27 ივლისი, შაბათი, 2024

მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწ­ვა

spot_img

პან­დე­მი­ის თან­მ­დევ­მა გა­მოწ­ვე­ვებ­მა და მუდ­მივ­მა სი­ახ­ლე­ებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და მას­წავ­ლებ­ლის დატ­ვირ­თ­ვა და თან­და­თან უფ­რო შე­სამ­ჩ­ნე­ვი გახ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწ­ვის სიმ­პ­ტო­მე­ბი.

ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწ­ვა არის ქრო­ნი­კუ­ლი, ნე­გა­ტი­უ­რი, სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­წყო­ბა ინ­დი­ვი­დებ­ში, რაც ხა­სი­ათ­დე­ბა გა­მო­ფიტ­ვით, თან ახ­ლავს სტრე­სი, შემ­ცი­რე­ბუ­ლი ეფექ­ტუ­რო­ბის გრძნო­ბა, შემ­ცი­რე­ბუ­ლი მო­ტი­ვა­ცია და სამ­სა­ხურ­ში დის­ფუნ­ქ­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ქცე­ვის გან­ვი­თა­რე­ბა.

მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწ­ვის გა­მომ­წ­ვე­ვად.

მათ შო­რი­საა:

  1. არა­რე­ა­ლის­ტუ­რად მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი და­საქ­მე­ბუ­ლის მი­მართ. შე­საძ­ლოა, თა­ვად და­საქ­მე­ბულს ჰქონ­დეს არა­რე­ა­ლის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი სამ­სა­ხუ­რის მი­მართ და გა­მუდ­მე­ბით ის­წ­რაფ­ვო­დეს სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ;
  2. გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, ზედ­მე­ტი ბი­უ­როკ­რა­ტია და შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის სიმ­რავ­ლე კომ­ფორ­ტუ­ლად მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში;
  3. და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად არა­საკ­მა­რი­სი რე­სურ­სე­ბი;
  4. თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან კო­ლე­გი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და ხში­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი ნე­გა­ტი­უ­რად;
  5. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რის არარ­სე­ბო­ბა.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს მი­ზე­ზე­ბი მძაფ­რ­დე­ბა და ვლინ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწ­ვის სიმ­პ­ტო­მე­ბი:

♦ გრძნობთ, რომ ამო­წუ­რეთ თქვე­ნი რე­სურ­სი და მარ­ტი­ვად ღი­ზი­ან­დე­ბით. სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა ნორ­მა­ლუ­რია, მაგ­რამ რო­დე­საც სკო­ლა­ში წას­ვ­ლამ­დეც თავს უკ­ვე დაღ­ლი­ლად გრძნობთ და ებ­რ­ძ­ვით უძი­ლო­ბას, ეს გა­დაწ­ვის ერთ-ერ­თი სიმ­პ­ტო­მია.

♦ ხში­რად გა­ვიწყ­დე­ბათ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და გი­ჭირთ კონ­ცენ­ტ­რა­ცია: უკ­ვე პრობ­ლე­მუ­რი ხდე­ბა ისე­თი სა­კითხე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რაც ად­რე ნორ­მა­ლუ­რი სირ­თუ­ლის იყო. უძი­ლო­ბა კი­დევ უფ­რო ამ­ძაფ­რებს ამ პრობ­ლე­მას.

♦ გა­ნიც­დით უმა­დო­ბას და წო­ნის პრობ­ლე­მებს: შე­საძ­ლოა, შე­ამ­ჩ­ნი­ოთ წო­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კლე­ბა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა. თავს იჩენს დეპ­რე­სია და შფოთ­ვა. თან­და­თან დის­ტან­ცირ­დე­ბით სხვე­ბის­გან, ხართ იზო­ლი­რე­ბუ­ლი და აღარ გა­ნი­ხი­ლავთ თავს ჯგუ­ფის წევ­რად. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოთ ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გორც სა­მუ­შაო გა­რე­მოს, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ.

♦ გიქ­ვე­ით­დე­ბათ თვით­შე­ფა­სე­ბა, ფიქ­რობთ, რომ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ხართ და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი. მი­გაჩ­ნი­ათ, რომ თქვენ მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე ყო­ველ­თ­ვის და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნია, სხვის მი­ერ გა­კე­თე­ბულ­თან შე­და­რე­ბით, ამი­ტომ აზრს კარ­გავს მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი.

შე­დე­გე­ბი კი საკ­მა­ოდ სა­ვა­ლა­ლოა. პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა არაპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი, მი­სი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და შე­დე­გე­ბი სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით ხა­სი­ათ­დე­ბა; თით­ქ­მის აღარ ეხ­მა­რე­ბა კო­ლე­გებს და აღარც ზრუნ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა; უძ­ლი­ერ­დე­ბა სურ­ვი­ლი, და­ტო­ვოს სამ­სა­ხუ­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს იგი; უქ­რე­ბა მო­ტი­ვა­ცია და შე­საძ­ლოა, მი­სი აპა­თია გა­დამ­დე­ბიც აღ­მოჩ­ნ­დეს. ამას თან ერ­თ­ვის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გახ­ში­რე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ზი­ა­ნოა რო­გორც პი­როვ­ნე­ბის­თ­ვის, ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ავი­რი­დოთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწ­ვა?

ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა:

♦ ყო­ველ­თ­ვის გქონ­დეთ აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ გან­ცალ­კევ­დეთ ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფის­გან, მა­გა­ლი­თად ჰო­ბი, მე­დი­ტა­ცია, იოგა;

♦ გა­აძ­ლი­ე­რეთ პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი მზარ­და­ჭე­რის სის­ტე­მა: აუცი­ლებ­ლად გა­ა­ტა­რეთ დრო ოჯა­ხის წევ­რებ­თან; კო­ლე­გებ­სა თუ უფ­რო­სებ­თან ღი­ად და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად იმ­ს­ჯე­ლეთ თქვენს სამ­სა­ხუ­რებ­რივ ბა­რი­ე­რებ­ზე; სთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აუხ­სე­ნით თუ რო­გორ გა­ფერ­ხებთ ესა თუ ის სირ­თუ­ლე;

♦ ის­წავ­ლეთ უარის თქმა; ნუ და­ა­ვა­ლებთ სა­კუ­თარ თავს იმა­ზე მეტ საქ­მეს, ვიდ­რე შეს­რუ­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ, ეს, სა­ბო­ლო­ოდ, თქვენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე აისა­ხე­ბა ცუ­დად; იკ­ვე­ბეთ ჯან­სა­ღად; ივარ­ჯი­შეთ;

♦ არ და­ე­ლო­დოთ დედ­ლა­ი­ნებს, ეცა­დეთ, წვრილ­მა­ნი თუ სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე­ე­ბი მო­აგ­ვა­როთ მყის­ვე, რად­გან დედ­ლა­ი­ნის ლო­დი­ნი გვძა­ბავს და ხელს გვიშ­ლის გან­ტ­ვირ­თ­ვა­ში;

♦ შე­ა­ფა­სეთ სა­კუ­თა­რი თა­ვი ხში­რად, და­უკ­ვირ­დით და საწყის ეტაპ­ზე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწ­ვის ნიშ­ნე­ბი.

გი­სურ­ვებთ კე­თილ­დღე­ო­ბას!

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. EDUCATOR BURNOUT: SOURCES AND CONSEQUENCES, Richard l. Schwab, Susan E. Jackson, 1986
  2. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი „გა­დაწ­ვის“ ზო­გი­ერ­თი პი­როვ­ნუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი ას­პექ­ტი. მაია ბი­წა­ძე, 2013

ლაურა გოტიაშვილი,„ათეულთა კლუბის“ წევრი 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები