27 ივლისი, შაბათი, 2024

მას­წავ­ლებ­ლო­ბა  ნიშ­ნავს, გიყ­ვარ­დეს უან­გა­როდ

spot_img

მა­ნა­ნა ქა­მა­და­ძე

სსიპ ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ზე­მო ვაშ­ლო­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ნიშ­ნავს შრო­მობ­დე და­უ­ღა­ლა­ვად, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ცდი­ლობ­დე თვით­გან­ვი­თა­რე­ბას, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის იყო მე­გო­ბა­რი, მხარ­დამ­ჭე­რი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც, პირ­ველ რიგ­ში, აძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას, ძა­ლას, რა­თა ის, სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, არა­მარ­ტო ცოდ­ნით გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს, ამა თუ იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით ჩა­ი­რიცხოს, არა­მედ ფლობ­დეს სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვას, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა გა­უმ­კ­ლავ­დეს ახალ გა­მოწ­ვე­ვებს, დაძ­ლი­ოს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი და არ შეწყ­ვი­ტოს ძი­ე­ბა უკე­თე­სი სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­ძერ­წ­ვი­სათ­ვის. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­თან ერ­თად, მოს­წავ­ლე­ებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა და ამ ორის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია მი­ი­ღო შე­დე­გი.

დღეს მას­წავ­ლებ­ლო­ბას, ერ­თ­გ­ვა­რად, „ბეწ­ვის ხიდ­ზე“ სი­ა­რულს შე­ვა­და­რებ­დი, სა­დაც აუცი­ლე­ბე­ლია ბა­ლან­სის დაც­ვა, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლია მო­ი­პო­ვო აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ცდი­ლობს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს მო­უს­მი­ნოს, სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი გა­მო­უ­მუ­შა­ოს, აუცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც ზო­გა­დად სკო­ლის არ­სად მო­ი­აზ­რე­ბა.

თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნალ, მე­გობ­რულ, შრო­მის­მოყ­ვა­რე, ჰუ­მა­ნურ, სა­მარ­თ­ლი­ან და გუ­ლის­ხ­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს მოს­წავ­ლის კარგ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში უდი­დე­სი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია. მი­მაჩ­ნია, რომ სკო­ლის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი მხო­ლოდ და მხო­ლოდ მოს­წავ­ლე უნ­და იყოს. თუმ­ცა, აქ­ვე დავ­ძენ, რომ დღეს, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე გა­მოწ­ვე­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მას­წავ­ლებ­ლებს სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად, გარ­და საგ­ნის გა­მოც­დი­სა, უწევთ სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დო­კუ­მენ­ტის წარ­დ­გე­ნა, რო­მე­ლიც არა­ერთ აქ­ტი­ვო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. გარ­და ბავ­შ­ვებ­თან და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა, მათ გავ­ლი­ლი უნ­და ჰქონ­დეთ არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი, აღე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ არა­ერ­თი სერ­ტი­ფი­კა­ტი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმ­დე­ნად ჩა­კარ­გუ­ლია მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ებ­ში, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი, ბავ­შ­ვი, დარ­ჩა ყუ­რადღე­ბის მიღ­მა. ვფიქ­რობ, აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­და­ხე­დოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ. აუცი­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბელ­მა უფ­რო მე­ტი დრო და­უთ­მოს მოს­წავ­ლეს და მის სა­ჭი­რო­ე­ბებს. ყვე­ლას ერ­თად უნ­და გვეს­მო­დეს, რომ სკო­ლა­ში ყვე­ლა რგო­ლი ერ­თ­ნა­ი­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თის გაძ­ლი­ე­რე­ბით, მე­ო­რე არ უნ­და დავ­ტო­ვოთ ყუ­რადღე­ბის მიღ­მა. რა­ღაც ისე­თი არის მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც, მას­წავ­ლე­ბელ­საც და ბავ­შ­ვ­საც თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ყე­ნებს.

ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლებს, უნ­და გვახ­სოვ­დეს ძველ­ბერ­ძ­ნუ­ლი შე­გო­ნე­ბა: „მოს­წავ­ლე არ არის ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც უნ­და აავ­სო, ის ჩი­რაღ­და­ნია, რო­მე­ლიც უნ­და აან­თო“. სკო­ლის და მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი, მოს­წავ­ლი­სათ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა, ნა­ყო­ფი­ე­რი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვა, ასე­ვე, იმ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბაა, რო­მე­ლიც მათ­ში მე­ტის მი­ღე­ბის, შე­მეც­ნე­ბის სურ­ვილს გა­აღ­ვი­ვებს.

ჩე­მი 39-წლი­ა­ნი პე­და­გო­გო­ბის მან­ძილ­ზე, დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, თვალ­ნათ­ლივ გა­მო­იკ­ვე­თა, რომ დროს­თან ერ­თად, წლი­დან წლამ­დე იც­ვ­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა, მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და მის­წ­რა­ფე­ბე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი. თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ო­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დენ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს, თუნ­დაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და იმ­დე­ნი კითხ­ვა აწუ­ხებს, კარ­გ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და შეძ­ლოს და  და­ეხ­მა­როს პა­სუ­ხე­ბის მიგ­ნე­ბა­ში. თუმ­ცა, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ არ უნ­და მი­ვა­წო­დოთ მზა პრო­დუქ­ტი, რა­საც ჩვენ, კო­მუ­ნის­ტურ წყო­ბა­გა­მოვ­ლილ ბავ­შ­ვებს გვას­წავ­ლიდ­ნენ და გვა­ჯე­რებ­დ­ნენ,  რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა სწო­რედ იქ არის, სა­დაც ისი­ნი გვთა­ვა­ზო­ბენ. დღეს ბავშვს მხარ­დამ­ჭე­რი სჭირ­დე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორც მე­გო­ბა­რი და არა, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც წიგ­ნე­ბი­დან ამო­კითხულ ფრა­ზებს და­გა­ზე­პი­რე­ბი­ნებს და არ შე­ეც­დე­ბა მათ ში­ნა­არ­სობ­რივ სიღ­რ­მე­ებ­ში ჩა­გიყ­ვა­ნოს. მას­წავ­ლე­ბელ­მაც და მოს­წავ­ლე­მაც უნ­და უპა­სუ­ხონ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს, წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლი­ონ მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და იყ­ვ­ნენ მზად უკე­თე­სი სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­ნე­ბი­სათ­ვის.

მინ­და აჭა­რე­ლი პო­ე­ტის, ფრი­დონ ხალ­ვა­შის ლექ­სის სტრო­ფით და­ვას­რუ­ლო წე­რა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს მი­უძღ­ვ­ნა:

„შენ რომ წიგ­ნი მას­წავ­ლე,

შენ რომ სიბ­რ­ძ­ნე მას­წავ­ლე,

არა­ვი­თარ სხვა გან­ძ­ში

იგი მე არ გავ­ც­ვა­ლე“.

მინ­და, თი­თო­ე­ულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა შევ­ძ­ლოთ იმ ცოდ­ნის მი­წო­დე­ბა ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც ისი­ნი არც ერთ გან­ძ­ში არ გაც­ვ­ლი­ან და ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბი­ან ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე მდგა­რი ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები