20 აპრილი, კვირა, 2025

მასწავლებელთა 2019 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია წელს შედარებით გვიან დაიწყება

spot_imgspot_img

მასწავლებელთა 2019 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია წელს შედარებით გვიან დაიწყება, ამის მიზეზად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ სქემაში დაგეგმილი ცვლილებები დაასახელა.

„მასწავლებლების რეგისტრაცია ცოტათი გადაიწევს, დღეს არ იწყება. როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს სქემის ცვლილებას და ამის შემდეგ გამოცხადდება რეგისტრაცია, ანუ თარიღი ცოტა გადაიწევს.

თუ იმავე პერიოდში გადაწყდა მასწავლებლების გამოცდები, როგორც აბიტურიენტების, ანუ ზაფხულში, მაშინ ეს მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადების შემჭიდროებას გამოიწვევს. ველოდებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის გადაწყვეტილებას“ , – განაცხადა სოფო გორგოძემ.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება