27 ივლისი, შაბათი, 2024

მას­წავ­ლებ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა და მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი

spot_img

მა­ნია (გა­ლი­ნა) ქა­სოშ­ვი­ლი

სსიპ მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩარ­და­ხის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

დღეს, ისე რო­გორც არას­დ­როს, სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან ითხოვს შე­ფა­სე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის კარგ ცოდ­ნას, რა­თა სწო­რი შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოს­წავ­ლემ, პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, უკე­თე­სი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა; ხო­ლო მას­წავ­ლე­ბელ­მა კი — მოს­წავ­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სით, სწავ­ლი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. მოს­წავ­ლის შე­დე­გე­ბის სწო­რად და ეფექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა სა­ჭი­რო, ეს კი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან მუდ­მივ თვით­გან­ვი­თა­რე­ბას ითხოვს, რად­გან მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით შე­ფა­სე­ბა ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მელ­შიც ხარ­ვე­ზე­ბია.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა, სწავ­ლის ხა­რის­ხ­თან მი­მარ­თე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მამ აღი­ა­რა და მის დახ­ვე­წას ვცდი­ლობთ ჩვენც, პე­და­გო­გე­ბი. უკუ­კავ­ში­რის ფორ­მე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, ასე­ვე მოს­წავ­ლის მხრი­დან ითხოვს პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვის თუ მოს­წავ­ლის მი­მართ. პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ყვე­ლა სუ­ბი­ექ­ტის მი­მართ, აღ­ქ­მუ­ლი უნ­და იყოს, რო­გორც პროგ­რეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქცე­ვა და არა თვით­კ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვა. მას­წავ­ლებ­ლებს ყვე­ლა­ზე მე­ტად გვი­ჭირს სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის ხარ­ვე­ზე­ბის მი­ღე­ბა და შემ­დ­გო­მი ანა­ლი­ზი. ამი­ტო­მაც, ამ კუთხით, თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბლებს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო გვაქვს. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ფორ­მე­ბიც ამ პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ვი­ყე­ნებ შემ­დეგ ფორ­მებს:

მას­წავ­ლებ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა, რომ­ლის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, ის სა­უ­კე­თე­სო გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბაა, პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლებ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია; მე­ო­რე და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, სა­კუ­თა­რი ხარ­ვე­ზე­ბის დღე­ვან­დე­ლი ანა­ლი­ზი მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ხვა­ლინ­დე­ლი გაკ­ვე­თი­ლი მათ გა­რე­შე, უკე­თე­სად და სა­ინ­ტე­რე­სოდ, და­გეგ­მოს.

სა­კუ­თარ პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა პე­და­გოგს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ის­წავ­ლოს სა­მუ­შაო პრო­ცე­სის კო­რექ­ტი­რე­ბა, თუნ­დაც ამი­სათ­ვის მო­უ­წი­ოს, უარი თქვას მის მი­ერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ ფორ­მებ­ზე, მე­თო­დებ­სა და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე. მას­წავ­ლე­ბე­ლი, ამ ტი­პის მო­ნი­ტო­რინ­გით, ფეხს უწყობს სი­ახ­ლე­ებს, ხდე­ბა მა­ძი­ე­ბე­ლი, ერ­გე­ბა მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებს და უარს ამ­ბობს თვით­კ­მა­რო­ბა­ზე.

მოს­წავ­ლი­სათ­ვის მი­ცე­მუ­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რი მის ეტა­პობ­რივ, თა­ვი­სუ­ფალ, დე­მოკ­რა­ტი­ულ და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, რომ­ლის დრო­საც მან ზუს­ტად იცის, რომ დაშ­ვე­ბულ ხარ­ვეზს „სას­ჯე­ლად“ არ მოჰ­ყ­ვე­ბა და­ბა­ლი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა.

ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი კი მოს­წავ­ლე­თა მი­ერ თვით და ერ­თ­მა­ნე­თი­სათ­ვის მი­ცე­მუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბია, რად­გან სხვა შე­ფა­სე­ბა­ზე მე­ტად დი­ნა­მი­კუ­რი, მყი­სი­ე­რი და გულ­წ­რ­ფე­ლია.

სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მოქ­მე­დებს მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. მოს­წავ­ლე­ე­ბი ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან ერ­თ­მა­ნე­თის შე­ფა­სე­ბი­სას, ამი­ტომ სწო­რი, ობი­ექ­ტუ­რი და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის ძი­ე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ფუნ­ქ­ციაა.

მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­ფა­სე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა იმი­სათ­ვის, რომ ხე­ლი შე­ვუწყოთ ობი­ექ­ტუ­რი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დას. მოს­წავ­ლეს უვი­თარ­დე­ბა უნა­რი, არა სხვის­თ­ვის, არა­მედ სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის შე­ა­ფა­სოს თა­ვი­სი ნაშ­რო­მი, და­გეგ­მოს უკე­თე­სი შე­დე­გის მიღ­წე­ვის გზე­ბი, რა­შიც მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და შე­უწყოს ხე­ლი.

ასე­თი ფორ­მე­ბი არ­სე­ბობს, მათ აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, მაგ­რამ პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და აზ­რ­თა ურ­თი­ერ­თ­გა­ზი­ა­რე­ბი­სას მუდ­მი­ვად დგე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის, რჩე­ვე­ბის, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის პრობ­ლე­მა. გვი­ჭირს, კონ­კ­რე­ტუ­ლად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ, რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლეს გა­უქ­რეს ნი­შან­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სინ­დ­რო­მი და მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რობ­დეს, რო­გორ გა­ხა­დოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მოს­წავ­ლი­სათ­ვის უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი და შე­დე­გი­ა­ნი.

ყუ­რადღე­ბას შე­ვა­ჩე­რებ მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერთ და თვით­შე­ფა­სე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. გარ­და იმი­სა, რომ მო­ზარ­დე­ბი, ასე­თი ფორ­მით, ჯან­საღ თვით­კ­რი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას სწავ­ლო­ბენ, კო­რექ­ტუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე მორ­გე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­საც იღე­ბენ. იმი­სათ­ვის, რომ გაკ­ვე­თილ­ზე მას­წავ­ლე­ბელ­მა ეფექ­ტუ­რად მარ­თოს მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერთ და თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი, სა­ჭი­როა, მომ­ზა­დე­ბა და წი­ნას­წარ გათ­ვ­ლი­ლი სტრატე­გი­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა მათ­თ­ვის.

პრაქ­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ კითხ­ვა­რებს, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს აჩ­ვევს კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ულ, ობი­ექ­ტურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თა­ნაკ­ლა­სე­ლი­სა და სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მის მი­მართ. მათ იცი­ან, რომ პრო­ცე­სი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა და, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, ასე­თი ტი­პის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას აუცი­ლებ­ლად მოჰ­ყ­ვე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან, უკუ­კავ­ში­რი. მას­წავ­ლე­ბე­ლი კი, გაკ­ვე­თილ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლეა. ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბას წინ უძღ­ვის ერ­თ­მა­ნე­თის მუ­შა­ო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხით, მა­გა­ლი­თად, თხზუ­ლე­ბის ან მოკ­ლე ჩა­ნა­წე­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი ცვლი­ან რვე­უ­ლებს, კითხუ­ლო­ბენ ნაშ­რო­მებს, ას­წო­რე­ბენ და ასა­ბუ­თე­ბენ, რა­ტომ მი­იჩ­ნი­ეს მეწყ­ვი­ლის ნაშ­რომ­ში მო­ცე­მუ­ლი ეპი­ზო­დი (ან მთე­ლი) შეც­დო­მად.

ფარ­თო­დაა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის ფორ­მა, მა­გა­ლი­თად:

მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბა

  1. თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი­დან სა­ინ­ტე­რე­სო იყო

……………………………………………………………………………………………..

  1. მათ მო­საზ­რე­ბებს არ ვე­თან­ხ­მე­ბი იმა­ში, რომ

……………………………………………………………………………………………..

  1. მო­საზ­რე­ბე­ბი­დან ჩემ­თ­ვის სი­ახ­ლე იყო, რომ

……………………………………………………………………………………………..

  1. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებ­დი სა­კითხ­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა

……………………………………………………………………………………………..

სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებ­დი სა­კითხ­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა

თუმ­ცა უფ­რო ეფექ­ტუ­რად სწო­რედ იმ ტი­პის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს მი­ვიჩ­ნევ, რო­მელ­თაც თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრო­ცეს­ში­ვე შე­უძ­ლია შე­დე­გის ჩვე­ნე­ბა და მოს­წავ­ლე­თა პო­ზი­ტი­ურ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას უწყობს ხელს.

ჩემს პრაქ­ტი­კა­ში კო­ლა­ბო­რა­ცი­უ­ლი მუ­შა­ო­ბის ფორ­მე­ბი ჭარ­ბობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ერ­თ­მა­ნეთ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და ერ­თ­მა­ნე­თის­გან სწავ­ლის უზარ­მა­ზა­რი სივ­რ­ცე აქვთ. ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს, უს­წო­რე­ბენ ხარ­ვეზს და ახა­ლი­სე­ბენ ყო­ვე­ლი ახა­ლი იდე­ის­თ­ვის. დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­ში ხან­და­ხან არის წყე­ნის, შე­ნიშ­ვ­ნის გა­მო გაბ­რა­ზე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, რაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, იკარ­გე­ბა და პო­ზი­ტი­ურ ელ­ფერს იძენს.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები