4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებლების საყურადღებოდ- საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში 2019 წლის 8 ივლისის ჩათვლით eFlow-ში წერილობითი მომართვის საფუძველზე გეძლევათ შეცდომების გასწორების საშუალება

spot_img

მ მასწავლებლების საყურადღებოდ, რომლებმაც ვერ მოასწრეს განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების ატვირთვა, გამოქვეყნება და/ ან არასწორად ატვირთეს დოკუმენტები. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში 2019 წლის 8 ივლისის ჩათვლით eFlow-ში წერილობითი მომართვის საფუძველზე გეძლევათ შეცდომების გასწორების საშუალება. 

ცენტრი განიხილავს შემდეგი ტიპის დარღვევებს:

⇒ დოკუმენტაცია ატვირთულია ელექტრონულ სივრცეში, მაგრამ არასწორ ველში;
 დოკუმენტაცია ატვირთულია, მაგრამ არ არის გამოქვეყნებული;
⇒ დოკუმენტაცია არ აიტვირთა ტექნიკური პრობლემის გამო (აღნიშნული გადამოწმდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში).

იმ შემთხვევაში, თუ კვლევის ეთიკა არის დარღვეული, მაგ: ატვირთულია ბავშვების სურათები, ან სახელები და გვარები, რაც იძლევა მონაწილეების იდენტიფიცირების საშუალებას, აღნიშნული კვლევა ფასდება უარყოფითად.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ ველში ატვირთული არის ორი ან მეტი აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგ. ორი რესურსი, ორი გაკვეთილი) და სკოლის შეფასების ჯგუფს ტექნიკურად აქვს საშუალება აქტივობის გასწვრივ დააფიქსიროს ჯამური შეფასება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები