6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

მედიაწიგნიერება, როგორც 21-ე საუკუნის აუცილებელი უნარ-ჩვევა

spot_img
ალლა ლომიძე
სსიპ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
თემის ხელმძღვანელი პედაგოგი: ცირა ასათიანი

 

ჩვენ, 21-ე საუკუნის წარმომადგენლები, ტექნოლოგიებზე დამოკიდებული პიროვნებები ვართ. გაჯეტები, სოციალურ ქსელები, ინტერნეტი ადამიანის ყოვლედღიურობა და ფართო შესაძლებლობების გარანტიაა. თუნდაც რამდენიმე ათეული წლის წინ ამაზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო.

ინტერნეტი კი საოცარი სისწრაფით ვითარდება. იგი არის დაუმორჩილებელი, უკუდეგანო „სივრცე“, სადაც შეგვიძლია მოვიძიოთ და მივიღოთ ინფორმაცია, გავერთოთ ან უბრალოდ დავისვენოთ, ვიმოგზაუროთ, ვიმუშაოთ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვისწავლოთ კიდეც. ბოლოს და ბოლოს, ეს არის სივრცე, რომელშიც ყველას შეგვიძლია ვიყოთ ის ვინც გვსურს. სოციალური ქსელები, როგორიცაა: Facebook, instagram, twiter, Tik-Tok, ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობებისთვის კარგი და საინტერესო შესაძლებლობაა.

ონლაინ პლატფორმები ერთმანეთისგან განსხვავდება დანიშნულებით, მიზნებით, მისიებით და ფილოსოფიით – ზოგიერთი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს, ზოგი კავშირის სწრაფ და მარტივ დამყარებას გვპირდება, ზოგი კი უბრალოდ ჩვენს გართობაზე ზრუნავს. და კიდევ, არსებობენ ორგანიზაციები არამკაფიოდ გამოკვეთილ მიზნებით, ისინი იყენებენ მარკეტინგულ ხრიკებს და ცდილობენ რაიმე პროდუქტის ჩვენთვის მოწოდებას. ხშირად მომხმარებელი სხვადასხვა ონლაინ ფიშინგისა და კიბერბულინგის მსხვერპლიც კი ხდება. სოციალურ მედიაში ინფორმაციის გამოძალვის ძალიან ბევრი ხერხი არსებობს, ერთ-ერთი შეიძლება იყოს SMS-ის სახით მოსული შეტყობინება, რომელსაც თან ახლავს ლინკი. ვებგვერდზე გადასვლისას მოდის პირადი ინფორმაციის შეყვანის მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ეჭვგარეშეა, რომ ვიღაც პირადი ინფორმაციის მოპარვას ცდილობს. ინტერნეტი დიდი სივრცეა, შესაბამისად ძნელია ყოველი გაგზავნილი მესიჯისა თუ ატვირთული პოსტის კონტროლი.

ონლაინ სივრცეს არა მარტო ყალბი ამბები, მოჩვენებითი რეალობა და არარეალური სტანდარტები ახლავს თან, არამედ იწვევს ძილის, რეალურ სოციუმთან ადაპტაციის პრობლემებს და პირადი ინფორმაციის გასაჯაროების მაღალ რისკს. ხშირია ფსიქიკური პრობლემები, გაღიზიანება, დეპრესია, რეალობას მოწყვეტა და ჯანმრთელობის შერყევა.

მაშასადამე, მედიაწიგნიერება არის უნარი, იყო გათვითცნობიერებული და უსაფრთხოდ ორიენტირდე თანამედროვე ონლაინ სამყაროში. ასეთ პიროვნებას შესწევს უნარი სწორად მოიპოვოს, გაფილტროს და გასცეს ინფორმაცია. შეუძლია ჯანსაღი კრიტიკა და შემოქმედებითობის ფართო გამომჟღავნება. შესაბამისად, ინფორმირებული პიროვნება ყოველთვის იზრუნებს, რომ ინტერნეტ სივრცეში გაზიარებულმა ინფორმაციამ მასზე და მის ახლობლებზე რაიმე სახის ზეგავლენა არ მოახდინოს.

მედიაწიგნიერი ადამიანის ვალდებულებაა დაეხმაროს სხვა, ონლაინ სივრცეში ნაკლებად ორიენტირებულ, ადამიანს, რათა მან შეძლოს რეალიზება და არ აღმოჩნდეს ბულინგის მსხვერპლი, ასევე, უზრუნველყოს მომავალი თაობის მედიაწიგნიერების კუთხით განათლება და აღზრდა!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები