27 ივლისი, შაბათი, 2024

მასწავლებელთა სახლი სკოლაში დასაქმებულ სპეციალურ მასწავლებლებს პროფესიული განვითარების შესავალ კურსს სთავაზობს 

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ სპეციალურ მასწავლებლებს ,,სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალ კურსს“ სთავაზობს.

„სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი“, რომელიც ექვსი მოდულისაგან შედგება, ინკლუზიური განათლების მიმართულებით შემდეგ საკითხებს მოიცავს:

* სწავლისა და განვითარების თეორიები

* მოსწავლის განვითარება და განვითარების დარღვევები

* მოსწავლის შეფასება

* ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შემუშავება

* ადაპტირებული გაკვეთილის ჩატარება

*რთული ქცევის მართვა

კურსის პირველი ეტაპი 2022 წლის 21 თებერვალს დაიწყება და 2022 წლის მაისამდე გაგრძელდება.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, კურსი ონლაინ ფორმატში Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის სახლის ინიციატივით საქართველოს სკოლებში დასაქმებული ყველა სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუვლია აღნიშნული კურსი, მიმდინარე წელს ჩაერთვება პროცესში.

მასწავლებლებმა, რომელთაც გასავლელი აქვთ „სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსის“ კონკრეტული მოდული, დროულად უნდა მომართონ შემდეგ ელ-ფოსტებზე: torvelashvili@tpdc.ge;  tkhositashvili@tpdc.ge

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები