ბი და დაძ­ლი­ონ გა­მოწ­ვე­ვა;

♦ თა­მა­შე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს პრაქ­ტი­კულ სას­წავ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას, რად­გან შე­ი­ცავს იმი­ტი­რე­ბულ სცე­ნა­რებს, რომ­ლე­ბიც ახ­დე­ნენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სი­მუ­ლა­ცი­ას და მოს­წავ­ლე­ებს უვი­თა­რებს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ტაქ­ტი­კის გარ­ჩე­ვის უნარს;

♦ თა­მა­შე­ბი ხში­რად იძ­ლე­ვა მყი­სი­ერ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას მო­თა­მა­შის ქმე­დე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლე­ებს, ის­წავ­ლონ შეც­დო­მებ­ზე და გა­ი­აზ­რონ სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის მავ­ნე შე­დე­გე­ბი.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბის ნა­წი­ლი ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნია. ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის და­საძ­ლე­ვად გა­მო­ვი­ყე­ნე ვებ­ბ­რა­უ­ზერ­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი თარ­გ­მა­ნის ფუნ­ქ­ცია.

სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რამ­დე­ნა­დაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­სა და მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით გა­მოვ­კ­ვე­თე აქ­ცენ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბი­თაც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტის აქ­ტი­ვო­ბე­ბი. მოს­წავ­ლე­ებს ავუხ­სე­ნი, რომ არამ­ხატ­ვ­რუ­ლი ჟან­რე­ბი – ინ­ტერ­ვიუ, რე­პორ­ტა­ჟი და სა­ჯა­რო სიტყ­ვა – ემ­სა­ხუ­რე­ბა აუდი­ტო­რი­ის ინ­ფორ­მი­რე­ბა­სა და დარ­წ­მუ­ნე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს მას.

იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებს გა­ად­ვი­ლე­ბო­დათ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა და გა­აზ­რე­ბა, Canve-ს ონ­ლა­ინ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, შევ­ქ­მე­ნი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი და კლასს გა­ვა­ცა­ნი არამ­ხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის – ინტერვიუს, რეპორტაჟისა და საჯარო  გამოსვლის – ჟან­რობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სხვა ჟან­რე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის­გან.

პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­მა ჟეს­ტურ ენა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს იმი­ტი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვიუ, რე­პორ­ტა­ჟი და სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლა. სხვი­სი რო­ლის გა­თა­მა­შე­ბით ისი­ნი უკეთ ჩაწ­ვ­დ­ნენ იმ ადა­მი­ა­ნის მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ზრახ­ვებს, რო­მელ­საც გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­დ­ნენ.

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც ინ­დი­ვი­დებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, კრი­ტი­კუ­ლად გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ მე­დია მე­სი­ჯე­ბი, გა­ი­გონ მა­თი გავ­ლე­ნა, გა­ნას­ხ­ვა­ვონ ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო და არა­სან­დო წყა­რო­ე­ბი და მი­ი­ღონ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­აძ­ლი­ე­როს მოს­წავ­ლე­ე­ბი, გა­ხა­დოს აქ­ტი­უ­რი და ჩარ­თუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა პრო­ექ­ტ­მა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა სსსმ მოს­წავ­ლე­თა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი. ისი­ნი გა­ეც­­ნენ მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბულ გავ­რ­ცე­ლე­ბულ ტექ­ნი­კებ­სა და, პრო­პა­გან­დის, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­საც­ნო­ბად, გა­ნუ­ვი­თარ­დათ სა­ბა­ზი­სო უნა­რე­ბი.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი: 

1. საინფორმაციო ბარათები;

2. არამხატვრული ჟანრები:

ინტერვიუ;

რეპორტაჟი;

საჯარო სიტყვა.

ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბი-ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და სა­ხა­ლი­სო ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი/ქვი­ზე­ბი:

  1. დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი

https://chooseyourownfakenews.com/

  1. „იხ­ვებ­ზე მო­ნა­დი­რე“ – ნამ­დ­ვი­ლი და ყალ­ბი ამ­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა

https://millab.ge/ka/game/ixvebze-monadire/2

  1. ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი თა­მა­ში „ბე­ბოს ალ­ბო­მი“ – დე­ტა­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით, ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხუ­ლი გე­ო­ლო­კა­ცი­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა

https://millab.ge/ka/game/-bebos-albomi/25

  1. „დოქ­ტორ ფე­ი­კი“ – მო­თა­მა­შის მი­ერ ფე­ი­კებ­თან და ტრო­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა

https://millab.ge/ka/game/doqtor-feiki/37

  1. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის ამოც­ნო­ბა

https://millab.ge/ka/game/qvizi-amoicani-ai-is-mier-generirebuli-foto/48

  1. „კი­ბერ­ბუ­ლინ­გი“ – მო­თა­მა­შის მი­ერ კი­ბერ­ბუ­ლინ­გის საფ­რ­თხე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და დაძ­ლე­ვა

https://millab.ge/ka/game/kiberbulingi/9

  1. „შო­პინ­გი მი­ლან­ში“ – თა­მა­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და კი­ბერ­ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ

https://millab.ge/ka/game/shopingi-milanshi/6

  1. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ტეს­ტე­ბი:

https://millab.ge/ka/game/mediawignierebis-testi/4

https://millab.ge/ka/game/yvelaze-mediawignieri-axalgazrda—-2022/41

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები