1 ნოემბერს, საქართველოს 12 ქალაქში „მასწავლებლის ეროვნული სკოლის პროგრამა“ დაიწყო, რომელიც ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს. პროგრამა თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში, ჩოხატაურში, თელავში, ახალქალაქში, ჭიათურაში სენაკსა და ამბროლაურში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე 1750 მონაწილეს ითვლის. (აქედან 537 მოქმედი მასწავლებელია).