3 ნოემბერი, კვირა, 2024

„მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

spot_img

„მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ პროექტის ფარგლებში მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას პროექტით გათვალისწინებული აქტივობები გააცნო. პროექტს განათლების კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენადა სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება.

ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგნენ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის კლუბის წევრები: დაჩი ნანობაშვილი, ნინო აბულაძე და ნათია ფურცელაძე. მათ კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, თუ როგორ უწყობენ ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას სწავლა-სწავლების პროცესში და კონკრეტული მაგალითები გააცნეს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მასწავლებლებმა დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.

პროექტი ითვალისწინებს დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური კამპანიის წარმოებას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ „ათეულთა კლუბის“ წევრების მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები. ისინი სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ასევე, მასწავლებლების მონაწილეობით მზადდება ვიდეო რგოლები, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ.

♦ ♦ ♦

„განათლების კოალიცია“ 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები