1 ივლისი, პარასკევი, 2022

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გპფ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აფართოებს

spot_img

17 ივნისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და აწსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში, ფონდი,  უნივერსიტეტის ათი წარმატებული სტუდენტისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან, სპეციალურ წამახალისებელ სტიპენდიებს გამოყოფს.

მომავალი პედაგოგის სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა ფონდმა პირადი ინიციატივით 2020 წელს დაიწყო და ამ ინვესტირებით მიზნად ისახავს მომავალი პედაგოგების წახალისებასა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას.

სასტიპენდიო პროგრამის – „მომავალი პედაგოგი“ – ფარგლებში ფონდს 60-მდე სტიპენდიანტი ჰყავს 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში:  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახ. უნივერსიტეტი,  თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მომდევნო სასწავლო წლიდან სტიპენდიანტთა გუნდს აწსუ-ს  ათი წარმატებული  სტუდენტი შეემატება.

სტიპენდიატები, საკუთარი ინიციატივით, ფონდის ხელშეწყობით, ასევე, გპფ-ს გრანტიორებისა და მხარდამჭერების დახმარებით, აქტიურად ატარებენ და ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებებსა და ვორქშოპებში, როგორც საკუთარ, ასევე, სხვა უნივერსიტეტის სტიპენდიანტებთან ერთობლივად. ამ ახალგაზრდების მიერ უკვე დაფუძნდა  სტუდენტური კლუბი. მისი წევრები მართავენ სტუდენტურ კვირეულებს, სემინარებს, შეხვედრებს, ცვლიან ინფორმაციას. მსგავსი ტიპის კოლაბორაცია უკვე შემდგარ პროფესიონალებთან და თანატოლებთან, ქმნის ერთგვარი გამოცდილების გაზიარების პლატფორმას; ყოველთვიურ სტიპენდიებთან სინთეზში ეს ყველაფერი სტიპენდიატებს უკეთ სწავლის, ხოლო მათ თანატოლებს პედაგოგის პროფესიის არჩევის მეტ მოტივაციას აძლევს.

პროექტის შესახებ:

ფონდის მიერ ინიცირებული „მომავალი პედაგოგი“ წახალისების სასტიპენდიო პროექტია. იგი 2020 წლიდან პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხორციელდება და თითო უმაღლესი სასწავლებლიდან 10 წარმატებულ სტუდენტს აერთიანებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს  და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. სტიპენდიის თვიური ოდენობა შეადგენს 150 ₾-ს. მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ.

ფონდის შესახებ:

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით ,,გპფ“ მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 4 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 25-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი. ,,გპფ-ს“ ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში თითქმის 3.5 მლნ. ლარს შეადგენს.

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თანადამფინანსებლები და პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორებიცაა: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID, UNDP, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, Konrad Adenauer Stiftung, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის, ზუგდიდის, თელავის, ახალციხის, სოხუმის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვა ორგანიზაციები.

 

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

არდადეგები

დი­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

📌გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის ქართული როგორც მეორე ენისა და ისტორიის მას­წავ­ლე­ბე­ლი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული  📚ისე არ მო­ვიქ­ცეთ, რომ ჩვენ­მა...
მსგავსი სიახლეები