30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

მასწავლებლებისთვის საგამოცდო სესიები 14 ივლისიდან განახლდება

spot_img

კიდევ ერთი საგამოცდო დღე დასრულდა. დღეს გამოცდებს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ორ სესიად აბარებდნენ.

⇔ პირველი სესია:
♦ ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
♦ ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური I-VI);
♦ ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური I-VI);
⇔ მეორე სესია:
♦ მათემატიკა (დაწყებითი საფეხური I-VI);
♦ მუსიკა;
♦ სამოქალაქო განათლება (საბაზო ან /და საშუალო საფეხური).

გამოცდაზე დარეგისტრირებულებიდან საგამოცდო ცენტრებში 86%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა შვიდმა აპლიკანტმა. გამოცდამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ხვალ ისევ აბიტურიენტების ჯერი დგება – მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ ორ სესიად. მასწავლებლებისთვის კი საგამოცდო სესიები 14 ივლისიდან განახლდება:

♦ 14-15 ივლისს – პროფესიული უნარები;

♦ 14 ივლისს – ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური).

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები