27 ივლისი, შაბათი, 2024

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – გამოყენების მიმართულებები

spot_img

მაია კუჭუხიძე
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების №1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
ზაზა შულაია
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი

 

 

 

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი განათლების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს მასწავლებლის მომზადების, პროფესიული რეგულირებისა და კარიერული წინსვლის კრიტერიუმებს. ის არის პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალის ერთობლიობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი თანამდებობის მასწავლებელი (მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ აქ იგულისხმება თანამდებობები, სტატუსები და ა რ ა – საგნობრივი სტანდარტები – ამ უკანასკნელთ ეროვნული სასწავლო გეგმა ადგენს).

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი გამოიყენება შემდეგი 9 მიმართულებით:

  1. თვითშეფასებისათვის – ვაფასებთ საკუთარ თავს, ვაკმაყოფილებთ თუ არა ამა თუ იმ სტატუსისათვის განსაზღვრულ სტანდარტებს (მაგ., გვაქვს თუ არა კვლევის კომპეტენცია; გვაქვს თუ არა რესურსები შექმნილი; ვუზიარებთ თუ არა კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას და ა.შ.);
  2. ურთიერთშეფასებისათვის – ეს მნიშვნელოვანია ,,კრიტიკული მეგობრის“ თვალსაზრისით (კათედრაზე თუ კათედრის წევრთა მიღმაც, შეიძლება ვინმე დაგვეხმაროს თვითშეფასების შ ე მ დ ე გ ა ც  შეფასებაში);
  3. მასწავლებლის კომპეტენციებისა და საქმიანობის შეფასებისათვის – ამისათვის პროფესიული სტანდარტი არის უ ნ ი ვ ე რ ს ა ლ უ რ ი  საშუალება (სკოლის დირექტორი ან კათედრის ხელმძღვანელი სწორედ პროფესიული სტანდარტით აფასებს მასწავლებლის კომპეტენციებს და პროფესიულ საქმიანობას);
  4. მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციიs დადასტურების გამოცდისთვის პროგრამებისა და ტესტური ინსტრუმენტების დონის გამოცდისთვის უნდა შეიქმნას ტესტები, რომლის შექმნისას პროფესიულ სტანდარტს გვერდს ვერ ავუვლით – ის, ფაქტობრივად, განსაზღვრავს იმ ფსიქომეტრიას, რომელიც, ზოგადად, ამა თუ იმ კვალიფიკაციის/სტატუსის მასწავლებლისთვის არის საჭირო (შევნიშნავთ, რომ აქ არ იგულისხმება, რა უნდა იყოს, ვთქვათ, საგან მუსიკაში შინაარსობრივად, არამედ იზომება ფსიქომეტრია – რა სირთულის საგნობრივი ტესტი უნდა იყოს ნებისმიერი საგნის გამოცდისათვის. სხვაგვარად, საუბარია ფსიქომეტრიაზე და არა – შინაარსზე);
  5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად – იგულისხმება მასწავლებლის მომზადების ე.წ. „60-კრედიტიანი პროგრამების“ ტრენინგ-მოდულების შექმნა. მისი ჩარჩო სწორედ პროფესიული სტანდარტით განისაზღვრება;
  6. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შინაარსის განსაზღვრისა და პასუხისმგებელი უწყების მიერ ამ პროგრამის აკრედიტაციისათვის – სწორედ სტანდარტი ადგენს, როგორ უნდა მომზადდეს პროფესიული განვითარების პროგრამები (აქ იგულისხმება შინაარსობრივი მხარეც);
  7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მე-3 თაობის ესგ-ის დანერგვის მიზნით, მასწავლებლის კომპეტენციების დადგენისა და შეფასებისათვის – სკოლებში მე-3 თაობის ესგ-ის დანერგვა განსაზღვრულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით;
  8. მასწავლებლობის მსურველის კომპეტენციების განსაზღვრისა და შეფასებისათვის – მასწავლებლობის მსურველის კომპეტენცია განისაზღვრება და ფასდება მხოლოდ პროფესიული სტანდარტით;
  9. უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების, განახლებისა და დამტკიცებისათვის – უმაღლესი განათლებისათვის დარგობრივი მახასიათებლები შემუშავდება, განახლდება და მტკიცდება პროფესიული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

პროფესიული სტანდარტის ზემოჩამოთვლილი მიმართულებები გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელი. იმდენად აუცილებელიც კი, რომ მათ გარეშე მასწავლებლის სრულფასოვანი პროფესიული საქმიანობა და პროფესიული ვალდებულებების პირნათლად შესრულება შეუძლებელია და წარმოუდგენელი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები