3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

მას­წავ­ლებ­ლო­ბა ხომ მარ­ტო საგ­ნის კარ­გად ცოდ­ნა არ არის

spot_img
რუბრიკის „პროფესია პედაგოგი“ სტუმარია ნი­ნო და­ნე­ლია,
მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხუნ­წის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მოკ­ლე წარ­დ­გე­ნა

და­ვი­ბა­დე მარ­ტ­ვი­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ხუნ­წ­ში, ვსწავ­ლობ­დი და და­ვამ­თავ­რე ხუნ­წის სა­ჯა­რო სკო­ლა. ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ხუნ­წის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლად. 2013 წელს სსიპ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე მუ­შა­ო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტად, მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 18 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვი­ყა­ვი დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი. 2017 წელს ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­უქ­მ­და და მას შემ­დეგ, ამ სა­განს  ხუნ­წის სა­ჯა­რო სკო­ლის IX-XI კლა­სებ­ში ვას­წავ­ლი. ასე­ვე, ზე­და ხუნ­წის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას. მყავს მე­უღ­ლე და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი.

პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი

რო­დე­საც სკო­ლა­ში შე­ვე­დი და ჩემს პირ­ველ მას­წავ­ლე­ბელს შევ­ხ­ვ­დი, ვთქვი, რომ მეც აუცი­ლებ­ლად მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხ­დე­ბო­დი. მშობ­ლე­ბი და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი მირ­ჩევ­დ­ნენ, ექი­მის ან ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სია ამერ­ჩია. რო­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ბავ­შ­ვო­ბა­ში არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ზე აზ­რი არას­დ­როს შე­მიც­ვ­ლია, ეს იყო ის, რაც ნამ­დ­ვი­ლად მინ­დო­და. ვთვლი, რომ ჩე­მი პრო­ფე­სი­ის გან­საზღ­ვ­რა იმ მას­წავ­ლებ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც არა მარ­ტო თა­ვი­სი საგ­ნის მცოდ­ნე იყო, არა­მედ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მთე­ლი გუ­ლით უყ­ვარ­და მოს­წავ­ლე­ე­ბი, მშო­ბე­ლი დე­და­სა­ვით უვ­ლი­და თი­თო­ე­ულ მათ­განს და სიყ­ვა­რულს ყვე­ლას თა­ნაბ­რად უნა­წი­ლებ­და.

მას­წავ­ლებ­ლო­ბა  მარ­ტო საგ­ნის კარ­გად ცოდ­ნა ხომ არ არის, ის ბავ­შ­ვებ­ში იმე­დის გა­ჩე­ნას, სწავ­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ჩა­ნერ­გ­ვას და მო­მა­ვა­ლი გზის გაკ­ვალ­ვა­ში დახ­მა­რე­ბას ნიშ­ნავს. მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, მოს­წავ­ლეს ცხოვ­რე­ბა გა­უ­ად­ვი­ლოს, შე­უც­ვა­ლოს, მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ა­ფიქ­როს, ამას თუ არ ცდი­ლობს, გა­ნა ის ნამ­დ­ვი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია?! მოს­წავ­ლე­ებს უნ­და და­ვა­ნა­ხოთ, რომ ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა სევ­დი­ა­ნიც იყოს, მხი­ა­რუ­ლიც, უც­ნა­უ­რიც, იდუ­მა­ლიც, რომ ის ჭრე­ლია და რაც მთა­ვა­რია, ამ სიჭ­რე­ლე­ში თა­ვი­ან­თი ფე­რის პოვ­ნა­ში და­ვეხ­მა­როთ. უნ­და ვას­წავ­ლოთ, რომ თუ არ და­ვე­ცით, ვე­რა­სო­დეს ავ­დ­გე­ბით, ამი­ტომ და­ცე­მა ზოგ­ჯერ სა­ჭი­როც კია… ამ­დენ რა­მეს რომ ვას­წავ­ლით ბავ­შ­ვებს, ამი­ტო­მა­ცაა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია იდუ­მა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო, რთუ­ლი და ჯა­დოს­ნუ­რიც კი.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი

წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გო­ბა ჩემ­თ­ვის კა­რი­ე­რულ სტა­ტუსს (უფ­რო­სი, წამ­ყ­ვა­ნი, მენ­ტო­რი) ნამ­დ­ვი­ლად არ ნიშ­ნავს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­შინ ხარ, რო­ცა მოს­წავ­ლე­ებს უყ­ვარ­ხარ და გიყ­ვარს, ბავ­შ­ვებ­ზე ფიქ­რ­ში იძი­ნებ და იღ­ვი­ძებ, ფიქ­რობ, რო­გორ გა­ა­ხა­რო, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ მოს­წავ­ლის ღი­მი­ლი­ა­ნი გა­მო­ხედ­ვის­თ­ვის და მის­თ­ვის ფე­რა­დი სამ­ყა­როს შე­საქ­მ­ნე­ლად. მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის მე­გობ­რო­ბა­საც ნიშ­ნავს, ნამ­დ­ვილს, გულ­წ­რ­ფელს, დი­დის და პა­ტა­რას უღა­ლა­ტო მე­გობ­რო­ბას. ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე მზე­რის და­ნახ­ვაა, ლა­მა­ზი თვა­ლე­ბით ყუ­რე­ბაა, სულ რომ შე­მოგ­ციმ­ცი­მე­ბენ. რო­ცა რა­ი­მეს აშე­ნებ, სიყ­ვა­რულს იმ­კი, ამას დი­დი დრო სჭირ­დე­ბა, დან­გ­რე­ვას და და­კარ­გ­ვას კი, სულ მცი­რე დროც ჰყოფ­ნის, ამი­ტომ, ჩე­მი მი­ზა­ნია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა.

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა და მას­წავ­ლე­ბე­ლი

XXI სა­უ­კუ­ნე გა­მოწ­ვე­ვე­ბის და უამ­რა­ვი სი­ახ­ლის სა­უ­კუ­ნეა, რო­მელ­ზეც ფე­ხის აწყო­ბა მოგ­ვი­წია. თუ ამ გა­მოწ­ვე­ვებს ღირ­სე­უ­ლად არ ვუ­პა­სუ­ხეთ, ვე­რას­დ­როს ვიქ­ნე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი. მათ უამ­რა­ვი კითხ­ვა აქვთ, სი­ახ­ლის ძი­ე­ბა­ში არი­ან და მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნ­და შეხ­ვი­დე მათ­თან, რა­თა ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ტე­რე­სის სფე­რო და­აკ­მა­ყო­ფი­ლო. ამის­თ­ვის ის არ კმა­რა, რა­საც წლე­ბის წინ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გვას­წავ­ლიდ­ნენ, ჩვენც უნ­და ვის­წავ­ლოთ, თან ვის­წავ­ლოთ ისე კარ­გად, რომ თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს ვას­წავ­ლოთ, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას არას­დ­როს შემ­ქ­მ­ნია პრობ­ლე­მა, რად­გან ვთვლი, რომ მა­თი უსიტყ­ვოდ უნ­და მეს­მო­დეს, გა­მო­ხედ­ვა­ში უნ­და ვგრძნობ­დე, რა სურთ და აუცი­ლებ­ლად უნ­და ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დე მათ სურ­ვი­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა ის პრო­ფე­სიაა, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა. სი­ახ­ლის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და იზ­რუ­ნო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

არ ვფიქ­რობ, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მე მიყ­ვარს მას­წავ­ლებ­ლო­ბა და ამ პრო­ფე­სი­ას სხვა თვა­ლით ვუ­ყუ­რებ. შე­იძ­ლე­ბა, ვი­საც ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა აქვს ამ სფე­რო­ში, ასე მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, დღეს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ კუთხი­თაც და­ფა­სე­ბუ­ლია.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­სე­ბობს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო, რო­მელ­ზეც ბევრ კარგ მას­წავ­ლე­ბელს წა­რად­გე­ნენ, ყო­ველ­თ­ვის ღირ­სე­ულ­ზე ღირ­სე­უ­ლი იმარ­ჯ­ვებს. ყვე­ლა კონ­კურსს მხო­ლოდ ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ჰყავს, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რად­გან მათ მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო და მსოფ­ლიო იც­ნობს, ნუ­თუ ეს არ არის მას­წავ­ლებ­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია?!

არა­სა­ტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი

დღეს მას­წავ­ლე­ბელს ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, რომ მის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი იყოს, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას გაზ­რ­დის. ხში­რად მი­წევს არას­ტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, გა­წე­რი­ლი გეგ­მი­და­ნაც ხში­რად ვუხ­ვევ — რად­გან 21-ე სა­უ­კუ­ნის თა­ო­ბას­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექ­ს­პ­რომ­ტად ვცვლი ხოლ­მე გეგ­მას, ეს კი გაკ­ვე­თი­ლებს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის.

„ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი დის­ციპ­ლი­ნის“ სწავ­ლე­ბა სკო­ლა­ში

მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და იცოდ­ნენ და იც­ნობ­დ­ნენ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ დის­ციპ­ლი­ნებს, რომ­ლის სწავ­ლე­ბა მხო­ლოდ, მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლის ან მა­თე­მა­ტი­კის, გაკ­ვე­თილ­ზე არ ეს­წ­რე­ბა. მოს­წავ­ლე რომ კარგ მო­ქა­ლა­ქედ აღი­ზარ­დოს, სა­ჭი­როა მი­სი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რ­და. სწო­რედ ამან მო­ითხო­ვა, რომ მოს­წავ­ლე­ებს, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი­დან­ვე, დე­ტა­ლებ­ში შე­ეს­წავ­ლათ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი დის­ციპ­ლი­ნის სა­კითხე­ბი. ამას „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ გაკ­ვე­თილ­ზე ახერ­ხე­ბენ, პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მე და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე, ვცდი­ლობთ, თე­ო­რი­უ­ლი სა­კითხე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ვას­რუ­ლოთ, ეს მათ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სოა, მთე­ლი გუ­ლის­ყუ­რით ეც­ნო­ბი­ან თი­თო­ე­ულ თე­მას და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არას­დ­როს და­ი­ვიწყე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვის სწავ­ლე­ბას, უსას­რუ­ლოდ შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო, არას­დ­როს და­ვიღ­ლე­ბი ბავ­შ­ვებ­თან ამ თე­მა­ზე სა­უბ­რით, რად­გან მა­თი კა­რი­ე­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი მა­თი­ვე გა­და­საწყ­ვე­ტია და ეს კარ­გად უნ­და გა­ი­აზ­რონ. იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სწო­რად გათ­ვ­ლი­ან და აირ­ჩე­ვენ პრო­ფე­სი­ას, ხომ მთე­ლი მა­თი ცხოვ­რე­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. უნ­და და­იმ­ს­ხ­ვ­რეს ძვე­ლი ე.წ. სტე­რე­ო­ტი­პი — „ექი­მის შვილ­მა აუცი­ლებ­ლად სა­ე­ქი­მო­ზე უნ­და ჩა­ა­ბა­როს“, „ჩემს შვილს აუცი­ლებ­ლად უმაღ­ლე­სის დიპ­ლო­მი უნ­და ჰქონ­დეს“, „პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში მხო­ლოდ უცო­დინ­რე­ბი მი­დი­ან, იქ ჩემს შვილს რო­გორ ვას­წავ­ლი?!“ და ა.შ.

ვმუ­შა­ობ ბავ­შ­ვებ­თან, ვმუ­შა­ობ მშობ­ლებ­თა­ნაც, რომ მა­თაც კარ­გად გა­ი­აზ­რონ, ეს შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლია და არა მა­თი. ბავ­შ­ვებ­მა თა­ვად უნ­და გა­დაწყ­ვი­ტონ, პირ­ველ რიგ­ში, რა სურთ და რა სი­ა­მოვ­ნებთ, შემ­დეგ — შე­უძ­ლი­ათ თუ არა ამა თუ იმ საქ­მის კე­თე­ბა და რამ­დე­ნად მოთხოვ­ნა­დია შრო­მის ბა­ზარ­ზე მათ მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია. ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბა სკო­ლა­ში აუცი­ლე­ბე­ლი და დრო­უ­ლიც კი იყო, და­მერ­წ­მუ­ნეთ, ბევრ მოს­წავ­ლეს შე­აც­ვ­ლე­ვი­ნა აზ­რი, ბევ­რი სტე­რე­ო­ტი­პიც და­ამ­ს­ხ­ვ­რია და პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის კუთხით, თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

მე, ჩე­მი სკო­ლა, დი­რექ­ცია მაქ­სი­მა­ლურს ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა კი­დევ უფ­რო მე­ტი გა­ი­გონ შრო­მის ბაზ­რის შე­სა­ხებ — ეწყო­ბა ექ­ს­კურ­სი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ქარ­ხ­ნებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა თუ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში; მოს­წავ­ლე­ე­ბი ხვდე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და მათ­გა­ნაც იგე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ. მჯე­რა, თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რ­დე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ცია საკ­მა­ოდ ხა­რის­ხი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რად­გან ისი­ნი იმ საქ­მეს ირ­ჩე­ვენ, რაც უყ­ვართ…

თით­ქ­მის ყვე­ლა საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი გვყავს სკო­ლა­ში, მაგ­რამ ზო­გა­დად, მე­ზო­ბე­ლი სკო­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე, მინ­და გითხ­რათ, რომ ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია — იმ სა­გან­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თა მას­წავ­ლებ­ლე­ბის სიმ­ცი­რეც აღი­ნიშ­ნე­ბა.

მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლის მიღ­მა

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, ჩე­მი ქვეყ­ნის ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ხელ­საყ­რელ დროს და პი­რო­ბებ­ში. ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, წა­ვიყ­ვა­ნო მოს­წავ­ლე­ე­ბი და მათ­თან ერ­თად დავ­ტ­კ­ბე სა­ქარ­თ­ვე­ლოს სი­ლა­მა­ზი­თა და მშვე­ნი­ე­რე­ბით.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები