დღეს მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა ჩააბარეს გამოცდა (პირველი სესია) შემდეგ საგნებში:
⇒ სამოქალაქო განათლება (VII-XII);
⇒ მუსიკა;
⇒ სპორტი.
გამოცდაზე გამოცხადდა გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი, დაიგვიანა ერთმა აპლიკანტმა.
ხვალ, 14 ივლისს, ერთდღიანი შესვენების შემდეგ, საგამოცდო პროცესს დაუბრუნდებიან აბიტურიენტები და პირველ სესიაზე ბიოლოგიაში ჩააბარებენ გამოცდას.
გაგრძელდება, ასევე, მასწავლებელთა გამოცდა, ახლა უკვე უფროსი სპეციალური მასწავლებლის.
გისურვებთ წარმატებას!