14 აგვისტო, კვირა, 2022

მასწავლებლობა – სიყვარულისა და კეთილგანწყობის ხიდი თაობებს შორის

spot_img

რუბრიკაში პედაგოგი პროფესიაამჯერად გაგაცნობთ სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის 1 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელს, ეთერ გოგელიძეს, რომლისთვისაც მასწავლებლობა ნიშნავს თავადაც სწავლობდე და სხვასაც ასწავლიდე; გქონდეს მუდმივი მზაობა სიახლეების მისაღებად. თვითგანვითარებას, თვითრეფლექსიას, საკუთარ თავზე მუშაობას, სხვისი კარგი პრაქტიკის გაზიარებას, მოსწავლეზე ორიენტირებას… პედაგოგი მუდამ უნდა იყოს მზად განვითარებისთვის. მასწავლებლობა თაობებს შორის სიყვარულისა და კეთილგანწყობის ხიდია!

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გაზრდილი თაობა

ახალი ეროვნული სასაწავლო გეგმა გვეხმარება იმაში, რომ მივაღწიოთ სასურველობის ზედა თამასას. ეს ზედა თამასა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია ფორმულირებული. 2004 წელს მიღებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ვფიქრობ, ჩვენი სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დოკუმენტია. ჩვენ გვევალება ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება. განათლების სისტემა მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს უნდა უვითარებდეს, აძლევდეს სამივე სახის ცოდნას, ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას უყალიბებდეს და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. მესამე თაობის ესგ-ც იმ ღირებულებებისკენ მოგვიწოდებს, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში პუნქტობრივადაა გაწერილი.

რეფორმის კვალი პრაქტიკაში

ზოგადი განათლების რეფორმა ნიშნავს პოზიტიური სასწავლო გარემოსა და კლიმატის შექმნას, კოლეგიალობის მაღალი სტანდარტის შესრულებას და არ დაგვავიწყდეს, რომ მოსწავლე, როგორც სწავლის მთავარი სუბიექტი, უნდა ვაღიაროთ. რეფორმა მოსწავლის აღიარებითა და მხარდაჭერით გატარდება, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია… კიდევ იმასაც დავამატებ, რომ ჩვენ ბავშვებს მარტო სკოლაში არა, სკოლის იქითაც უნდა ვაფასებდეთ. ისინი ჩვენი მომავალი ცხოვრების გარანტორები არიან და თუ არ მოვუფრთხილდებით, არ ავავსებთ სიყვარულით, პოზიტივით, მოქალაქეობრივი ღირებულებების ერთგულებით, მაშინ მისიაც ვერ შეგვისრულებია!

ცხადია, განათლების რეფორმა მოსწავლეზეა ორიენტირებული და ეს ტრაფარეტული სიტყვები არ არის. პროცესი, რომელიც გვევალება, თავისუფლებისა და შედეგის მომტანია. ცალსახად, რეფორმა მიზნად ისახავს სასწავლო პროცესში მოსწავლის აქტიურ ჩართულობას, რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას. თუ ვინმემ მიადევნა თვალი ახალი ესგ-ს მოთხოვნებს, ერთ-ერთი გახლავთ შეზღუდულ შესაძლებლობათა გათვალისწინება. ჩემთვის ეს საკითხი ძალიან სენსიტიურია. როგორც პედაგოგსა და ხელოვანს, კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იმ სტერეოტიპების დამარცხება, რაც გასული პერიოდიდან შემორჩა საზოგადოებას და რამდენად ეფექტურია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის არტთერაპია…

მათ, ვინც ახლა ეუფლება მასწავლებლის პროფესიას

ახალგაზრდებს, რომლებმაც მასწავლებლის პროფესია აირჩიეს, ვეტყვი, რომ შეიყვარონ საკუთარი საქმე, იგრძნონ პასუხისმგებლობა თითოეული ბავშვის მიმართ, იზრუნონ არა მხოლოდ იმაზე, რომ ცოდნით აღჭურვილი ადამიანები აღზარდონ, არამედ – ჰუმანისტებიც. თითოეულ ბავშვს ისე მოექცნენ, როგორც თავად მოისურვებდნენ, რომ მოქცეოდნენ ანალოგიურ სიტუაციაში…

შემოქედებითი გაკვეთილი ხელოვნებაში

პირველ რიგში, მისცენ მოსწავლეებს თავისუფლება და რწმენა იმისა, რომ შეძლებენ და მიაღწევენ იმ მიზანს, რაც დაისახეს; დაეხმარონ მოსწავლეს საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებაში პოზიტიური უკუკავშირით. მომდევნო წლის იანვარში მიწვეული ვარ პარიზში და იქ აუცილებლად გავეცნობი ჩემი კოლეგების პრაქტიკას. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს კიდევ სასწავლი ევროპისგან.

ხელოვნების გაკვეთილი თვითგამორკვევისა და განვითარების საუცხოო საშუალებაა. ხელოვნებაშია ყველაფერი და მისი გადასარჩენია სამყარო…

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები