27 ივლისი, შაბათი, 2024

მასწავლებლის შეფასება სტატუსის მოსაპოვებლად – დეტალები მთავრობის მიერ დამტკიცებული სქემიდან

spot_img

დამტკიცა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომლის საფუძველზეც ძალადაკარგულად გამოცხადდა

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილება.

გარდამავალი დებულების თანახმად, ცვლილებები შევიდა მასწავლებლის შეფასების ნაწილში.

კონკრეტულად კი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, სერტიფიცირებულ მასწავლებელს, რომელსაც, „მასწავლებლის საქმიანობის, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილების ძალაში შესვლის დროისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაკავებული ჰქონდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21 /2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მასწავლებლის თანამდებობა და რომელიც არ ყოფილა ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში, კრედიტქულებად უღიარდება და მის მიერ,  ზემოაღნიშნული დადგენილების ძალაში შესვლამდე, განხორციელებული შემდეგი დამატებითი საქმიანობები:

ა) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იმ საგანში (რომელიც არ იქნა გამოყენებული სქემაში მასწავლებლის განაწილებისას), რომელსაც ასწავლის მასწავლებელი (2 კრედიტქულა). მასწავლებელს, რომელიც არ ასწავლის იმ საგანს (რომელიც არ იქნა გამოყენებული სქემაში მასწავლებლის განაწილებისას), რომელშიც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, კრედიტქულებად უღიარდება მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებს შესაბამისი საგნის სწავლებას;

ბ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარება (1 კრედიტქულა);

მასწავლებლის შეფასება, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი

 პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც, 2014 წლის ჩათვლით, წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი, თავისუფლდება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისაგან და, საგნობრივი მიმართულებით, უღიარდება 10 კრედიტქულა.

მასწავლებლის შეაფასება, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი

მასწავლებელს, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, თავისუფლდება პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისაგან და,  პროფესიული მიმართულებით, უღიარდება 10 კრედიტქულა.

სქემაში განაწილებული უფროსი მასწავლებლისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

 უფროსი მასწავლებელი, რომელსაც სქემაში პირველადი განაწილების დროისთვის, მოპოვებული ჰქონდა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2014 წლის ბოლომდე, წარმატებით ჰქონდა დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი და ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის მშობლიურ ენაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის მშობლიურ ენაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების მიზნით, შეფასების განხორციელებას უზრუნველყოფს 2021 წლიდან.

„განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამის მონაწილე მასწავლებელთათვის, საპილოტე რეჟიმში, კრედიტების მინიჭების წესი ასე განისაზღვრა.

  1. 2018-2019 სასწავლო წელსა და 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 იანვრის N48 ბრძანებით დამტკიცებული, „განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამაში მონაწილე, სქემაში ჩართულ მასწავლებლებს მიენიჭებათ 6 კრედიტქულა.
  2. ქვეპროგრამის მონაწილე:

ა) პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებსაც, ამ დადგენილების ძალაში შესავლამდე, არ ექნებათ გავლილი გაკვეთილზე დაკვირვება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან გაკვეთლის/გაკვეთილების ჩატარების ვალდებულებებისგან;

ბ) უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც, ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, არ ექნებათ გავლილი გარე დაკვირვება წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან გარე დაკვირვების განხორციელების ვალდებულებებისგან;

გ) უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც, ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, არ ჩაუტარებიათ სამოდელო გაკვეთლი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან სამოდელო გაკვეთილის/გაკვეთლების ჩატარების ვალდებულებებისგან;

დ) წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც, ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, არ ჩაუტარებიათ სამოდელო გაკვეთლი/გაკვეთილები, მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან სამოდელო გაკვეთილის ჩატარებისგან.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები