27 ივლისი, შაბათი, 2024

მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­თა ზნე­ობ­რი­ვი აღ­ზ­რ­დის სა­და­რა­ჯო­ზე

spot_img

მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მის ეპი­ცენ­ტ­რ­შია, მი­სი მხარ­და­ჭე­რი­სა და აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე ვერც ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მა ვერ გა­ტარ­დე­ბა. მი­სი რო­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, ვი­ნა­ი­დან ის ვალ­დე­ბუ­ლია, არა მხო­ლოდ ცოდ­ნა და რჩე­ვა მის­ცეს მოს­წავ­ლე­ებს, არა­მედ აჩ­ვე­ნოს გზა ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა­კენ, ამა­ვე დროს, აზი­ა­როს იმ ზნე­ობრვ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლის გა­რე­შეც გა­ნათ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ბავ­შ­ვე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან თა­ვი­ან­თი გრძნო­ბე­ბით, გა­რეგ­ნო­ბით და აღ­ზ­რ­დის პრინ­ცი­პე­ბით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და სუ­ლი­ე­რი თუ ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ. მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ოჯა­ხე­ბი­დან მო­დი­ან, ყო­ველ ოჯახს თა­ვი­სე­ბუ­რი სო­ცი­ა­ლურ-ზნე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს, ამი­ტომ დამ­რი­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა, კლა­სის სა­ათ­ზე, და არა მარ­ტო ამ დროს, ბავ­შ­ვებ­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცოცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბით, კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მით, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მათ­და­მი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით ყვე­ლა მოს­წავ­ლე აზი­ა­როს ქცე­ვის კულ­ტუ­რას.

ქარ­თუ­ლი პე­და­გო­გი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი სკო­ლე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბად პი­როვ­ნე­ბის აღ­ზ­რ­დას მი­იჩ­ნევ­და: „ჩვენ მარ­ტო იმი­თი კი არ უნ­და დავ­კ­მა­ყო­ფილ­დეთ, რომ წე­რა კითხ­ვა ვას­წავ­ლოთ, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ აღ­ვ­ზარ­დოთ მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფის მო­ქა­ლა­ქე. გა­მო­ვუ­მუ­შა­ოთ მო­წა­ფე­ებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბის ას­რუ­ლე­ბის უნა­რი, სამ­შობ­ლო­სა და მოყ­ვა­სი­სად­მი ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი – ყო­ვე­ლი­ვე ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია თქვენ­ზე და თქვენს პე­და­გო­გი­ურ უნა­რი­ა­ნო­ბა­ზე“. ამ სიტყ­ვე­ბით იაკობ გო­გე­ბაშ­ვილს მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის რან­გ­ში აჰ­ყავ­და და მო­უ­წო­დებ­და სკო­ლებს, ქარ­თუ­ლი სუ­ლი შთა­ე­ბე­რათ, აღ­ზ­რ­და და სწავ­ლე­ბა მშობ­ლი­ურ ნი­ა­დაგ­ზე წა­რე­მარ­თათ.

წიგ­ნი „ყო­ფაქ­ცე­ვის კულ­ტუ­რა“ (ავ­ტო­რი – ლია ბე­დი­ნა­ძე) დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საა შექ­მ­ნი­ლი. ქა­ლ­ბა­ტო­ნი ლია ასო­ცი­ა­ცია „მცოდ­ნე­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სკო­ლებ­ში ზნე­ო­ბი­სა და ეთი­კის სწავ­ლე­ბაა. ამ მიზ­ნით, ასო­ცი­ა­ცი­ა­ში, ჯერ კი­დევ 2003 წელს, და­მუ­შავ­და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბი­სათ­ვის დამ­რი­გებ­ლის დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოც „ვას­წავ­ლოთ ყო­ფაქ­ცე­ვის კულ­ტუ­რა“, კლა­სის სა­ა­თის­თ­ვის.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. მოს­წავ­ლის წიგ­ნ­მა „ყო­ფაქ­ცე­ვის კულ­ტუ­რა“, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის მკვლე­ვარ პე­და­გოგ­თა ცენ­ტ­რის მე-7 კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, პე­და­გოგ­თა დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. „ყო­ფაქ­ცე­ვის კულ­ტუ­რის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა“ და მოს­წავ­ლის წიგ­ნი აღი­ა­რე­ბულ იქ­ნა, რო­გორც ინო­ვა­ცი­უ­რი მიგ­ნე­ბა პე­და­გო­გი­კა­ში და გა­შუქ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნალ „მას­წავ­ლე­ბელ­ში“.

„ყო­ფაქ­ცე­ვის კულ­ტუ­რა“ წარ­დ­გე­ნილ იქ­ნა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გოგ­თა კონ­კურ­ს­ზე და გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­პა­ტიო სი­გე­ლი­თა და მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და. წიგ­ნის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ისაა, რომ მოს­წავ­ლე, ეც­ნო­ბა რა ქცე­ვის ამა თუ იმ ნორ­მებ­სა და ეტი­კეტს, ით­ვი­სებს ახალ მა­სა­ლას, აანა­ლი­ზებს სი­ტუ­ა­ცი­ას, აფა­სებს სა­კუ­თარ ქცე­ვას და გა­მო­აქვს დას­კ­ვ­ნა. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მოს­წავ­ლე, თა­ვის­სა­ვე ნაშ­რო­მის, ნა­წე­რის, ნა­ხა­ტის შე­სა­ხებ გა­მო­ხა­ტავს მო­საზ­რე­ბას და წარ­მო­ა­ჩენს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რაც კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას ავი­თა­რებს. წიგ­ნ­ზე მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, წყვი­ლებ­ში და ჯგუ­ფუ­რა­დაც. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე ეჩ­ვე­ვა გუნ­დუ­რო­ბას და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. იქ მო­ცე­მუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხა­ვი ტექ­ს­ტი თუ ქცე­ვის წე­სი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ბავშვს:

⇒ გა­ეც­ნოს და გა­ი­თა­ვი­სოს მო­ცე­მუ­ლი სა­კითხე­ბი ქცე­ვის შე­სა­ხებ;

⇒ უკეთ გა­ი­გოს მის­თ­ვის უც­ნო­ბი ეტი­კე­ტის წე­სე­ბი;

⇒ თა­მა­მად გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბი და აზ­რე­ბი;

⇒ აღ­წე­როს კონ­კ­რე­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­ული შემ­თხ­ვე­ვა;

⇒ გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს;

⇒ შე­ა­და­როს მოვ­ლე­ნე­ბი და შე­დე­გე­ბი;

⇒ შე­ა­ფა­სოს და გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კ­ვ­ნა — რა არის კარ­გი და რა არის ცუ­დი.

„ყო­ფაქ­ცე­ვის კულ­ტუ­რა“ ეტა­პობ­რი­ვად გა­მო­ი­ცე­მო­და სამ წიგ­ნად, და­ყო­ფი­ლია დო­ნე­ე­ბად და თი­თო­ე­უ­ლი დო­ნე მორ­გე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა ასა­კობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს:

⇒ პირ­ვე­ლი დო­ნე მე­ო­რეკ­ლა­სელ­თათ­ვი­საა, ვი­ნა­ი­დან მათ ამ ეტაპ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად კითხ­ვა შე­უძ­ლი­ათ;

⇒ მე-2 დო­ნე – მე­სა­მე და მე­ოთხეკ­ლა­სელ­თათ­ვის;

⇒ მე-3 დო­ნე – მე­ხუ­თე და მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­თათ­ვის.

წიგ­ნ­მა აპ­რო­ბა­ცია გა­ი­ა­რა თბი­ლი­სის №24 და №23 სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, ასე­ვე ნი­ჭი­ერ­თა ათ­წ­ლედ­ში, ბა­თუ­მის, ქუ­თა­ი­სის, ხა­შუ­რის სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლებ­ში.

 

ჩვე­ნი სტუ­მა­რია იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი­სა და მედ­ლის მფლო­ბე­ლი, №24 სა­ჯა­რო სკო­ლის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი, ასო­ცი­ა­ცია „მცოდ­ნე­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი

ლი­ა­ნა ბე­დი­ნა­ძე

 

 

♦ მოკ­ლედ თქვენ შე­სა­ხებ, თქვე­ნი საქ­მი­ა­ო­ბა

ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბაა, რაც მა­ვა­ლებს, სრუ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვით ვემ­სა­ხუ­რო მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აღ­ზ­რ­დას, მათ შე­ი­ა­რა­ღე­ბას ცოდ­ნით, რაც სა­ფუძ­ვე­ლია იმ ზედ­ნა­შე­ნი­სა, რო­მელ­საც ჩე­მი ბუ­დი­დან აფ­რე­ნი­ლე­ბი მო­მა­ვალ­ში და­ა­შე­ნე­ბენ.

მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე იბ­მე­ბა უჩი­ნა­რი ძა­ფი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა — პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, პირ­ვე­ლი ღი­მი­ლი, პირ­ვე­ლი სიტყ­ვა, პირ­ვე­ლი ნდო­ბა… შე­მოგ­ცი­ცი­ნე­ბენ თვა­ლებ­ში და შენ­ში ეძე­ბენ ცოდ­ნის გა­სა­ღებს, შენ ხარ ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი უც­ნობ უზარ­მა­ზარ გა­რე­მო­ში, რა­საც სკო­ლა ჰქვია. ვალ­დე­ბუ­ლი ხარ გიყ­ვარ­დეს, უზო­მოდ გიყ­ვარ­დეს მი­სი მზე­რა, აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლი პირ­ვე­ლი ასო-ბგე­რის მო­სა­ხა­ზად, მი­სი სი­ზარ­მა­ცე­ცა და სი­ბე­ჯი­თეც. შენ გზამ­კ­ვ­ლე­ვი ხარ და რად­გან ეს საქ­მე იტ­ვირ­თე, ბო­ლომ­დე უნ­და მი­იყ­ვა­ნო ისე, რომ სა­პა­სუ­ხო გან­ც­დით უყ­ვარ­დე — შენ ხომ მი­სი მე­გო­ბა­რი ხარ, მხარ­დამ­ჭე­რი, გზის მა­ნა­თო­ბე­ლი შუ­ქუ­რა.

ჩემ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სია არ არ­სე­ბობს, მას­წავ­ლე­ბე­ლი აწ­რ­თობს და აკ­ვა­ლი­ა­ნებს სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს, აწ­რ­თობს და აყა­ლი­ბებს კარგ ინ­ჟი­ნერს, კარგ ექიმ­სა თუ კარგ არ­ქი­ტექ­ტორს. ჩე­მი აზ­რით, მას­წავ­ლებ­ლო­ბა ურ­თუ­ლე­სი­ცაა და სა­ინ­ტე­რე­სოც, სა­ჭი­როც და და­სა­ფა­სე­ბე­ლიც.

♦ რა შეგ­ძი­ნათ თქვენ­მა პრო­ფე­სი­ამ

პრო­ფე­სი­ამ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა. ვარ არა­ერ­თი სას­წავ­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი; პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, გა­მო­ცე­მუ­ლი მაქვს: სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო „სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია და მე­თო­დი­კა“ ოთხი სცე­ნა­რით; გზამ­კ­ვ­ლე­ვი პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი „მცოდ­ნე­ლის“ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან ერ­თად; „ყო­ფაქ­ცე­ვის კულ­ტუ­რა“, სამ დო­ნედ — მე-2, მე-3 და მე-4 კლა­სელ­თათ­ვის, მი­სი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კლა­სის სა­ათ­ზე, რო­გორც და­მა­ტე­ბი­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო; პირ­ველ­კ­ლა­სელ­თათ­ვის „ის­წავ­ლე და იხა­ლი­სე არ­და­დე­გებ­ზე“ — სა­აზ­როვ­ნო ლექს-ამო­ცა­ნე­ბი, ან­და­ზებ­თან, გა­მო­ცა­ნებ­თან და გა­სა­ფე­რა­დე­ბელ ნა­ხა­ტებ­თან ერ­თად, აქ­ვეა მა­გა­ლი­თე­ბი რიცხ­ვით შედ­გე­ნი­ლო­ბებ­ზე. ბლუ­მის ტაქ­სო­ნო­მი­ის მი­ხედ­ვით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და შედ­გე­ნი­ლი მაქვს ტეს­ტე­ბი თვით­შე­სა­ფა­სებ­ლად, 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 კლა­სელ­თათ­ვის ცოდ­ნის გან­სამ­ტ­კი­ცებ­ლად, სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. 12 ლექ­სი შე­ტა­ნი­ლია ლექ­სე­ბის კრე­ბულ­ში „სიყ­ვა­რუ­ლის ოდა“, რო­მე­ლიც 2018 წელს ბა­თუმ­ში გა­მო­ი­ცა.

მიყ­ვარს ჩე­მი პრო­ფე­სია, გან­სა­კუთ­რე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღე რა­ღაც ახალ­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს მო­ე­ლი­ან. მე ხომ დი­დი მი­სია მა­კის­რია, მა­თი ფორ­მი­რე­ბა და ცოდ­ნის გა­და­ცე­მას­თან ერ­თად, ზნე­ობ­რი­ვი თუ მო­რა­ლუ­რი აღ­ზ­რ­და.

♦ თქვე­ნი ჰო­ბი

მიყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბა — მუ­სი­კა, თე­ატ­რი, მხატ­ვ­რო­ბა, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა, ქარ­გ­ვა, ქსო­ვა, გო­ბე­ლე­ნი. არა­ერ­თი დიპ­ლო­მი და სერ­ტი­ფი­კა­ტი ამ­შ­ვე­ნებს ჩემს ალ­ბომს. ახალ­გაზ­რ­დულ წლებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ეს­ტ­რა­დო ან­სამ­ბ­ლ­ში, სა­ხალ­ხო თე­ატ­რ­ში, სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ან­სამ­ბ­ლ­ში. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუს­მენ კლა­სი­კურ, ქარ­თულ თუ საზღ­ვარ­გა­რე­თულ სა­ეს­ტ­რა­დო მუ­სი­კას, ჯაზს და ხალ­ხურ მუ­სი­კას. პო­ე­ზია ჩე­მი ჰო­ბია.

ვცდი­ლობ, ჩე­მი გან­წყო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი, ხატ­ვი­სა და მუ­სი­კი­სად­მი ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს გა­დავ­დო. ამის გა­მო, საკ­ლა­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კონ­კურ­სებ­სა თუ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე არაერ­თ­გ­ზის მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სპექ­ტაკ­ლე­ბით, რო­მელ­თა დამ­დ­გ­მე­ლი რე­ჟი­სო­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი გამ­ფორ­მე­ბე­ლი და დე­კორა­ტო­რი თა­ვად ვყო­ფილ­ვარ. ხში­რად გა­მი­გია, კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ცო­ტა­თი მა­ინც, მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბას უნ­და ფლობ­დე­სო! ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა. ყვე­ლა უნა­რი, გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­მარ­თე­ბა, რაც ახალ­გაზ­რ­დულ წლებ­ში გა­მაჩ­ნ­და, დღე­საც მეხ­მა­რე­ბა სწავ­ლე­ბის დროს.

♦ რა­ტომ უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს „ყო­ფაქ­ცე­ვის კულ­ტუ­რა“

ქცე­ვის კულ­ტუ­რის სწავ­ლე­ბა მარ­ტო იმას არ ნიშ­ნავს, თუ რო­გორ უნ­და ის­ხ­დ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე, რო­გორ მო­იქ­ც­ნენ დე­რე­ფან­ში და პე­და­გო­გის წი­ნა­შე, არა­მედ იმ სა­კითხე­ბის შეს­წავ­ლა­საც, რო­მე­ლიც „ყო­ფაქ­ცე­ვის კულტუ­რა­შია“ მო­ცე­მუ­ლი. ეს წიგ­ნი მოს­წავ­ლე­ებს აწ­ვ­დის სიტყ­ვის „კულ­ტუ­რა“ არ­ს­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, აც­ნობს ცხოვ­რე­ბის ოქ­როს წესს, უხ­ს­ნის პი­როვ­ნე­ბის ცნე­ბას, ეხ­მა­რე­ბა თვი­თაღ­ზ­რ­დის სრულ­ყო­ფა­ში, მი­ა­ნიშ­ნებს ურ­თი­ერ­თო­ბის კულ­ტუ­რას, ას­წავ­ლის რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა გა­რეგ­ნუ­ლი და ში­ნა­გა­ნი სი­ლა­მა­ზე, უხ­ს­ნის ეტი­კე­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ესუბ­რე­ბა ენის რა­ო­ბა­ზე, სიტყ­ვი­სა და საქ­მის ერ­თი­ა­ნო­ბა­ზე, აც­ნობს რე­ლი­გი­ის როლს, ოჯახ­სა და ტრა­დი­ცი­ებს, უხ­ს­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ფორ­მებს, რო­გორ გა­ი­გონ სიყ­ვა­რუ­ლის არ­სი, სი­კე­თე; აფ­რ­თხი­ლებს, რა­ტო­მაა ცუ­დი ძა­ლა­დო­ბა და რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს მან; სა­უბ­რობს მე­გობ­რო­ბის სი­კე­თე­სა და სამ­შობ­ლოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე…

♦ 21-ე სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვა

მას­წავ­ლებ­ლო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლად ღირ­სე­უ­ლი პრო­ფე­სიაა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ მას სრულ­ყო­ფი­ლად ფლობ, თუ ით­ვი­სებ სი­ახ­ლე­ებს პე­და­გო­გო­კა­ში და თუ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გაქვს 21-ე სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვა. თუ მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სა და აღ­ზ­რ­დის სა­და­რა­ჯო­ზე დგა­ხარ, ხარ ფხი­ზე­ლი და ფეხს უწყობ ამ გა­მოწ­ვე­ვებს, მა­შინ ჩათ­ვა­ლე, რომ მი­ზანს მი­აღ­წიე.

ხში­რად მე­კითხე­ბი­ან რო­გო­რი უნ­და იყოს 21-ე სა­უ­კუ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს რომ გა­უმ­კ­ლავ­დეს? ჩე­მი აზ­რით, უპირ­ვე­ლე­სია, იცო­დე ის, რაც არ იცი; ეცა­დო, ის­წავ­ლო, რა­თა იცო­დე და ეს ცოდ­ნა გა­დას­ცე სხვას ისე, რომ მან ის­წავ­ლოს და გა­მო­ი­ყე­ნოს.

♦ რა გაძ­ლევთ მო­ტი­ვა­ცი­ას

მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევს ის, რომ თა­ო­ბა, რომ­ლის აღ­ზ­რ­და­საც ასე გულ­მ­ხურ­ვა­ლედ ვემ­სა­ხუ­რე­ბი, იქ­ნე­ბა უკე­თე­სი, ვიდ­რე ჩვე­ნი თა­ო­ბაა და ამ ყვე­ლა­ფერს მე ვუყ­რი სა­ფუძ­ველს.

♦ თქვე­ნი მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა

ჩე­მი მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა, უპირ­ვე­ლე­სად, ჩე­მი შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბაა, ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც ბუ­დი­დან აფ­რე­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბი­ს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცი, ისი­ნი ბევ­რ­ნი არი­ან და ვა­მა­ყობ მა­თით.

ჩე­მი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მეა: სკო­ლა, ოჯა­ხი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ვერ ვიტყ­ვი, რომ ლი­დე­რი ვარ, მაგ­რამ თუ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას გა­დავ­ხე­დავთ, ლი­დე­რის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბიც მაქვს: კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ზნე­ობ­რი­ო­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, სი­ახ­ლე­თა კვლე­ვა, ცოდ­ნის გა­და­ცე­მა, გუნ­დუ­რო­ბა, თვით­გან­ვი­თა­რე­ბი­სად­მი ლტოლ­ვა, შე­უ­პოვ­რო­ბა, მოთ­მე­ნის უნა­რი…

♦ თქვე­ნი სურ­ვი­ლი

ჩე­მი სურ­ვი­ლია იყოს მშვი­დო­ბა. მინ­და, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს, ქვეყ­ნის სარ­ბი­ელ­ზე და­ფას­დეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია და ღვაწ­ლი. მინ­და ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი პირ­ნა­თე­ლი იყოს არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის მი­მართ და გრძნობ­დეს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას.

 

წიგ­ნის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლე­ბი დაგ­ვი­კავ­შირ­დით  ⇒  599 400021  ⇒  ელ­ფოს­ტა: infomtsodneli@gmail.com  ⇒  ასო­ცი­ა­ცია „მცოდ­ნე­ლი“ www.mtsodneli.com

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები