27 ივლისი, შაბათი, 2024

მასწავლებელს უნდა სჯეროდეს, რომ ყველა მოსწავლე გამორჩეულია

spot_img

ირა ძირკვაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი

✅ ძალიან სასიამოვნო ემოციაა ფინალისტობა. უდიდესი მოტივაცია მომცა და თან თავდაჯერებულობა შემმატა. დავრწუნდი, რომ სწავლების მეთოდები, რომლებიც შევარჩიე, მნიშვნელოვანი და ღირებულია. ერთი მხრივ, სასიამოვნო შეგრძნებაა ფინალისტობა და მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა.

✅ ვფიქრობ, ფინალისტობა პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებსა და საინტერესო გამოცდილებას მომცემს. სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო მეტი ემოციაა და მოლოდინებზე, უფრო კონკრეტულად, მოგვიანებით ვიფიქრებ.

✅ მასწავლებლის მთავარი პრინციპია, სწავლებისთვის სასიამოვნო გარემო შექმნას და სჯეროდეს, რომ ყველა მოსწავლე გამორჩეულია.

✅ თანამედროვე მასწავლებელი სამართლიანი უნდა იყოს და მოსმენა შეეძლოს; ყველა მოსწავლეს თანასწორად უნდა თვლიდეს და თითოულ მათგანს გულწრფელად უსმენდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, მასწავლებელი იყოს მაძიებელი და მუდმივად ცდილობდეს სიახლეების გაცნობასა და სწვლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას.

✅ ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამოწვევა გაუმართავი ინფრასქტრუქტურაა, განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში. ასევე, სასკოლო განათლება ნაკლებადაა ორიენტირებული თანამედროვე მოსწავლის ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ჩემი აზრით, სკოლების გარემონტებასა და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვისთვის დიდი ფინანსური რესურსი უნდა გამოიყოს. აგრეთვე, სახელმძღვანელოები და სასწავლო პროცესი მოსწავლის საჭიროებას უნდა ითვალისწინებდეს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელს შევუქმნათ სასიამოვნო გარემო, ვენდოთ და მივცეთ მოტივაცია, გაკვეთილი სიამოვნებით დაგეგმოს და საქმე გულწრფელად, ხალასით აკეთოს.

🔸🔸🔸

ირა ძირკვაძე დაიბადა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში.

2002 წელს, ეკომიგრანტის სტატუსით, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში გადავიდა.

2017 წელს, უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდა სოფელში და  მუშაობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებლად. ორივე საგანში სერტიფიცირებულია.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები