27 ივლისი, შაბათი, 2024

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა სკო­ლა­ში

spot_img

რა­ტომ უნ­და გახ­დეს მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა სას­კო­ლო პროგ­რა­მე­ბის ქვა­კუთხე­დი?

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ულ წიგ­ნი­ე­რე­ბას ბევ­რი გან­მარ­ტე­ბა აქვს და ამ ცნე­ბე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა ტერ­მი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­მელ ტერ­მინს ვი­ყე­ნებთ, იქ­ნე­ბა ეს მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­წიგ­ნი­ე­რე­ბა თუ სხვა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ წიგ­ნი­ე­რე­ბა გუ­ლის­ხ­მობს მე­დი­ი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხე­ბით მიზ­ნობ­რივ სარ­გებ­ლო­ბას.

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, წარ­მო­ად­გენს გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ას, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე­ებს მთე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და ვუ­ვი­თა­რებ­დეთ. თუმ­ცა, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვაკ­ვირ­დე­ბით სას­წავ­ლო პრო­ცესს, და­ვი­ნა­ხავთ, რომ სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა არას­წო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან არას­წო­რად ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, და­ხა­რის­ხე­ბა, ანა­ლი­ზი და გა­და­მოწ­მე­ბა. პრობ­ლე­მად რჩე­ბა ისიც, რომ მშობ­ლე­ბი არ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან შვი­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ულ უსაფ­რ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით.

მე­დი­ის, სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხე­ბი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის სა­ყო­ველ­თაო ხა­სი­ა­თი ქმნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა­სა და ბა­დებს გან­ც­დას, რომ ციფ­რულ­მა ეპო­ქამ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მე­დი­ის მომ­ხ­მა­რებ­ლად აქ­ცია და რომ ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი ციფ­რულ რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი, მათ შო­რის, სკო­ლა­შიც. სკო­ლა არის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის უმ­თავ­რეს ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენს მო­მა­ვა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რა­თა მათ შეძ­ლონ აღიქ­ვან, კრი­ტი­კუ­ლად გააანალიზონ და შექ­მ­ნან ინ­ფორ­მა­ცია. სწო­რედ სკო­ლებ­ში იძე­ნენ მო­მა­ვა­ლი ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნარს, რო­მე­ლიც მათ მო­მა­ვალ­ში სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში.

ინ­ტერ­ნე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხ­მა­რებ­ლამ­დე თა­ვად მი­დის მრა­ვა­ლი წყა­რო­დან, რაც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს მას — გა­ნი­ვი­თა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ის სე­ლექ­ცი­ის უნარ-ჩვე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში სულ უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კითხი, რად­გან სწო­რედ მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რი და კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ გახ­დე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მსხვერ­პ­ლი.

საფ­რ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, პირ­ველ რიგ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ში უნ­და მოხ­დეს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პენ­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლის შემ­დეგ, მოს­წავ­ლემ მე­დი­ა­სივ­რ­ცე­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ორი­ენ­ტი­რე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­დარ­ჩე­ვა-გა­და­მოწ­მე­ბა და კრი­ტი­კუ­ლად შე­ფა­სე­ბა უნ­და შეძ­ლოს, ასე­ვე, ინ­ფორ­მა­ცი­ის ხა­რის­ხი­ა­ნად და­მუ­შა­ვე­ბა, სან­დო­ო­ბის გან­საზღ­ვ­რა და ამას­თან, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შექ­მ­ნა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პე­და­გო­გე­ბის მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბი­სად­მი მიდ­გო­მის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მიზ­ნე­ბით და მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნ­და იწყე­ბო­დეს. მეტ­წი­ლად, მას­წავ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრე­ვენ­ცი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ადაპ­ტი­რე­ბას კლა­სის დო­ნე­ზე.

მინ­და ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ, მე-7 კლას­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის „და­ად­გი­ნე სი­მარ­თ­ლე შე­ნით“ სა­ფუძ­ველ­ზე.

პრო­ექ­ტით მი­საღ­წე­ვი შე­დე­გი:

  1. კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;
  2. მე­დი­ის ტი­პე­ბის მი­მართ ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;
  3. სუ­რა­თე­ბის კითხ­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;
  4. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნის უნა­რე­ბის შე­ძე­ნა.

აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

⇒ კრი­ტი­კუ­ლი კითხ­ვა

მოს­წავ­ლე­ე­ბი კითხუ­ლო­ბენ სტა­ტი­ებს, რა­საც მოჰ­ყ­ვე­ბა მსჯე­ლო­ბა და ანა­ლი­ზი. სტა­ტი­ე­ბის და თე­მე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი: 1. კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყო­ფი არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბი — ბავ­შ­ვი, და­ნა­შა­უ­ლი და სას­ჯე­ლი — რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ნი­ნო თარ­ხ­ნიშ­ვი­ლი; 2. ბავ­შ­ვე­ბის მა­სობ­რი­ვი ქურ­დო­ბა — მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ — რე­ზო­ნან­სი, ელ­ზა პა­პოშ­ვი­ლი.

თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი აანა­ლი­ზებს სტა­ტი­ას, შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბით:

ა) ჩა­მოთ­ვა­ლეთ ძი­რი­თა­დი ფაქ­ტე­ბი, რაც სტა­ტი­ი­დან ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

ბ) ჩა­მოთ­ვა­ლეთ მოვ­ლე­ნის აღ­წე­რი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი, ფრა­ზე­ბი, ეპი­თე­ტე­ბი: ვინ არის ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო? არის თუ არა აც­დე­ნა ფაქ­ტებ­სა და შე­ფა­სე­ბებს შო­რის?

გ) ერ­თი წი­ნა­და­დე­ბით შე­ა­ჯა­მეთ მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც სტა­ტი­ის შემ­დეგ რჩე­ბა.

15-წუ­თი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, ორი­ვე ჯგუ­ფი აჯა­მებს სა­კუ­თა­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გებს: წყა­რო­ე­ბი, ფაქ­ტე­ბი, შე­ფა­სე­ბე­ბი. რა ით­ქ­ვა სტა­ტი­ით? შემ­დეგ ორი­ვე ჯგუ­ფი გა­ნი­ხი­ლავს: რა ინ­ფორ­მა­ცია აკ­ლია სტა­ტი­ას? რა უნ­და იყოს ამ თე­მის გაგ­რ­ძე­ლე­ბა?

⇒ მე­დი­ის ტი­პე­ბის მი­მართ ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა

მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბით, გა­ეც­ნო­ბი­ან, რო­გორ იც­ვ­ლე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, მე­დია და მი­სი ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი აუდი­ტო­რი­ას­თან. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენ­და აუდი­ტო­რი­ი­სა და მე­დი­ის როლ­ზე, ასე­ვე, ინ­ფორ­მა­ცი­ის ფორ­მა­სა და ში­ნა­არ­ს­ზე ის, თუ რო­გორ მო­ი­პო­ვებ­დ­ნენ, ამუ­შა­ვებ­დ­ნენ და ავ­რ­ცე­ლებ­დ­ნენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, იქ­ნე­ბო­და ეს პა­პი­რუ­სის, სა­ბეჭ­დი დაზ­გის, ტე­ლე­ვი­ზი­ის თუ ინ­ტერ­ნე­ტის ხა­ნა.

ჯგუ­ფებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და­რიგ­დე­ბა, მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და იმ­ს­ჯე­ლონ და უპა­სუ­ხონ შემ­დეგ შე­კითხ­ვებს: რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის­თ­ვი­საა ამ მე­დი­ით ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი? რამ­დე­ნად სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია? რა ღირს ამ გზით ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა? ვინ ქმნის ინ­ფორ­მა­ცი­ას? რა რო­ლი აქვს მომ­ხ­მა­რე­ბელს ინ­ფორ­მა­ცი­ის მოხ­მა­რე­ბი­სას, პა­სი­უ­რია თუ აქ­ტი­უ­რი? რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია?

⇒ სუ­რა­თე­ბის კითხ­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა

მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ი­გე­ბენ: რა გავ­ლე­ნა აქვს სუ­რა­თებს მოვ­ლე­ნა­თა აღ­ქ­მი­სას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ფო­ტო­ე­ბი იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის­თ­ვის და რო­გორ ცვლის კონ­ტექ­ს­ტი, დრო, ად­გი­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო ერ­თი და იმა­ვე კად­რის აღ­ქ­მას.

მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზებთ ფო­ტო­მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გა­მომ­სახ­ველ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბას.

⇒ მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნის უნა­რე­ბის შე­ძე­ნა

მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მე­დი­ას შე­უძ­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა, აზ­რის გა­მო­სა­ხა­ტად ან რა­ი­მე სა­კითხის ად­ვო­კა­ტი­რე­ბი­სათ­ვის, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ სამ­თავ­რო­ბო ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დებს, ქმნი­ან ფე­ის­ბუქ­ჯ­გუ­ფებს, რაც ხელს უწყობს თა­ნა­მო­აზ­რე­თა მო­ბი­ლი­ზე­ბას და სა­მოქ­მე­დო ნა­ბი­ჯე­ბის და­გეგ­მ­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, მე­დი­ა­სივ­რ­ცი­დან, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, გან­სა­ხილ­ვე­ლად და შე­სა­ფა­სებ­ლად, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ნი­მუ­შე­ბი, მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან მე­დი­ა­ში გად­მო­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია აუტის­ტი ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ — „რე­ი­სი­დან მოხ­ს­ნი­ლი აუტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვი და მშო­ბე­ლი ათენ­ში უფა­სოდ გაფ­რინ­დ­ნენ“.

 

 

ნო­ნა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი – სსიპ ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზო­დის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რია-სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტია. თბი­ლი­სი. 2018წ;
  2. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბა. თამ­თა კო­ბა­ხი­ძე. 2019წ. http://mdfgeorgia.ge›view-library-გზამ­კ­ვ­ლე­ვი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები